კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცრუ დაპირება და მოტყუებული პერსონალი

11 აპრილი, 2007

bagzeb.gifადიგენის მუნიციპალიტეტი დაპირებას არ ასრულებს, სკოლამდელი დაწესებულებების მომსახურე პერსონალს სამთვიანი მუშაობა არ აუნაზღაურდებათ.  (ფოტოზე ადიგენის საბავშვო ბაღის გამგე თინა ქომეთიანი)

საბავშვო ბაღების ირგვლივ ატეხილი ბუმი არა და არ ცხრება. 2006 წლის ოქტომბრიდან ხელისუფლების მიერ ლიკვიდირებული სკოლამდელი დაწესებულებები, ხელისუფლებისაგან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მუშაობას მაინც განაგრძობდა.

სწორედ მსგავსი სიტუაცია იყო ადიგენის რაიონში: საბავშვო ბაღს მუშაობა ერთი დღითაც არ შეუწყვეტია.

,,თითქმის ყოველ დღე დავდიოდი გამგეობაში, მეუბნებოდნენ იმუშავეთ და ხელფასებს მიიღებთო. ახლა კი გვითხრეს, რა ხელფას მოგცემდნენ, როდესაც ლიკვიდირებულად გამოგახცადეთ, მუშაობა უნდა შეგეწყვიტათო,”-გვეუბნება დაბა ადიგენის საბავშვო ბაღის გამგე თინა ქომეთიანი.

იანვარის, თებერვლისა და მარტის ხელფასს ადიგენის მუნიციპალიტეტი არ აფინანსებს.

,,არარსებული დაწესებულების დაფინასებას ვერანაირად ვერ შევძლებდით,“ - აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჩილინგარაშვილი.

,,30 წლიანი მუშაობა წყალში ჩამიყარეს. ამდენი ხანი მატარეს, მპირდებოდნენ. ბოლოს კი არ გეკუთვნით დავალიანების დაფარვაო განმიცხადეს,” - აღშფოთებას ვერ მალავს თინა ქომეთიანი.

დიდი დავის შემდეგ ადიგენის გამგეობამ ბიუჯეტში საბავშვო ბაღების თანხაც ჩასვა. თუმცა . . . 
 
,,ბაღს უამრავი გადასახადი აქვს, შუქის, წყლის... ახლა სკამზეც კი გადასახადი დააწესეს. თითო სკამზე 25 თეთრი. 28 ბავშვი ხომ მყავს და 28 გაამრავლე ახლა 25 – ზე, ანუ  თვეში შვიდი ლარის გადახდა მიწევს და გეკითხებით რისთვის? ცალკე ვითომ არაფერია, მაგრამ ყველა გადასახდი, რომ შევკრიბოთ საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის ბაღისთვის,” - ამბობს თინა ქომეთიანი.
 
,,მშობელებმა ასე განმიცხადეს ჩვენ არ გვინდა ყოველდღე წყალში ჩაყრილი მაკარონითა და ერთი კარტოფილით ვკვებოთ ჩვენი შვილები და ამიტომ მზად ვართ ექვს ლარზე მეტი გადავიხადოთო. მუნიციპალიტეტმა კი მკაცრად დაადგინა  გადასახადი ექვს ლარს არ უნდა აცდესო,” - ამბობს თინა ქომეთიანი.

,,ჩვენ თითო ბავშვზე თვეში 25 ლარი გამოვყავით. ეს ნამდვილად საკმარისია,“ - ასეთია მუნიციპალიტეტის გამგებლის პასუხი.

,,ექვსი ლარი მშობლებისაგან მიიღეთო. 25 ლარს ჩარიცხავს გამგეობა. 31 ლარი გამოდის ხომ? ჰოდა, ჩემო ბატონო ეს 31 ლარი მთელი თვის განმავლობაში უნდა გავაწვდინო მოზარდის სრულფასოვან კვებას და გადავიხადო ხელფასებიცა და ყველა გადასახადი?“ - აღშფოთებულია თინა ქომეთიანი. 

საბავშვო ბაღის გამგეც ამჟამად თავს დაუცველად გრძნობს და როგორც თავად აცხადებს შიშით ცხოვრობს. 

,,როდესაც ვმუშაობდით და გვეუბნებოდნენ არ დახუროთ ბაღებიო, გადასახადი დავაწესეთ. მაშინდელი აკრეფილი თანხა, შვიდასი ლარი, ყოველდღე ჩანთით დამაქვს, მეშინია, უფლებამოსილების გადამეტებისთვის ვიღაც არ შემედავოს. ახლა ეს თანხა მშობლებს უკან უნდა დავუბრუნო, მაგრამ ბაღის საკვებისთვის  მაღაზიებში არსებულ ვალებს ვინ გადამიხდის, არ ვიცი,” - წუხს ადიგენის საბავშვო ბაღის გამგე თინა ქომეთიანი. 

გულო კოხოძე, ადიგენი

 

ახალი ამბები