04:18, Wednesday, 21.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პრესის თავისუფლების მდგომარეობის ამსახველ მსოფლიო რეიტინგში საქართველო 121-ე ადგილზე აღმოჩნდა

02.05.2007
fh.gifპრესის თავისუფლების მსოფლიო  დღის,  3 მაისის აღნიშვნის წინ, ავტორიტეტულმა  საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House - მა  მსოფლიოში პრესის თავისუფლების მდგომარეობის ამსახველი ტრადიციული ანგარიში „პრესის თავისუფლება 2007: მედიის დამოუკიდებლობის გლობალური მიმოხილვა“,  გამოაქვეყნა.

ამ რეიტინგში საქართველო 121-ე ადგილზე აღმოჩნდა და კვალავაც იმ ქვეყნების რიგშია,  სადაც მედია ნაწილობრივ თავისუფალია. საქართველო 57 ქულით,  წინ უსწრებს კამბოჯას და ჩამორჩება კოლუმბიას.

ამავე დროს, პრესის თავისუფლების მხრივ, საქართველო და  უკრაინა ლიდერები არიან   დსთ-ს  ქვეყნებში. ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველო ცენტრალურ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეიტინგში მე-18 ადგილზე იმყოფება და წინ უსწრებს, სომხეთს, მოლდოვას, ყირგიზეთს, აზერბაიჯანს, რუსეთს (რომელიც მსოფლიო რეიტინგში, 75 ქულით,  165-ე აღმოჩნდა), ყაზახეთს, ტაჯიკეთს, ბელორუსს, უზბეკეთსა და თურქმენეთს. ამ ქვეყნებში პრესა ყველაზე თავისუფალი ესტონეთშია, ეს ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილზეა.

მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში მოხდნენ ფინეთი (9 ქულა), ისლანდია(9), ბელგია(11), დანია(11), ნორვეგია (11), შვედეთი (11), ლუქსემბურგი (12), შვეიცარია (12), ანდორა (13), ნიდერლანდების სამეფო (13). სულ, იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც პრესა მთლიანად თავისუფალია 74-ს შეადგენს.

ამავე დროს, საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ პრესის თავისუფლების   მდგომარეობასთან დაკავშირებით 2006 წელს გამოქვეყნებული მსოფლიო რეიტინგის მიხედვით,  საქართველომ 2005 წელთან  შედარებით, 10 საფეხურით გაიუმჯობესა პოზიცია. 

ამ რეიტინგის მიხედვით,  საქართველოს 2006 წელს 89-ე ადგილი ეკავა,   2005 წელს კი  99-ე საფეხურზე იმყოფებოდა.

როგორც Freedom House ბოლო ანგარიშში აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ   საქართველოს კონსტიტუციით და კანონით „სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ პრესის თავისუფლება გარანტირებულია, საქართველოს ხელისუფლება 2006 წელს მაინც აგრძელებდა  მედიის თავისუფლების  ხელყოფას. მართალია ეს შეზღუდვები პრესაზე პირდაპირ ზეწოლაში იშვიათად გამოიხატებოდა, მაგრამ ვრცელდებოდა ცნობები ცალკეული ჩინოვნიკების მხრიდან  ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და დაშინების მცდელობის შესახებ. ხელისუფლება ჯეროვნად ვერ უზრუნველყოფდა კანონით გარანტირებულ პრესისა და  ინფორმაციის  თავისუფლებას. ანგარიშში ასევე საუბარია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტზე, რომლის პირვანდელი სახით მიღების  შემთხვევაში, საგრძნობლად შეიზღუდებოდა ჟურნალისტთა უფლებები.

Freedom House-ის ანგარიშში  ასევე საუბარია კრიტიკული მასალებისთვის  ჟურნალისტებზე    განხორციელებულ ზეწოლაზე იმ  მედიაფლობელების მხრიდან, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან  დაახლოებულნი. ამ გარემოების გათვალისწინებით  ჟურნალისტები ხშირად მიმართავენ თვითცენზურას. ხელისუფლება განსაკუთრებით შეუწყნარებელია კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ. Freedom House-ს მოჰყავს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის“  მაგალითი,  როდესაც ეს ტელეკომპანია,  2003 წლის რევოლუციურ მოვლენებამდე, ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებდა, შემდეგ კი  ნაკლებად კრიტიკული გახდა, ამასთან, მის ეთერში პოლიტიკური გადაცემების ჩვენება შეწყდა. აქვე აღნიშნულია „რუსთავი 2“-ის  ჟურნალისტების პროტესტიც, რომლებმაც ტელეკომპანია მას შემდეგ დატოვეს, რაც  2006 წელს „რუსთავი 2“-ის ადმინისტრაცია ხელისუფლების კარნახით შეიცვალა. 

Freedom House ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ  ქართული მედიის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის მისი მცირეშემოსავლიანობა და ამიტომ  ის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენისგან ცუდად არის დაცული. აქვე აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ  გამოცემებს რეკლამის მოზიდვაში  ხელს სახელმწიფო მოხელეები უშლიდნენ.

წყარო: Media.ge

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC