კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოხუცი გრიგოლ ნონიკაშვილის გამტაცებლები დააკავეს

5 მარტი, 2007

alika_qareli.gif2006 წლის ნოემბერში გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში ერთი წლის წინ გატაცებული მოხუცი გრიგოლ (გრიშა) ნონიკაშვილი დაკრძალეს. გარდაცვალებამდე მოხუცი,  3 დღით ადრე, უცნობმა პირებმა შინ ტაქსით გამოგზავნეს. (სურათზე: ალიკა ქარელი)

გორის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულების - ალიკა ქარელის, ბოლოთაშვილის, ჯიოშვილისა და რაზმაძის სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიებისას შეკრებილი მასალები მივიდა. წინასწარი გამოძიება თბილისის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. დაკავებულებს თანხის გამოძალვის მიზნით გრიგოლ ნონიკაშვილის გატაცებაში ედებათ ბრალი.

შარშან მეზობლებს გრიგოლ ნონიკაშვილი სახლში აღარ დახვდათ. მისი გაუჩინარების ამბავი მაშინვე შეატყობინეს ახლობლებს. სოფელში ჭორი გავრცელდა, გრიშა პაპა გვიან ღამით დაუდგენელმა პირებმა სახლიდან წაიყვანესო. მოსახლეობა აცხადებდა, რომ იგი ტყვედ ჰყავდათ წაყვანილი.

ამ ხნის განმავლობაში გრიგოლ ნონიკაშვილის შვილებიც და უახლოესი ნათესავები არაფერს აცხადებდნენ. სოფელში ყველამ იცოდა, რომ მოხუცებული თანხის გამოძალვის მიზნით ჰყავდათ წაყვანილი. ერთი წლის შემდეგ კი მოხუცებული ავადმყოფობის მძიმე ფორმებით გამოჩნდა.

ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გატაცებიდან ერთი წლის შემდეგ გამოჩენილმა მოხუცმა სამი დღის განმავლობაში ყველაფერი დეტალურად გაიხსენა. გაიხსენა ისიც, თუ სად ჰყავდათ გატაცებული და როგორ ექცეოდნენ. გაირკვა, რომ იგი ჯერ სიძის ძმის სახლში, შემდეგ კი ოსების ტერიტორიაზე ჰყავდათ. ხშირ შემთხვევაში მას ბაღშიც ამუშავებდნენ და ვაშლს აკრეფინებდნენ. ეს იმიტომ, რომ მოხუცებულს ტყვეობისთვის გაეძლო. მას შემდეგ, რაც მოხუცებულის ჯანმრთელობა შეირყა, გამტაცებლებმა ის სახლში გამოუშვეს. თუმცა, გაურკვეველი სახის სამედიცინო პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მოხუცმა მხოლო სამი დღე იცოცხლა.

მართალია სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მასალები სასამართლოს გადაეცა, მაგრამ მოსამართლის თქმით, იგი საჯარო მანამ არ გახდება, სანამ არსებითი განხილვა არ დაიწყება: „უნდა დავკითხოთ დაზარალებულები და მოწმეები... წინასწარი გამოძიების მასალები რომ გავახმაუროთ, არ შეიძლება," - გვითხრეს სასამართლოში.

გრიგოლ ნონიკაშვილის ახლობლებმა გამოძიებას ჩვენებები არ მისცეს. კომენტარზეც უარი განაცხადეს. არც სასამართლოში მისვლას აპირებენ. ოჯახის მეზობლები აცხადებენ, რომ ეს შემდგომი შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით ხდება. კერძოდ, ალიკა ქარელი გუბერნატორ მიხეილ ქარელის ბიძაშვილია. სხვათა შორის ჩვენც გვირჩიეს, ამ საქმით დაინტერესებით თქვენზეც რაიმე ზეწოლა არ განხორციელდესო...

ამ დანაშაულის დეტალები უკვე სასამართლო სხდომებზე გახდება ცნობილი. თუმცა, გარდაცვლილის ახლობელებს იმედი არ აქვთ, რომ სასამართლო შესაბამის განაჩენს გამოიტანს. 

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები