კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საკრებულოს წევრები სხვადასხვა თანამდებობებს უკანონოდ იკავებენ

20 მარტი, 2007

sakreb.gif

გორის საკრებულოში დიდი არეულობა იწყება. უახლოეს დღეებში რესპუბლიკური პარტია საკრებულოს თავმჯდომარეს იმ დეპუტატების შავ სიას აუფრიალებს, რომლებიც პარალელურად სხვა თანამდებობებს უკანონოდ ითავსებენ.

რამდენიმე ხნის წინ ,,ადამიანის უფლება ცენტრის“ გორის ოფისის ჟურნალისტი წერდა, რომ საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარის მარლენ ნადირაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონო ტარებისთვის და გამოყენებისთვისაა აღძრული. აღნიშნული იარაღით, რესტორან ,,გუდაბერტყიაში“ სროლა მოხდა, რომლის მასრებიც გამოძიებამ ადგილიდან  ამოიღო.

ყოფილი პარლამენტარის ბადრი ნანეტაშვილის მიმართ ნადირაძის მუქარის ფაქტზე დიდი ხანია გამოძიება მიმდინარეობს.

რაც შეეხება დანარჩენ საკრებულოს წევრებს, რესპუბლიკელი შალვა ტლაშაძე ამბობს, რომ ,თვითმმართველობის კანონის მიხედვით, იმ ორგანიზაციებს, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, დაუშვებელია იმავდროულად საკრებულოს წევრი ხელმძღვანელობდეს. „გორის სატყეო დეპარტამენტი რაიონის ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარით ფინანსდება. მისი დირექტორია საკრებულოს დეპუტატი მალხაზ კაკაშვილი. რეალურად გამოდის, რომ მალხაზ კაკაშვილი თავის თავს აფინანსებს და ასევე თავის თავს უწევს მონიტორინიგს,“  - აცხადებს შალვა ტლაშაძე.

ჩვენთან საუბარში მალხაზ კაკაშვილი ირწმუნება, რომ მის შემთხვევაში, თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუთავსებლობას ადგილი არა აქვს. თუმცა, იქვე დასძენს, რომ თუკი მისი მხრიდან თანამდებობრივ უფლებამოსილების შეუთავსებლობას აქვს ადგილი, მაშინ დეპუტატის მანდატის მოხსნის პრობლემას ვერ ხედავს.

საკრებულოს აპარატის უფროსის თამარ მურალოვას თქმით, პრეტენზიები უსაფუძვლოა. ,,გორის სატყეო დეპარტამენტი ჯერჯერობით უშუალოდ არ არის საკრებულოს დაქვემდებარებული. ამდენად გამორიცხულია, რომ მალხაზ კაკაშვილი უფლებამოსილებას უკანონოდ ითავსებს. ვნახოთ, ამ საკითხზე ალბათ საკრებულოში ვიმსჯელებთ,“ - განმარტა თამარ მურალოვამ.

რესპუბლიკელები ძევერის მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარე პროცესებსაც ადევნებენ თვალყურს. ძევერის საკრებულოში თამარ მურალოვამ უფლებამოსილება მოიხსნა, რადგან იგი საკრებულოს აპარატის უფროსად გადაიყვანეს. ჩვენი ინფორმაციით, ადგილმონაცვლე გია ხოხაშვილიც და მეორე ადგილმონაცვლე მამუკა ლომსაძეც საკრებულოში შესვლაზე უარს აცხადებენ. დეპუტატის გარეშეა დარჩენილი მთლიანად ძევერის მაჟრიტარული ოლქი, სადაც რამდენიმე სოფელი შედის.

თამარ მურალოვა აცხადებს, რომ ხოხაშვილმაც და ლომსაძემაც საკრებულოში შესვლაზე უარი საკუთარი სურვილით განაცხადეს. ,,მართალია, ეს სოფლები დეპუტატების გარეშე დარჩა, მაგრამ მე ამ სოფლებს არანაირ ყურადღებას არ მოვაკლებ,“ - გვპირდება აპარატის უფროსი. რესპუბლიკური პარტიის წევრი შალვა ტლაშაძე აცხადებს, რომ გაუგებარია თუ რა ფორმით უხელმძღვანელებს აპარატის უფროსი სოფელს, მაშინ როდესაც მას საკრებულოს სხდომაზე საკითხის დაყანების უფლებაც კი არ აქვს.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები