კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტურისტული ცენტრის დირექტორზე შანტაჟი ხორციელდება

1 მაისი, 2007

isb.gifგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის ტურიზმის რეგიონული ცენტრის „ტონთიოს“ დირექტორი მიხეილ ცერცვაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ განცხადებას აკეთებს. ცერცვაძის თქმით, მას გორის მუნიციპალიტეტის იურისტი და სხვადასხვა თანამშრომლები უკავშირდებიან და ტურისტული ცენტრის „ტონთიოს“ შენობის დატოვებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით ემუქრებიან.  (ფოტოზე მიხეილ ცერცვაძე)

საქმე იმაშია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასული წლის აგვისტოში კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს წერილი გაუგზავნა, რომლითაც ითხოვეს ტურისტული ცენტრის „ტონთიოს“ ბაზაზე  მასობრივი სპორტული კომპლექსური სკოლის დაფუძნებას ითხოვდა. გორის რაიონის გამგებლის მოადგილე თამარ ედიშერაშვილი, წერილში აღნიშნავს, რომ  სკოლის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისგან 2006 წლის 22 ნოემბერს მართლაც მოვიდა ბრძანება „ტონთიოს“ ბაზაზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების გორის #101 კომპლექსური სასპორტო სკოლის  დაფუძნების შესახე.

ეს ყველაფერი კი ისე განხორციელდა, რომ „ტონთიოს“ დირექტორისთვის და თანამშრომლებისთვის არავის არაფერი უცნობებია. საკუთარი ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ „ტონთიოს“ თანამშრომლებმა მხოლოდ 17 აპრილს შეიტყვეს და სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

მას შემდეგ, რაც სასპორტო სკოლის ახალი დირექტორის, გიორგი ბებნაძის დანიშვნის ბრძანება  მოვიდა, გორის ახლა უკვე მუნიციპალიტეტის გამგეობამ „ტონთიოს“ დირექტორს მიხეილ ცერცვაძეს შენობის დატოვება მოსთხოვა.

მიხეილ ცერცვაძის თქმით, მან არ იცის იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც პროკურატურით აშინებენ, რადგან პიროვნებები, რომლებიც მას უკავშირდებიან, რა თქმა უნდა ვინაობას არ ამხელენ. „ტონთიოს“ დირქტორის მოადგილემ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ის ნომერი გადასცა, საიდანაც ზარები ხორციელდება. აღნიშნული ნომერი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსს რეზო გოგიაშვილს ეკუთვნის.

რეზო გოგიაშვილი „ადმიანის უფლებათა ცენტრს“ უცხადებს, რომ ის „ტონთიოს“ ხელძღვანელობას მხოლოდ იმის გამო დაუკავშირდა, რომ მათთან შეხვედრა უნდოდა: „ახალი დირექტორი კაბინეტში ვერ შედის, შენობა სასწრაფოდ გადასაბარებელია და იმიტომ დავურეკე,“ - ამბობს გოგიაშვილი.

„ტონთიოს“ ხელძღვანელობამ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროდან მოსული ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, ახალი დირექტორი, პროფილშეცვლილ „ტონთიოს“ 23 აპრილს მაინც დაუნიშნეს.
„ტონთიოს“ დირექტორის განცხადებით გორის მუნიციპალიტეტმა მინისტრი შეცდომაში შეიყვანა: „ამ შენობაში ტურიზმისა და ალპინიზმის მეტი ვერც ერთი სახეობის სპორტი ვერ განვითარდება, რადგან არ არის შესაბამისი დარბაზები. ჩვენ მხოლოდ კომპიუტერები, ტურისტული და ალპინიზმისთვის საჭირო ინვენტარი გვაქვს. ჩვენს ბაზაზე სხვა სპორტის განვითარება წარმოაუდგენელია. აქ ტურისტული ბანაკებისთვის ბავშვებს ვკრებთ და მთებში გავდივართ. ფაქტია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ შენობით არის დაინტერესებული, რომელიც ჩვენ თავის დროზე დანგრეული და გაპარტახებული ჩავიბარეთ, რასაც მიღება ჩაბარების აქტიც ადასტურებს. ჩვენი სახსრებით გაკეთებული შენობა უნდათ წაგვართვან და თან თუ ხმას ამოვიღებთ დაჭერით მემუქრებიან. მე ისიც არ ვიცი, ჩვენს მიერ შეძენილ ინვენტარს სად წაიღებენ, არადა, რაც შენობაში ინვენტარია სულ ჩვენია, რად უნდათ ცარიელი შენობა? ჩვენ ხელფასების გარდა ბიუჯეტიდან 1991  წლიდან  დღემდე არაფერი მიგვიღია, ამასთან დებულებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას ვასრულებთ და რეგიონში ტურიზმისა და ალპინიზმის პოპულარიზაციას ხელს ვუწყობთ. თუ მე არ ვუნდივართ, ისეთი დირექტორი მაინც დანიშნონ, ტურიზმი და ალპინიზმი რომ ეცოდინება და ამდენი ხნის მიღწევებს, წყალში არ გადაყრის,“ - ამბობს მიხეილ ცერცვაძე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გიორგი ბებნაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ უამრავი საქმე აქვს და კომენტარს მაშინ გააკეთებს, როცა მოიცლის.

თეა თედლიაშვილი, გორიდან

ახალი ამბები