კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ECRI საქართველოს შესახებ მეორე მოხსენებას გამოსცემს

13 თებერვალი, 2007

eu_flag.gif  ევროპის კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს შესახებ მეორე მოხსენებას გამოსცემს. ECRI ევროპის საბჭომ დააარსა. ეს არის ადამიანის უფლებების დამცველი, დამოუკიდებელი, მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალიზდება.

ECRI -ის საქართველოზე 2002 წლის 23 აპრილის პირველი მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ მოხსენებაში გაშუქებულ ზოგიერთ სფეროში წინსვლა შეინიშნება. საქართველომ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული რამდენიმე დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა, მათ შორის, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციისა. სისხლის სამართლის ახალი კანონის დებულებებით აიკრძალა რასობრივი დისკრიმინაცია და რასობრივი მტრობის ჩამოგდება. ხელისუფლებამ მიიღო ზომები რელიგიურ შეუწყნარებლობასთან დაკავშირებული ძალადობრივი ქმედებების ალაგმვისათვის. ამოქმედდა სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამა ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, აგრეთვე უმცირესობათა სხვა ჯგუფების მიმართ.

აღნიშნული პროგრამა მოიცავს შესაბამისი ზომების მიღებას ეთნიკურ უმცირესობათათვის ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით. აგრეთვე განათლების რეფორმას, რომელიც ქვეყნის კულტური მრავალფეროვნების უფრო სრულად გათვალისწინებით დაიგეგმება.

ECRI -ის პირველ მოხსენებაში წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილი არ შესრულებულა, ან მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის არცოდნა ან არასაკმარისად ცოდნა მათი ინტეგრაციის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია. ეს ხელს უშლის მათ ინფორმაციის, კომუნალური მომსახურების, განათლებისა და სამუშაოს მიღებაში. ისინი თავს კვლავ და კვლავ მეორე კლასის მოქალაქეებად გრძნობენ, ნაკლებად მონაწილეობენ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოვლენებში, მეტად აღმოჩნდებიან სხვადასხვა პრობლემის წინაშე, რომელთა გადაწყვეტაშიც მათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. არატრადიციული რელიგიური უმცირესობანი კვლავ დაუცველნი არიან ფიზიკური თავდასხმისაგან მათზე ან მათ ქონებაზე. აგრეთვე ისინი აწყდებიან ადმინისტრაციულ თუ სხვა ბარიერებს რელიგიური წესის აღსრულებისას. ბევრი ნაკლოვანებაა გამოსასწორებელი კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. ლტოლვილები ჩეჩნეთიდან ხშირად ხდებიან უკანონო ქმედების მსხვერპლნი სამართალდამცველებისაგან. პანკისის რეგიონში მცხოვრებნი მძიმე საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან. ხელისუფლება საკმარისად არ არის გარკვეული უმცირესობათა ზოგიერთ ჯგუფში (მაგალითად, ბოშები და მიგრანტები) არსებულ ვითარებაში და საკმარისად არ აკვირდება მათ. მაჰმადიანი მესხების საქართველოში დაბრუნების საკითხის გადაწყვეტაში წინსვლა შენელებულია. ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტის გამო გადაადგილებული პირები კვლავ მძიმე საცხოვრებელ პირობებში არიან და ინტეგრაციის ნაკლებობას განიცდიან. მოსახლეობის უმრავლესობაში გამჯდარი სტერეოტიპები და აკვიატებული შეხედულებები დისკრიმინაციის მიზეზი ხდება, განსაკუთრებით, ეთნიკურ უმცირესობათა, არატრადიციულ რელიგიურ უმცირესობათა, ჩეჩნეთიდან ლტოლვილებისა და მაჰმადიანი მესხების მიმართ.

მოხსენებაში ECRI რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს შემდგომი ზომები მთელ რიგ სფეროებში. კერძოდ, განაგრძოს სისხლის სამართლის კანონში რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დებულებების გავრცობა, სასამართლო სისტემაში დაკავებულ პირებს კი უკეთ ასწავლოს ასეთი დებულებების დაცვის აუცილებლობა. მოხსენება მოითხოვს რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური ორგანოს დაარსებას, აგრეთვე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კანონში რასობრივი დისკრიმინაციის აღმკვეთი დებულებების გამყარებას. ECRI -ის რეკომენდაციაა, გაძლიერდეს ძალისხმევა რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად. შესაბამისი ზომებია მისაღები, რომ ბოლო მოეღოს სამართალდამცავი ორგანოების უკანონო ქმედებებს ჩეჩნეთიდან ლტოლვილების მიმართ. და ბოლოს, ECRI იძლევა რეკომენდაციას, გამოიძებნოს გზები, რაც საშუალებას მისცემს ეთნიკურ უმცირესობებს, უფრო სრულად მონაწილეობდნენ საქვეყნო საქმეებში და ურთიერთობდნენ ხელისუფლებასთან, ამასთან, ინარჩუნებდნენ თავიანთ ენასა და კულტურას.

ახალი ამბები