კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსწავლეს ცემის შედეგად ტვინის შერყევა განუვითარდა

24 აპრილი, 2007

cemab.gifქალაქ ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში მასწავლებელმა მოსწავლე ისე სცემა, რომ ბავშვს ტვინის შერყევა დაემართა. პედაგოგი სკოლაში მუშაობას დღემდე განაგრძობს.

ეფრემ ეფრეკიანი ახალციხის მესამე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის წარჩინებული მოსწავლეა. ის ამჟამად სკოლაში აღარ დადის, რადგან მხედველობას უჩივის და წერა - კითხვის დროს თავისა და თვალების ტკივილიც აწუხებს. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ,,კლასელმა ჩემი ჩანთა აიღო და გადააგდო, ჩემმა ძმამ კი უკან დამიბრუნა, მასწავლებელმა დამიყვირა, რას დაბოდიალობო და ჩემს ძმას თავში დასცხო,” - ყვება ეფრემის და ანნა ეფრეკიანი.

,,რამდენჯერ ჩამარტყა არ ვიცი. მერე თვალებში დამიბნელდა, სახლში როგორ მიმიყვანეს არ მახსოვს,” - იმ დღეს იხსენებს ეფრემი.

ეფრემის მამა კი იგონებს თუ როგორ მოიყვანეს სკოლიდან მისი შვილი.

,,შუადღე იქნებოდა მანქანა მოვიდა, სადაც სკოლის ორგანიზატორი იჯდა და  დამიძახა, როცა მანქანასთან მივედი დავინახე, უკან ჩემი შვილი იწვა. რა ხდება მეთქი, ვიკითხე. ბავშვებმა იჩხუბეს და ჩანთა მოხვდა თავშიო. მისი წასვლის შემდეგ ანნამ მომიყვა რაც მოხდა,” - ამბობს ეფრემის მამა რუბიკ ეფრემიანი

მშობლებმა ეფრემი ექიმსს იმავე დღეს აჩვენეს.

,,ეფრემ ეფრემიანს ტვინის შერყევა ქონდა, მისი მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო და მშობლებს შევთავაზე საავადმყოფოში დაეწვინათ. დედამ განმიცხადა, რომ საჭირო ნემსებს თავად გაუკეთებდა, ამიტომაც რამდენჯერმე მომიწია ოჯახში ბავშვთან მისვლა. მისი მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარებოდა,“ - გვითხრა ექიმმა მზია კაკოშვილმა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ეფრემი სკოლაში დაბრუნდა, თუმცა, მან გაკვეთილებზე დასწრება ვეღარ შეძლო.

„მხედველობის პრობლემა აქვს. დაფაზე ასოებს ვერ არჩევს. ვერც ხმაურს იტანს, კითხვაც უჭირს. აქამდე საათობით იჯდა და ხატავდა, ახლა კი აღარ შეუძლია. ტელევიზორსაც არ ვაყურებინებთ,” - ამბობს ეფრემის დედა.

,,25 აპრილს პროფესორი ჩიჩუა ჩამოდის ახალციხეში და უნდა ვაჩვენოთ. თუ სერიოზული პრობლემა ექნება, ერევანში წავიყვანთ,“ - აცხადებენ მშობლები.

პედაგოგი ანნამან მინასიანი 23 წლისაა. მან ორი წლის წინ თსუ ჯავახეთის ფილიალში ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და ერთი წელია, მესამე საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობს. მინასიანმა მომხდარი ფაქტი არ უარყო, თუმცა, კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა.

მესამე საჯარო სკოლის დირექტორი რობერტ მურადიანი აცხადებს, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მასწავლებელს საყვედური გამოეცხადა და ერთი თვის ხელფასი დაუკავდა.

როგორც ეფრემის მონათხრობიდან ირკვევა, მისი ცემის ფაქტი პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები