კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზღვრებზე იდენტიფიკაციის ახალი სისტემა დამონტაჟდა

26 მარტი, 2007

aeroportb.gifმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (მსო) აშშ-ს დაფინანსებით საქართველოს საზღვრებზე უსაფრთხოების ახალი სისტემა (პირსი) დაამონტაჟა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები პასპორტების გაყალბებას ვერ შეძლებენ, სხვისი პასპორტით ვერ ისარგებლებენ. არალეგალური მიგრაცია, ადამიანებით ვაჭრობა და ორგანიზებული დანაშაული კი დაუფიქსირებელი არ დარჩება.  
 
როგორც მსო-ში აცხადებენ, სისტემა სასაზღვრო პოლიციას გაუადვილებს ყალბი დოკუმენტების გამოვლენას, ქვეყანაში შესვლისა და გასვლის მონაცემების შენახვას.
ახალი სისტემის შესახებ უფრო კონკრეტლად „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მსო-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტი გოდერძი ლაცოშვილი ესაუბრა.

- ბატონო გოდერძი, რას ითვალისწინებს პიროვნების იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემა და რომელ საბაჟო პუნქტებზე დამონტაჟდა ის?  
გ.ლ. რაც შეეხება პროექტს, ის დაფინანსებულია აშშ-ს საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის საბაჟო და საზღვრის დაცვის ბიუროს მიერ. ეს არის მონაცემთა რეგისტრაციის სისტემა, რომელიც არეგისტრირებს საზღვარზე გასულ პირებს. სისტემა დამონტაჟდა „წითელი ხიდის“ საბაჟოზე, თბილისის ახალ აეროპორტში, ბათუმისა და ფოთის პორტებში, სარფის საბაჟოზე. სადახლოს საბაჟოზე კი ამ კვირაში გაკეთდება.

ეს არის პროგრამულ-აპარატურული კომპლექსი, რომელიც პასპორტის ავტომატურ წამკითხევლს შეიცავს. მას შეუძლია როგორს სურათის სკანირება, ისე ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში შეყვანა. აგრეთვე, საბუთების ულტრა-წითელ და ულტრა-იისფერ სხივებზე დათვალიერების საშუალებას იძლევა, რაც შესაძლებელს ხდის შემოწმდეს ხომ არ არის დარღვეული ან გაყალბებული პასპორტის დამცავი ნიშნები. ამის შემდეგ ხდება საპასპორტო ინფორმაციის სურათთან ერთად შენახვა. როდესაც ადამიანი საზღვარს მეორედ გადაკვეთს, პასპორტის მიხედვით, მის შესახებ არსებული ინფორმაციები ეკრანზე ავტომატურად გამოჩნდება. ოპერატორს კი საშუალება ექნება, შეადაროს ეს ისევ ის პასპორტია,  რომლითაც ერთხელ უკვე გადაკვეთა საზღვარი თუ არა. ინფორმაციის ავტომატური შეყვანის წყალობით რეგისტრაციის სიჩქარეც იზრდება.  

- ანუ, კონტროლი იგივენაირად მოხდება, რაც უცხოეთში დიდი ხანია არსებობს - საზღვრის ერთხელ გადაკვეთის შემთხვევაში პიროვნების შესახებ ყველა ინფორმაცია სპეციალურ ქსელში ინახება? 

გ.ლ. დიახ. გარდა ამისა, დოკუმენტაციის გაყალბება თავიდან იქნება აცილებული. მაგალითად, თუ ამ პასპორტში  სხვა პირი საკუთარ სურათს ჩააკრავს და მის გამოყენებას შეეცდება (რაც ადრე ხშირად ხდებოდა), ვერ მოახერხებს. სპეციალური ქსელის მეშვეობით კომპიუტერი ამას აუცილებლად აღმოაჩენს. საზღვარზე პირის შემოწმებისას მისი პატარა სურათი ფიქსირდება და მის საბუთებს მიჰყვება. ანუ, კონკრეტულ მომენტში პიროვნება როგორ გამოიყურება. თუ მან  საზღვარი ხუთჯერ გადაკვეთა, ფიქსირდება, ხუთივე გადაკვეთისას რომელი პასპორტით და რა სურათათ გადაკვეთა საზღვარი.

- დღეს ქვეყანაში მიგრანტთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. აღნიშნული სისტემა მათ შესახებ ზუსტი მონაცემების არსებობას გულისხმობს?

გ.ლ. აღნიშნულ სისტემაში არსებობს გარკვეული ანგარიშებისა და ანალიზის სისტემა, რომელიც საზღვარზე გასული ყველა პირის შესახებ მომენტალური ინფორმაციის მოძიების საშუალებას იძლევა. ეს კი, ბუნებრივია, მიგრაციის ზუსტი სურათის დასადგენად საუკეთესო საშუალება იქნება. ასევე შესაძლებელი იქნება, იმის დადგენა, ყველაზე ხშირად რომელი ქვეყნებიდან შემოდიან მგზავრები.

- საზღვარზე დღემდე არ ხდებოდა იმის დაფიქსირება, ქვეყანაში შემოსული პირი ხომ არ არის დეპორტირებული. ახალი სისტემა აღნიშნული მიმართულებითაც მუშაობს?

გ.ლ. სისტემაში ჩადებულია სხვადასხვა კლასიფიკაცია. მათ შორის ერთ-ერთი არის დეპორტაცია. საჭიროების შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლება ინფორმაციების ამოღება, რამდენი პიროვნება იყო დეპორტირებული და რა მიზეზებით. იგივე ეხება ძებნილებსაც. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ძებნილების შესახებ ინფორმაციის გადაცემა მაქსიმალური სისწრაფით მოხდეს.

- არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ადამიანები სხვისი დოკუმენტებით კვეთდნენ საზღვარს.. მათი დაფიქსირება კი ყოველთვის ვერ ხერხდება.  სისტემა მსგავს შემთხვევებს როგორ აკონტროლებს?  
გ.ლ. თუ პასპორტზე სხვა გვარ-სახელი წერია, საზღვარზე ბიომეტრიის შედარება არ ხდება. გათვალისწინებული იყო სურათით ამოცნობა, თუმცა ეს არაეფექტური აღმოჩნდა. მესაზღვრეს შეუძლია, პიროვნება პასპორტს ვიზუალურად შეადაროს. სურათის შედარებას კომპიუტერი არ ახდენს. ამისი საშუალება მხოლოდ კონტროლიორს აქვს. თუ ეს პასპორტი მონაცემთა ბაზაში ადრე შესული იყო,
შესაძლებელია დადგინდეს, პიროვნება ნამდვილად ის არის თუ არა, ვინც
ამ პასპორტით ერთხელ უკვე ისარგებლა.

- ასევე, არსებობს პრაქტიკა, როდესაც ადამიანები საზღვარგარეთ მოკლევადიანი ტურებით გადიოდნენ სამოგზაუროდ, უკან კი არ ბრუნდებოდნენ და  მხოლოდ პასპორტებს აგზავნიდნენ, სადაც ურტყამდნენ ბეჭედს, რომ ისინი ქვეყანაში დაბრუნდნენ. ამ შემთხვევაში რა მოხდება?

გ.ლ. საზღვარზე პიროვნების გატარების შემთხვევაში პასპორტში შესაბამისი ბეჭედი ერტყმება და გარდა ამისა, ის კომპიუტერშიც ფიქსირდება. თუ პასპორტში ჩარტყმულია შტამპი, მაგრამ რეგისტრაცია კომპიუტერში არ არის გავლილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ქვეყანაში არ შემოსულა. ამ შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება იმის დადგენა, რომ ეს შტამპი ყალბია.

- ვინც პასპორტში ბეჭედს ჩაარტყამს, ხომ შეულია, რეგისტრაცია კიმპიუტერშიც გაატაროს?

გ.ლ. გამორიცხულია. ვისაც კომპიუტერში გარკვეული მონაცემები შეჰყავს, ყველას საკუთარი პაროლი აქვს და ფიქსირდება კომპიუტერში მონაცემები ვინ შეიტანა. გაყალბებაზე არავინ წავა,

ეკა გულუა

ახალი ამბები