კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აწყურის მოსახლეობა სახელმწიფოსაგან დახმარებას ითხოვს

4 მაისი, 2007

gulob.gifახალციხის რაიონის სოფელი აწყურის მოსახლოება ძირითადად მესაქონლეობას მისდევს. დღესდღეობით სოფელი პანიკამ მოიცვა - იქ ცხოველებში ცოფის  რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივებს კი უსახსრობის გამო ცოფზე აცრები ვერ გაუკეთებიათ.

ცოფისგან მკვდარი საქონლის რაოდენობაზე ზუსტად ვერავინ საუბრობს, მოსახლოებას სხვადასხვა ციფრები მოჰყავს, თუმცა, ფაქტი ჯიუტია - საქონელი  სოფელში გავრცელებულმა ცოფმა შეიწირა.

,,ცოფით უკვე 15 ძროხა მოკვდა, ასე თუ გაგრძელდა ნელ-ნელა მთელი საქონელი ამოგვიწყდება და მერე რიღათი უნდა ვირჩინოთ თავი, არ ვიცი,” - დარდობს აწყურის მკვიდრი ნონა მარტინენკო.

„ცოფის ორი თუ სამი ფაქტი დაფიქსირდა. საქონელს თავები მოვაჭერით და თბილისში ექსპერტიზაზე გადავგზავნეთ, ცოფის დაფიქსირების შემდეგ დახოცილი საქონელი დავწვით და სპეციალურად ამოთხრილ ორმოში დავმარხეთ,” - საუბრობს  აწყურის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული გელა მუმლაძე.

საქონლის დაღუპვის შემთხვევა დაფიქსირდა ამირან გელაშვილის ოჯახშიც, თუმცა, მან კომანტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

„სამი დღეა, რაც გელაშვილებს საქონელი მოუკვდათ, ხორცი დამარხულია, თავი კი მოვაჭერით და პატრონს ვეუბნებით, რომ თბილისში წაიღოს ექსპერტიზაზე, მისივე ოჯახის სასიკეთოდ, ისინი კი ამბობენ, საშუალება არ გვაქვსო. ჩვენ რომ ეს თავი დავმარხოთ, ექსპერტიზის გარეშე და საქონელს ცოფი ჰქონდეს, ოჯახი დიდი საფრთხის წინაშე დადგება,“  - ამბობს ახალციხის ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგურის მობილური ჯგუფის წევრი ანდრეი გვირჯიშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტი და ვეტერინარული სამსახური სოფელ აწყურში საქონლის აცრას უფასოდ აწარმოებს. აწყურის მოსახლოებას ცხოველებთან ყოველდღიური კონტაქტი აქვთ. უსახსრობის გამო კი ადგილობრივები დიდი პრობლემის წინაშე დგანან.

,,ხშირად მოსახლეობისგან წინააღმდეგობას ვაწყდებით, პირუტყვის დაღუპვის შემთხვევაში, მისი ექსპერტიზაზე გაგზავნა ოჯახის ხარჯებით უნდა მოხდეს, რაც გაჭირვებულ ხალხს არ შეუძლია. ცოფის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კი  ცხოველთან შეხებაში ვინც იყო, ყველა უნდა აიცრას. ეს აცრებიც ფასიანია და ამ თანხის გაღებაც ოჯახს უწევს,“ - ამბობს გელა მუმლაძე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2 აპრილის ბრძანებით, ანტირაბიოლოგიური მომსახურება ფასიანი გახდა. შეღავათები - მხოლოდ 15 წლამდე ასაკის და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანებისთვის არის გათვალისწინებული.

შპს ახალციხის რაისაავადმყოფოში აპრილი-მაისის თვეში ცოფზე სოფელ აწყურის მხოლოდ 37 მოსახლეა აცრილი. საავადმყოფოში ამბობენ, რომ მოსახლეობის უმეტესობას პოლისი აქვს და ვაქცინაციაზე დაწესებული გადასახადის გადახდა არ უწევთ, იმის გამო, რომ სოფლის რამდენიმე მცხოვრებმა აცრის ფული ვერ გადაიხადა, მათ აცრა არ ჩასტარებიათ. ახალციხის საავადმყოფოში ოფიციალური გადასახადი 41 ლარი და 60 თეთრია.

„პირველ აცრაზე ჩვეულებრივად გადავიხადეთ რაც იყო გადასახადი, მეორე და მესამე ვიზიტზე აღარაფერი, მეოთხე აცრაზე რომ ავედით, ოჯახის ყველა წევრზე 30 ლარი მოგვთხოვეს, ვაქცინის ფასი 15 დოლარიაო გვითხრეს, ფული არ გვქონდა და აცრა არ გაგვიკეთებია, ვერც გავიკეთებთ,“ - ამბობს გრიშა მარტინენკო.

შექმნილი სიტუაციის ფონზე, გაჭირვებული მოსახლოება მეტად  შეწუხებულია, რადგან თითოეულს აცრაზე სულ ცოტა ექვსჯერ მოუწევს მისვლა.

მოსახლოეობა ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვს.

გულო კოხოძე, ახალციხიდან

 

 

ახალი ამბები