კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალის უნივერსიტეტში დიდი დაპირისპირებაა

6 მარტი, 2007

Tskhinvali.pngცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ცოტნიაშვილი და მოწინააღმდეგე ლექტორ-მასწავლებლები ერთმანეთთან ურთიერთობას ამჯერად პროკურატურაში და სასამართლოში არკვევენ.

2007 წლის 16 თებერვალს გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი კახა მურადაშვილი წერს, რომ ,,ცალკე წარმოებად უნდა გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა ცოტნიაშვილის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების ფაქტზე." როგორც ირკვევა, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ერთ-ერთი სტუდენტისათვის სტიპენდიის უკანონოდ მიცემა და კურსიდან კურსზე უკანონოდ გადაყვანა ედება ბრალად.

საქმე იმაშია, რომ ცხინვალის უნივერსიტეტის თანამშრომელთა ნაწილი რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ცოტნიაშვილმა სამსახურიდან დაითხოვა. სახლში გაშვებულ ლექტორ-მასწავლებელთა სიაში 100-ზე მეტი კაცი მოხვდა. ცოტნიაშვილის რისხვის ობიექტი პრორექტორი კაკო ტოლიაშვილი, მისი მეუღლე და შვილები, პროფესორები კახა და ბექა ტოლიაშვილები გახდნენ.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ცოტნიაშვილი ირწმუნება, რომ ადგილობრივ გაზეთში კახა ტოლიაშვილის მიერ მიცემული ინტერვიუს შედეგად, სადაც იგი უნივერსიტეტის საბიუჯეტო თანხებით ინტერესდებოდა და ხელმძღვანელობას კორუფციაში სდებდა ბრალს, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესტიჟი შეილახა.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მოწინააღმდეგე ლექტორები რეფორმების არ განხორციელებაშიც სდებენ ბრალს. პრესით ტოლიაშვილის განცხადება საფუძვლად დაედო ცხინვალის უნივერსიტეტში შექმნილი ეთიკის კომისიის სხდომის გამართვას და კახა ტოლიაშვილის უნივერსიტეტიდან გარიცხვას. თავის მხრივ გარიცხული ტოლიაშვილი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის პრესტიჟს თავად რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლახავს, რადგან მან უნივერსიტეტს ადგილობრივი პრესით ფურცლებზე „ჭაობი“ უწოდა - მაშინ ეთიკის კომისიამ რექტორის მოვალეობის შემსრულებელის გამონათქვამებზეც იმსჯელოსო.

რექტორსა და ყოფილი პრორექტორის მხარეებს შორის დავა ამით არ დამთავრებულა. გორის პროკურატურაში 2006 წლის 29 დეკემბერს ზესტაფონელ სტუდენტ მადონა გვალიას განცხადება გამოჩნდა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2004 წლის ივლისში ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსზე ყოფნის დროს, ნიშნის დაწერის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტის პედაგოგიკის ლექტორმა აკაკი ტოლიაშვილმა 15 ლარი მოსთხოვა. აღნიშნულ საქმეზე გორის პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაასრულა, თუმცა ლექტორ კაკო ტოლიაშვილის ბრალეულობის საკითხი არ გამოიკვეთა და ძიება შეწყდა. სამაგიეროდ, დაკითხვაზე კაკო ტოლიაშვილმა აღნიშნა, თუ საიდან მოხვდა 2006 წლის ბოლოს სტუდენტი გვალია IV კურსზე, თუკი მას I კურსზე პედაგოგიკის გამოცდა არ ჩაუბარებია. უნივერსიტეტის წესდებით I კურსზე თუ ვერ ჩააბარებს სტუდენტი გამოცდას, იგი უნდო გაირიცხოს. ასევე სტუდენტ მადონა გვალიას სტიპენდია უკანონოდ ეძლეოდა - აცხადებს ჩვენებაში კაკო ტოლიაშვილი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტუდენტ გვალიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, ისე რომ გვალიას საჩივარი თავისსავე საწინააღმდეგოდ შეუტრიალდა.

კიდევ ერთი გარემობა, რითაც გათავისუფლებული თანამშრომლები რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ედავებიან: უმაღლეს სასწავლებლებში რეფორმები 2006 წლის ბოლომდე უნდა დამთავრებულიყო. ცხინვალის უნივერსიტეტში კი რექტორი ჯერ კიდევ არ აურჩევიათ.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები