კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვისია წყალი? (დასასრული)

29 მარტი, 2007

waterb.gif

რეალობის გასარკვევად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს მცხეთა-მთიანეთის მხარეში ვასილ მაღლაფერიძეს დაუკაშირდა (გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. სტილის დაცვით).

ჟურნალისტი: ბატონო ვასილ, თუ გახსოვთ „ცხრა წყაროზე“ გაცემული ლიცენზია გუდაურში წყლის მოპოვებასთან დაკავშირებით და შემდეგ არსებული დაპირისპირება?  

ვასილ მაღლაფერიძე:  როგორც მახსოვს, ამ საქმეს პროკურატურა იძიებდა.

 -საქმეში არსებობს თქვენი წერილი მინისტრთან, რომ სეთურიძემ ლიცენზია დოკუმენტების გაყალბებით მიიღო. რა სიყალბეს გულისხმობდით?

ვ.მ: გაყალბება ის იყო, რომ შუამდგომლობის დოკუმენტზე ქილიკაშვილის ხელმოწერა არ იყო.

- ანუ, გამგებლის ხელმოწერა იყო გაუქმებული?

ვ.მ: ხო, რაღაც ეგეთი იყო.
- სხვა კიდევ იყო რამე დარღვევა?

ბ.მ. სეთურიძეს ნებართვა რომ მისცეს, ეს გარკვეული დარღვევებით მოხდა. როგორც გამგეობა მეუბნებოდა, მათ ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ. მათ გარეშე წავიდა ეს ამბავი სამინისტროში. 

 - როგორს სეთურიძე ამბობს, აქ იყო გარკვეული ფინანსური ინტერესები. კერძოდ, საუბარია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა წილში ჩასმაზე.

ვ.მ. პირიქით, ლიცენზია გავუუქმეთ და მასთან წილში როგორ უნდა ჩავმჯდარიყავი?

 - საუბარია იმ პერიოდზე, სანამ ლიცენზია გაუქმდებოდა?

ვ.მ. ძალაინ კარგია, თუ ამას ამბობს. ვისთანაც გარიგებაში მიდიოდა იმასთან ერთად მოუწევს პასუხისგება. ლიცენზიას რომ იღებდა უკანონოდ, შეიძლება ვიღაცას რაღაცას ურიგდებოდა. თუ ამბობს, რომ გარიგება იყო, თქვას, ვისთან ერთად იყო ეს გარიგება. 

- მაგალითად, თქვენთან ხომ არ ყოფილა მსგავს თემაზე საუბარი?

ვ.მ. რა, ჩემთან ერთად იყო გარიგებაში? რისგან უნდა მომეთხოვა წილი?

- იმ ბიზნესიდან, რაც წყლის მოპოვებას გულისხმობს.

ვ.მ. ეს ბიზნესი არ იყო. რასაც ის აკეთებდა, იყო მაიმუნობა. არაფრის გაკეთებას ის არ აპირებდა. თუ ამბობს, რომ ვიღასაცთან რიგდებოდა, უნდა თქვას და ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ.

- თუ დოკუმენტები გაყალბებული იყო, მაშინ, ამ ადამიანმა ლიცენზია რატომ მიიღო?

ვ.მ. ვერ გეტყვით.  როგორს მახსოვს, ამ ადამიანთან გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ გუდაურში სასტუმროებს. მას უნდოდა, რომ ამ წყაროს დაპატრონებოდა და მისთვის ეხადათ ფული. ანუ, სასტუმროები და მოსახლეობა რომ წყალს მოიხმარდა, მისთვის ეხადათ ფული. ის ბიუჯეტზე კი არა, საკუთარ ჯიბეზე ზრუნავდა. ისე არ ხდება, რომ ვიღაც მივიდეს და წყალს დაეპატრონოს. წყლის მიწოდება რომ დაიწყო, მთელ სისტემას უნდა ფლობდე. წარმოიდგინეთ, მე რომ სადმე, სოფლის თავში ლიცენზია ავიღო წყაროზე და ვინც მას მოიხმარს, ყველამ ფული მიხადოს. აი, ასეთი სისტემა უნდოდა მას.“


იმის გასარკვევად, ნამდვილად გაყალბებული იყო თუ არა გამგებლის ხელმოწერა, თავად გოგი ქილიკშვილს  დავუკავშირდით.    

- ბატონო გოგი, თქვენ გაუწიეთ შუამდგომლობა სეთურიძეს სამინისტროში? 

გოგი ქირიკაშვილი: არა... მაგათ მოგვატყუეს. მე მშენებლობაზე გავუწიე შუამდგომლიბა და მან მერე რაღაც შეცვალა. მე მითხრა, რომ წყალსადენი უნდა გავაკეთოო.

-როგორ, იმ დოკუმენტში, სადაც თქვენი ხელმოწერაა, ვკითხულობთ, რომ საუბარია წყლის მოსაპოვებლად ლიცენზიის აღებაზე და არა რამე მშენებლობაზე?

გ.ქ. მე ხელი არ მომიწერია. ჩემს მაგივრად ჩემმა მოადგილემ პაატა ჩქარეულმა მოაწერა. მერე მე მივწერე გარემოს დაცვას, რომ ჩემო ხელმოწერა არ იყო და გაეუქმებინათ.
- თქვენს მოადგილეს დოკუმენტის გაყალბებისთვის პასუხი არ მოსთხოვეთ?

გ.ქ. აღარ არის გამგეობაში და რა უნდა მოვთხოვო. ისიც  მოატყუეს თუ რა მოხდა, არ ვიცი.“
  
ამის შემდეგ კი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მივმართეთ. მართალია, ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის თავმჯდომარე შეიცვალა, თუმცა, კითხვებზე პასუხი ახალმა უფროსმა დავით მაჭავარიანმა გაგვცა. კითხვაზე, თუ დოკუმენტები გაყალბებული იყო, მეწარმემ ლიცენზია როგორ მიიღო, მან ასე გვიპასუხა: „თავის დროზე, ალბათ, ამისი გადამოწმების საშუალება არ იყო. შემდეგ კი გამგეობიდან გაირკვა, რომ ეს იყო გაყალბებული. ანუ, ჩვენ ხომ ვერ ვსწავლობთ ყველა მოსულ პირს, ჩვენ მათი კანონიერი ნდობა გვაქვს, თუ შემდეგ არ გაირკვა რაიმე ისეთი დეტალი. აქაც ზუსტად ასე იყო. გამგეობამ მოგვწერა წერილი და გვითხრა, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის უფლებამოსილი, ვინაიდან, ეს იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.“

- ლიცენზიების გაცემა ასე მარტივად ხომ არ ხდება?

დ.მ. მარტივად რას ნიშნავს? გამგეობიდან მოსული იყო წერილი, რომელსაც ხელს აწერდა პირველი მოადგილე. ამის შემდეგ, გამგეობიდან გვითხრეს, რომ ამ დროს გამგებელი ასრულებდა მოვალეობას და მისი პირველი მოადგილე უფლებამოსილი არ იყო, ხელი მოეწერა ასეთი დოკუმენტისთვის. ამან გამოიწვია ის, რომ ეს არ იყო კანონიერი დოკუმენტი და ჩვენ ის გავაუქმეთ.

- კანონმდებლობის მიხედვით, ლიცენზიების გაცემისას შუამდგომლობა საჭირო რომ არ არის?

დ.მ. კანონი ითვალისწინებს მიწის მესაკუთრის თანხმობას, მიწის მესაკუთრე ამ შემთხვევაში არის ადგილობრივი ხელისუფლება.

- ამ საკითხთან ფარულ გარიგებებზე ხომ არაფერი გსმენიათ? 

დ.მ. ასეთ რამეებს ის ყველგან აცხადებს, მაგრამ წარმოდგენა არა მაქვს, რა გარიგებაზეა საუბარი. ყველაფერი შეიძლება ადამიანმა განაცხადოს, მაგრამ მთავარია, რამდენად რეალურია ის.“

როგორც რესპონდენტმა აღნიშნა, მას შეტყობინება არ მიუღია, რომ ამ ეტაპზე საქმე უზენაეს სასამართლოშია და შესაბამისად მომავალი პროცესის შესახებ არაფერი იცის. სეთურიძე კი დათმობას არ აპირებს და სიმართლის გასარკვევად ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოშიც კი აპირებს ჩივილს.  

ეკა გულუა

ახალი ამბები