კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოტყუებული მუშები სამართალს ითხოვენ (დასასრული)

15 მარტი, 2007

gza3b.gif

ის, რომ აღნიშნული 135 ადამიანი „ვირაჟ“-ში ნამდვილად მუშაობდა, საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით დაადასტურა. სააპელაციო სასამართლო კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. დაზარალებულებს ვერ გაუგიათ, რომელი სასამართლო ცდება და რომლის გადაწყვეტილებას უნდა დაეყრდნონ.    
 
ის, რომ აღნიშნული ადამიანები „ვირაჟში“ ნამდვილად მუშაობენ, ამას კომპანისს ერთ-ერთი ყოფილი დირექტორი ზურაბ დოღონაძეც ადასტურებს. ამის ნათელი მაგალითი ისაა, რომ  ზოგი მათგანი დღესაც მუშაობს ამ კომპანიის სამართალმემკვიდრესთან. 

დაზარალებულები არც ბოლო სასამართლოს გადაწყვეტილებას დასჯერდნენ და 2006 წლის 31 ოქტომბერს საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. მოსამართლე სულხანიშვილის განჩინებით საქმის განხილვა მხარეთა დაუსწრებლად დაინიშნა, რასაც მომჩივანები ეწინააღმდეგებიან. მათ დასახმარებლად სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართეს. „ამ შემთხვევაში ვერ მოხდება საქმის ობიექტურად განხილვა და სასამართლო ვერ აღიქვავს დავის სიმწვავეს. არ შეიძლება, მუშას წაართვა ხელფასი. მუშებს არაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ  ეძებონ სხვა - არაკანონიერი გზები თავიანთი ხელფასის დავალაინების ასანაზღაურებლად. ეს არის ადმინისტრაციისთვის ტექნიკის ან სხვა ფასულობის წართმევა,“ - ვკითხულობთ სახალხო დამცველთან გაგზავნილ წერილში.

პარალელურად, 2006 წლის 20 დეკემბერს დაზარალებლი მხარის ადვოკატი მიტროფანე სტურუა წერილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე სულხანიშვილსაც უგზავნის და არწმუნებს, რომ სასამართლო პროცესზე  მხარეების დასწრება აუცილებელია. 21 დეკემბერს კი პასუხს ღებულობს: „მოსამართლე 2006 წლის 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე შვეულებაში იმყოფება. აქედან გამომდინარე, თქვენი განცხადება მოსამართლეს შვებულებლიდან დაბრუნების შემდეგ გადაეცემა“.

იმის გარკვევა, თუ აღნიშნული საქმე ზეპირი მოსმენით რატომ განიხილება,  „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ სცადა. როგორც უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ნანა ვასაძემ გვითხრა: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. ამ შემთხვევაში, მოსამართლეს კანონი ანიჭებს უფლებას, თუ საქმე განსაკუთრებული სირთულით არ გამოირჩევა საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვიტოს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ საკასაციო სასამართლო საქმის მხოლოდ სამართლებრივ საფუძვლებს განიხილავს, ხოლო ამისთვის მხარეთა მოწვევა ხშირად საჭიროებას არ წარმოადგენს.“

ამ ყველაფრის შემდეგ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეეცადა მოპასუხის ანუ შპს „გზების სამშენებლო კომპანიის“ პოზიცია მოესმინა. დაახლოებით ერთ თვე დაგვჭირდა იმისთვის, რომ  კომპანიის ხელმძღვანელობისთვის მიგვეკვლია, თუმცა საბოლოოდ, გაურკვეველი მიზეზებით შეხვედრა არ შედგა.  

კომპანიის ოფისს არაერთხელ დავუკავშირდით. კონკრეტულმა ადამიანმა, რომელმაც არც სახელი გაამხილა და არც გვარი, მითხრა, რომ კომპანიის ბუჰღალტერი იყო. როცა ავუხსენი რა საკითხზეც ვრეკავდი, მითხრა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა და აღნიშნა, რომ იმ ეტაპისთვის სამსახურში მის მეტი არავინ იყო და არც არავის პირადი ტელეფონის ნომერი გაამხილა. ამის მიუხედავად, საკუთარი კოორდინატები დავუტოვე და ვთხოვე ამ საკითხზე ან ადვოკატი ან სხვა პასუხისმგებელი პირი დამკავშირებოდა.

მეორე დღესაც დავუკავშირდი, თუმცა იგივე ადამიანმა ანალოგიური პასუხი გასცა. ასე გაგრძელდა ერთი კვირის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ კი ტელეფონს სხვა ადამიანმა უპასუხა. მანაც თავი წარმომიდგინა, როგორც ბუჰღალტერი, თუმცა არა ის, ვიცას რამდენჯერმე ვესაუბრე. მას ხელახლა ავუხსენი რა საკითხიც მაინტერესებდა და კომპანიის დირექტორ გიორგი როგავასთან გადამამისამართა. როგორც იქნა, ბატონ როგავას დავუკავშირდი. ავუხსენი რა საკითხიც მაინტერესებდა. რამდენიმე სატელეფონო საუბრის შემდეგ შეხვედრაზე დამთანხმდა და შეხვედრის დრო და ადგილიც დავნიშნეთ. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე დამიკავშირდა და მითხრა, გარკვეული პრობლემები მაქვს და მოსვლას ვერ შევძლებო. მას შემდეგ მას პირად ტელეფონზე არაერთხელ დავუკავშირდი, თუმცა უშედეგოდ. 

ამის შემდეგ ვეცადე კომპანიის სხვა წარმომადგენელს დავკავშირებოდი. მუშებმა მითხრეს, რომ მათ ამჟამად უშუალო კავშირი ერთ-ერთ  დირექტორ კობა ლეკვეიშვილთან ჰქონდათ. მისი პირადი ტელეფონიც  შევიტყვე და დავურეკე. მან მითხრა, ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვსო. ასევე აღნიშნა, რომ მას არანაირი დავალიანება არა აქვს და ვინ რას ედავება, არ ესმის.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულ საქმეზე კომპანიის პოზიციები ვერ მოვისმინე. 

ამის შემდეგ კი ფინანსურ პოლიციას დავუკავშირდი, რომლის  დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ განყოფილებას მუშებმა ჯერ კიდევ 2 წლის წინ მიმართეს. საქმის გამომძიებელი კი დავით ჭეიშვილი გახლავთ.

უწყებაში განმიმარტეს, რომ საქმე ძიებაშია და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერაფერს იტყვიან. არადა, როგორც მუშები აცხადებენ, გზები დაგებულია, შედეგი სახეზეა, დაზარალებულები არსებობენ და ამ საქმეს ამდენი გამოსაძიებელი არაფერი აქვს. მათივე ინფორმაციით, საქმის ძიება სულ სხვა მიმართულებით მიდის და არა იმ კუთხით რაზეც არსებული მასალები მიუთითებს. ანუ, მათი განმარტებით ძიება სულ სხვა პირის საქმიანობას იძიებს და არა კონკრეტულად „ვირაჟისა“ და შპს „საქართველოს გზების სამშენებლო კომპანიის“ ურთიერთობას. თუკი უახლოეს მომავალში სიამრთლე არ გაირკვევა, მუშები აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი რჩებათ  - იმ ტექნიკით, რითაც გზებს აგებდნენ ქუჩაში გამოვლენ და თავადვე გადათხრიან გზებს.

ეკა გულუა

 

ახალი ამბები