კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორისა და ცხინვალის უნივერსიტეტების გაერთიანების იდეა ჩავარდა

14 თებერვალი, 2007

ganatleba.gif,,რესპუბლიკური პარტიის" გორის ორგანიზაციამ მორიგი პრესკონფერენცია გორისა და ცხინვალის უნივერსიტეტების ინტეგრაციას მიუძღვნა. შიდა ქართლის საზოგადოებისთვის ბოლო დროს სწორედ ეს თემა გახდა აქტუალური. უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ ინტეგრაციის თემა ცხინვალის უნივერსიტეტის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ  ,,შემოაგდო".

ამ ინიციატივას კი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთლიანმა შემადგენლობამ ,,ვეტო" დაადო. შექმნეს 12 კაციანი შემადგენლობა. აქედან 6 ადამიანი გორის უნივერსიტეტიდან, ხოლო დანარჩენი 6 ცხინვალის უნივერსიტეტიდან შეიყვანეს. როგორც მოსალოდნელი იყო შეთანხმება ამ 12 ადამიანს შორის ვერ მოხერხდა, რადგან ხმათა თანაფარდობა ზუსტად შუაზე გაიყო.

აღნიშნულ თემას ,,რესპუბლიკური პარტიის" გორის ორგანიზაციის წევრებმა დავით რაზმაძემ, ლაშა ნინოშვილმა და შალვა ტლაშაძემ პრესკონფერენცია მიუძღვნეს. შალვა ტლაშაძის თქმით, უნივერსიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება კანონთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს და სწავლის ხარისხის ამაღლებას უნდა ემსახურებოდეს.

შალვა ტლაშაძე: როდესაც საჯარო სამართლის ორი იურიდიული პირი ერთიანდება, საჭიროა ორივეს თანხმობა. გამომდინარე იქიდან, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ ეთანხმება უნივერსიტეტების რეორგანიზაციას, საქმე გვაქვს სამართლებრივ წინაღობასთან. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე ჩატარებულია რექტორის და სხვა თანამდებობების არჩევნები და რეორგანიზების შემთხვევაში არჩევნებში გამარჯვებული ადამიანები მათ კანონიერ თანამდებობებს კარგავენ.

ჟურნალიტი: ცხინვალის უნივერსიტეტის რექტორი ცოტნიაშვილი ამბობს, რომ ინტეგრაციის შემთხვევაში უნივერსიტეტი ყველას საკუთარი თანამდებობების შენარჩუნებაში დაეხმარება. რამდენად რეალურია ეს დაპირება?
შ.ტ.: ბატონ მამუკას მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, უნივერსიტეტის თანამშრომლებს თანამდებობების შენარჩუნებაში კანონი მისი მხარდაჭერის გარეშეც ეხმარება. ინტეგრაციის შემთხვევაში ყველა არჩეული თანამშრომელი უკანონოდ კარგავდა თანამდებობას, რადგან ადგილი ექნებოდა ყველა იმ ნორმატიული აქტის დარღვევას, რაც არჩევნებთან არის დაკავშირებული. ნორმატიული აქტის დარღვევა კანონთან წინააღმდეგობაში მოდის და კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლება.
ჟ: იქნებ ინტეგრაციასთან დაკავშირებით თქვენს პოლიტიკურ შეხედულებაზეც ისაუბროთ. ვგულისხმობ ცხინვალის უნივერსიტეტის დევნილობას...
შ.ტ.: ჩვენი აზრით, ეს იმ პროცესის გაგრძელებაა, რაც 2006 წელს დაიწყო, ვგულისხმობ ცხინვალიდან დევნილი ყველა ორგანიზაციის გაუქმებას. გაუქმდა ცხინვალის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, საფეხბურთო გუნდი ,,ცხინვალი", ცხინვალის თეატრი, ცხინვალიდან დევნილი გაზეთები; ცხინვალიდან დევნილი მოცეკვავეთა ანსამბლი. ცხინვალის უნივერსიტეტი ერთადერთი დევნილი ორგანიზაციაა, რომელმაც აქამდე მოატანა და მისი გაუქმებით ამ პროცესის საბოლოოდ დასრულება სურთ, რაც ჩვენი აზრით მიუღებელია. ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტიც  და ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციებიც აუცილებლად უნდა ფუნქციონირებდნენ. რადგან ისინი კონფლიქტის დარეგულირებას უწყობდნენ ხელს.

გავრცელებული ცნობით, ის თანხები, რომლებიც გაუქმებულ ორგანიზაციებს ხმარდებოდათ, პირდაპირ იქნა მობილიზებული დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში...

მიუხედავად მძიმე თემისა, „რესპუბლიკელები“ ხუმრობის ხასიათზე დადგნენ. ლაშა ნინოშვილმა ერთი ფაქტიც კი  გაიხსენა: „კომუნისტების დროს კონსერვატორიისა და სამხატვრო აკადემიის გაერთიანების საკითხზე აზრი კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძეს ჰკითხეს. ცნობილმა კომპოზიტორმა მოსწრებულად უპასუხა - ამ შემთხვევაში ვისი ფუნჯი ვის როიალში იქნება, ვერ გავიგებთო.

იმედია, გორისა და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების შემთხვევაში ასეთი კურიოზი არ მოხდება და ცხინვალში დაბრუნების შემთხვევაში, სტუდენტებს ლექციებზე სირბილი ცხინვალსა და გორს შორის არ მოუწევთ.

საბა წიწიკაშვილი

ახალი ამბები