კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

2 მაისი, 2007

gazib.gif

პირველი მაისიდან გორის რაიონის მასშტაბით ბუნებრივი აირის ტარიფი 51,3 თეთრით განისაზღვრა. ტარიფის გაზრდასთან ერთად,  გორის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. „გორიგაზში“ აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის გათიშვის მიზეზი აბონენტებისგან ძველი დავალიანების ამოღება და გაზის ტარიფის მომატებაა.

„გორიგაზის“ დირექტორის მოადგილის  თენგიზ ალექსიძის განცახდებით, მოსახლეობის დავალიანება  800 000 ლარს აღწევს. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ   დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში  გაზრდილი ტარიფის გადახდა გაუჭირდება. ხალხი „გორიგაზის“ წამოყენებული მოთხოვნის წინააღმდეგია, რაც უბნებიდან თანხის 90%-იან ამოღებას უკავშირდება და თვლიან, რომ ურჩ გადამხდელთა მიზეზით ისინი არ უნდა დაზარალდნენ.

„ბუნებრივი აირი გაფრთხილების გარეშე გაგვითიშეს. რატომ უნდა დავზარალდე მე, როდესაც გაზის გადასახადს ყოველთვიურად პირნათლად ვიხდი. ჩემი ოჯახი ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული. გასაგებია, რომ ორგანიზაცია მართალია, როდესაც ურჩ გადამხდელებს ბუნებრივ აირს  უჭრის, მაგარამ გათიშვა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. ხალხს ძველი ტარიფის გადახდა უჭირდა და გაზრდილ ტარიფებს როგორ გადაიხდიან, არ ვიცი. ამიტომ გაზი მე, სულ გათიშული უნდა მქონდეს? თუ არ გვაქვს თანხა ვალს ვიღებთ და ისე ვიხდით,“ - ამბობს გორის მაცხოვრებელი ნინო ყარალაშვილი.

„30 - დან 25 აბონენტს თანხა გადახდილი არ აქვს,  ჩვენ 25 აბონენტს ვერ ჩავჭრით. ახლა იმიტომ გავთიშეთ მთელი ქალაქი, რომ ახალი ტარიფი შემოდის და გვინდა მრიცხველების ამდროინდელი მონაცემები ამოვიწეროთ. ჯერ მონაცემებს ამოვწერთ და გაზს შემდეგ მივაწვდით,“ -აცხადებს „გორიგაზის“ დირექტორის მოადგილე თენგიზ ალექსიძე.

„წლის ბოლოს იმდენ თანხას ვერ ვიღებთ, რომ ხარჯები უპრობლემოდ დავფაროთ, ჩვენ  თუ არ გავთიშავთ გაზს, მაშინ მომწოდებელი გათიშავს. ერთი მაცხოვრებელი მოვიდა და გვითხრა, შვილები სიცივეში მეყინებაო, გადასახდელი კი მისივე თქმით, მხოლოდ 5 ლარი ჰქონდა. როგორ დავიჯერო, რომ მთელი ოჯახი 5 ლარით თბება? გამოდის, ის აბონენტი გაზს იპარავს. ჩვენ ახლა მაკონტროლებელ მრიცხველებს დავაყენებთ და შემდეგ ასეთი პრობლემა აღარ იქნება,“ - დასძინა თენგიზ ალექსიძემ.

„გორიგაზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თვმჯდომარე გია გოზალიშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კითხვებმა გააღიზიანა:
„ჩვენ ადამიანები არ ვართ? ჩვენს უფლებებს ვინღა დაიცავს. მოსახლეობა გადასახადს არ იხდის, მომწოდებელი კი გაზს არ გვაძლევს, თუ წინასწარ არ გადავიხდით. გორის მოსახლეობას თითქმის მილიონი ლარი აქვს დავალიანება. ორგანიზაციები კარგად იხდიან, მაგრამ აბონენტები გაზს ძირითადად იპარავენ. საიდან ამოვიღოთ ჩვენ ეს თანხა?  აბონენტთა რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა, ფული კი არ შემოდის,“ - ამბობს გოზალიშვილი.

„გორიგაზის“ ადმინისტრაციის განცხადებით, გორში ყველაზე უკეთესი გადამხდელები სადგურის დასახლებაში არიან, ამიტომ მათ ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ აღუდგება, ქალაქის დანარჩენი მოსახლეობას გაზს როდის ჩაურთავენ, ჯერ უცნობია.

თეა თედლიაშვილი, გორი

 

ახალი ამბები