კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოტყუებული მუშები სამართალს ითხოვენ (ნაწილი II)

13 მარტი, 2007

gza2b.gif

მუშები ამბობენ, რომ კომპანიამ მათ მხოლოდ ერთი წლის სახელფასო დავალიანების დაფარვა შესთავაზა და ისიც განახევრებული ოდენობით. დაზარალებულები აღნიშნულ წინადადებას არ დათანხმდნენ.

იგივეს ვკითხულობთ მათ მიერ საქართველოს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენეტში ჯერ კიდევ 2005 წელს გაგზავნილ წერილში: „გვითხრეს, ერთი წლის თანხის ნახევარს მოგცემთ, ოღონდ, უწყისს, რომ ერთი წლის თანხა მიიღეთ, ხელი უნდა მოაწერეთო. ჩვენ ამ უკანონობაზე არ წავედით... გთხოვთ, განიხილოთ ჩვენი ერთობლივი საჩივარი და აღიძრას სს საქმე საქართევლოს გზების სამშენებლო კომპანიის მიმართ.“

თუ ვალს არ აღირებენ, მაშ 100 000 ლარს რატომ სთავაზობდნენ მუშებს?“ - კითხულობს მათი ადვოკატი.

რაც შეეხება არსებულ კანონმდებლობას, საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლში ვკითხულობთ: „რეორგანიზებული საწარმოს ან ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს მისი უფლებამონაცვლე ამ მუხლის დადგენილი წესით. რამდენიმე საწარმოს შერწყმისას თითოეულის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება შერწყმის შედეგად შექმნილი საწარმო.“

„მეწარმეთა შესახებ კანონის“ 14 მუხლით კი: „საზოგადოება, რომელმაც ძველი საზოგადოება მიიერთა, ან ახლად შექმნილი საზოგადოებაა, წარმოადგენენ ადრინდელი საზოგადოების უფლებამონაცვლეს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მუშები კომპანიაში მუშაობას აგრძელებდნენ. კითხვას, რატომ მუშაობდით კომპანიაში, თუ ხელფასს არ გიხდიდნენ, ყოფილ დირექტორსა და მუშა-მოსამსახურეებს ერთნაირი პასუხი აქვთ. „ხალხი იმ იმედით მუშაობდა, რომ მდგომარეობა გამოსწორდებოდა. უფროსებს იცნობდნენ და ურთიერთობა ჰქონდათ. ადრეც რაღაც კავშირები ჰქონდათ მათთან, არასდროს არაფერი დაკარგვიათ და იმედი ჰქონდათ, რომ არც ამ შემთხვევაში დაეკარგებოდათ. მუშებს შეუთანხმდნენ, რომ  ძველ და ახალ დავალიანებას ერთად გადაუხდიდნენ. ყველანი ამ იმედით ვმუშაობდით,“ - გვითხრა ყოფილმა დირექტორმა დოღონაძემ.

მუშების კომენტარი კი ასეთია: „სხვა შემოსავალი არ გვქონდა და იმ იმედით, რომ დღეს თუ ხვალ დავალიანებას დაგვიფარავდნენ, მუშაობას ვაგრძელებდით. ჩვენთვის ის 100 ლარიც რაღაცას ნიშნავდა. 2002 წელს კი გაცილებით რთული პერიოდი იყო, ვიდრე დღეს. ფული ძალიან ჭირდა“. 

დაზარალებულებმა სამართალი რომ ვერსად იპოვეს, 2005 წლის 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს. სარჩელში აღწერილია ის დეტალები, რასაც დაზარალებულები „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტთან ყვებიან და თავიანთი დავალიანების დაფარვას ითხოვენ. საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა და გადაწყვეტილებაც გამოიტანა. სარჩელი დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

განჩინებაში ნათვამია, რომ მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და აღნიშნა, რომ მართალია შპს „საქართველოს გზების სამშენებლო კომპანია“ წარმოადგენს „ვირაჟი-ს“ სამართალმემკვიდრეს, მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი, რომ მას სახელფასო დავალიანების გადახდა დაეკისროსო. აქედან გამომდინარე, სასამართლოს 2006 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეები შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხე ორგანიზაციასთან, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება კონკრეტული მოთხოვნილი თანხის უტყუარობა.“

აღნიშნული გადაწყვეტილება მუშა-მოსამსახურეებმა 2006 წლის 17 მარტს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეს ანუ შპს „საქართველოს გზების სამშენებლი კომპანიას“ ხელფასის უწყისები წარმოედგინა. სასამართლომ კი მოპასუხეს სიტყვიერად დაავალა ამის გაკეთება, თუმცა ეს მოთხოვნა არ შესრულდა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა და მოსარჩელეთა მოთხოვნა არც ამჯერად დაკმაყოფილდა.

სარჩელის დაუკმაყოფილებლობის მიზეზების გასარკვევად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტი  სააპელაციო სასამართლოს დაუკავშირდა. განმარტება კი სპიკერმა მოსამართლემ თამარ ზამბახიძემ მოგვცა. მისი თქმით: „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრობითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებმა ვერ დაამტკიცეს 2002-2003 წლებში შპს „ვირაჟში“ მუშაობისა და მათ მიმართ სახელმწიფო დავალიენების არსებობის ფაქტი.“    

(ნაწილი III) http://www.humanrights.ge/geo/articles.php?id=644  

ეკა გულუა

ახალი ამბები