კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდენტების აქცია ზუგდიდის გაეროს ოფისთან

14 მარტი, 2007

afxasiab.gif

გუშინ სტუდენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა ერთიანი საქართველოსათვის” წევრებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. სტუდენტები გაეროს თხოვნით მიმართავენ ორგანიზაციამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს 1 მარტს სოფელ შამგონაში დაკავებული სამი სტუდენტის ლევან ღაჭავას, ივერია ყორშიას და კობა რიგვავას გათავისუფლებაში. შეგახსენებთ, ახალგაზრდები აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სპეცსამსახურებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც ახალგაზრდები ქართველ თანატოლებთან შესახვედრად სოფელ შამგონაში, ენგურს გამოღმა გადმოვიდნენ. 

„აფხაზეთში დაკავებული ახალგაზრდები პატრიოტები არიან, ჩვენ შევიკრიბეთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინ და ვთხოვთ მათ ჩაერთონ ამ პრობლემის მოგვარებაში. ჩვენ მათი ყურადღება გვჭირდება... ჩვენი მეგობრები აფხაზეთში დღეს უკანონოდ არიან დაკავებულნი, ჩვენ შორის არ არსებობს საზღვარი, რომლის გადალახვისთვისაც ისინი უკანონოდ დააპატიმრეს,” - ამბობს აქციების აქტივისტი, სტუდენტი დათო ჭითანავა.

დღევანდელ აქციას წინ შვიდდღიანი შიმშილობის აქცია უსწრებდა, ხუთი სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის შენობაში მთელი კვირა შიმშილობდა, თუმცა პროტესტის ამგვარ ფორმას როგორც უკვე ყოფილი მოშიმშილეები ამბობენ, არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

გოგა სამუშია ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც მეგობრების გათავისუფლების მოთხოვნით უნივერსიტეტის შენობაში მთელი კვირა იშიმშილა. თუმცა. როგორც დღეს ამბობს სრულიად ამაოდ; „ჩვენ ვწყვეტთ შიმშილობას, იმიტომ რომ ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყვა, ჩვენს შიმშილობას არც გაერო და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები არ გამოხმაურებიან. ჩვენი მოთხოვნა ისევ დაუკმაყოფილებელი რჩება. დღეიდან ჩვენ სხვა ხერხს, სხვა მეთოდს მივმართავთ. გავმართავთ ფართო მასშტაბიან აქციებს,” - ამბობს გიორგი სამუშია. მისივე თქმით სტუდენტები იმედგაცრუიებულნი არიან, რაც მათდამი უყურადღებობამ გამოიწვია.

შიმშილობისას სტუდენტებს ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი შეხვდა. მან სტუდენტებს შიმშილობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, სტუდენტების თავგანწირვა დასაფასებელია, თუმცა, წუხს, რომ ახალგაზრდები აფხაზური მხარის წინააღმდეგ შიმშილობენ.  „მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ახლგაზრდებს, ეს არის მათი გულწრფელი, გულახდილი ქცევა. რაც მე მაწუხებს ისაა, რომ ისინი შიმშილობენ აფხაზური მხარის წინააღმდეგ, რომლებსაც სულ არ ადარდებთ ქართველების ჯანმრთელობა. ეს მათზე არ მოქმედებს. ეს აქციები მიმართული უნდა იყოს იმ ძალის მიმართ, ვისზეც შენ გავლენა გაქვს, ვინც შენზე დავალებულია ანუ შენივე ხელისუფლების მიმართ. ჩვენი ახალგაზრდების შიმშილობა იქნება მხოლოდ მათი ჯანმრთელობისთვის საზიანო, მე მათ ვთხოვე, როგორც უფროსმა მეგობარმა, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის დაზიანებისაგან. მათი ჯანმრთელობა პირველ რიგში მათ ჭირდებათ და მერე ჩვენ გვჭირდება. მხოლოდ ღირსეულ ადამიანს შეუძლია შიმშილობა, ასეთი ღირსეული ახალგაზრდები მომავალშიც გვჭირდება,” - მბობს პაატა ზაქარეიშვილი.

სტუდენტებმა ზაქარეიშვილის რჩევა გაითვალისწინეს და პროტესტის სხვა ზომებს მიმართეს. თუმცა სტუდენტებმა დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერც გაეროს წარმომადგენლობისგან მიიღეს.

სტუდენტ ანა ქოჩუას თქმით, გაეროს წარმომადგენლებმა მათი კითხვები სოხუმის ოფისს გადაუმისამართეს. გაეროს ზუგდიდი ოფისის წარმომადგენლებმა მედიასთან ურთიერთობას თავი აარიდა და მის კითხვებს დუმილით უპასუხა.

სტუდენტების განცხადებით, ახალგაზრდების გათავისუფლების მოთხოვნით აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ აფხაზები დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, კი სტუდენტების გათავისუფლებას არჩევნებამდე არ უნდა ველოდეთ, რადგანაც ეს ბაღაფშს პროქართულ ნაბიჯად ჩაეთვლება, რაც წინასაარჩევნოდ მისთვის წამგებიანი ნაბიჯი, მისი ოპონენტებისთვის კი მომგებიანი იქნება.

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები