კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ ერთწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს

4 ივნისი, 2007

zaladobab.gif

ორი დღის წინ კავშირი „საფარის“ ოფისში პროექტის „ოჯახის ძალადობის მსხვერპლთა რეგიონალური ქსელის შექმნის“ ერთწლიანი მუშაობის შედეგის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც კავშირის ხელმძღვანელმა ნატო ზაზაშვილმა აღნიშნა, მათ სამიზნე ჯგუფს ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებმაც ძალადობის სიმძიმე საკუთარ თავზე გამოსცადეს:

„ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ხელი შევუწყოთ ოჯახში ძალადობის პრობლემის წარმოჩენას, ამ პრობლემის შესწავლასა და შემდეგ აღმოფხვრას. ორი ძირითადი მიმართულებით ვმუშაობთ - ერთი მიმართულება უშუალოდ მსხვერპლთან მუშაობაა, რაც მათთვის ფსიქოლოგიურ, სამედიცინო, იურიდიულ და სოციალურ მომსახურებას გულისხმობს და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულება პრევენციული სამუშაოების ჩატარებაა.“

როგორც ნატო ზაზაშვილი აცხადებს, მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ისეთ სერიოზულ პრობლემას, როგორიც ძალადობაა, ვერ დაუპირისპირდება,. ამიტომ, მისი თქმით, აუცილებელია სახელმწიფოსთან და მედიასთან თანამშრომლობაც.

„წლევანდელი პროექტის ფარგლებში რეგიონალური ქსელი შეიქმნა. ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია „ათინათის“ ბაზაზე და კახეთში, კერძოდ კი ნაფარეულში ადგილობრივი სკოლის ბაზაზე, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლობები დავაარსეთ. ისინი აქტიურად ჩაებნენ საქმიანობაში და ამ დროისათვის საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვთ,“ - ამბობს ნატო ზაზაშვილი.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, მათთან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოვლენილი პირები ღებულობენ დახმარებას. საკმაოდ მცირე პროცენტული მაჩვენებელია იმ პიროვნებებისა, რომლებიც შემთხვევით, ქუჩიდან ხვდებიან ორგანიზაციაში.   

წელს ორგანიზაცია „საფარი“, რეგიონალური წარმომადგენლობების ჩათვლით, 150 ადამიანს მოემსახურა. გარდა მსხერპლებთან მუშაობისა, ორგანიზაცია ცდილობს თავად მოძალადეებსაც დაეკონტაქტოს და მათთან მუშაობაც მოახერხოს. ნატო ზაზაშვილის თქმით, ისეთი შემთხვევებიც ფიქსირდება, როდესაც თავად მოძალადე გამოხატავს დახმარების სურვილს, რათა შემდგომ კონტროლი გაუწიოს საკუთარ ქცევებს და ამის შედეგად ოჯახი შეინარჩუნოს.

ორგანიზაციის საკუთარი თავშესაფარიც გააჩნია, რომელიც უკვე 2001 წლიდან არსებობს და რომლის ადგილმდებარეობა განსაკუთრებულად გასაიდუმლოებულია. იქ მუდმივად აფარებენ თავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი: „სამწუხაროდ, თავშესაფარი მხოლოდ ორი ოთახისაგან შედგება და სულ 6 ადამიანის მოთავსება შეგვიძლია. ამიტომ ხშირად გვიწევს მსურველებისათვის უარის თქმა. ჩვენს თავშესაფარში კლიენტები მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში რჩებიან, სადაც მათთან ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ. თუმცა, არის გამონაკლისიც. ჩვენს თავშესაფარში უკვე დიდი ხანია ცხოვრობს სამი შვილის ახალგაზრდა დედა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ვიშვილეთ და მისი მომავალი უკვე დავგეგმეთ კიდეც. რიმა ამჟამად მედდის კურსებს გადის, რომლის დასრულების შემდეგაც ის აუცილებლად მიიღებს მაღალანაზღაურებად სამუშაოს და საკუთარი შვილების წყნეთის სახლიდან წამოყვანასაც შეძლებს.“

გარდა ამ გამონაკლისისა, „საფარი“ კლიენტებთან ინტენსიურად ატარებს არტ-თერაპიებს და სოციალური მუშაკების დახმარებით მათი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენა ხდება, რის შემდეგაც ისინი კონკრეტულ ხელობას ეუფლებიან და საკუთარი შემოსავლის წყარო უჩნდებათ:

„ეს ფაქტი ძალიან ეხმარება ძალადობის მსხვერლს აიმაღლოს საკუთარი თვითშეფასება და მიხვდეს, რომ ამ ქვეყნად მოძალადე ოჯახის წევრის გარდა, საკუთარი თავის იმედიც შეიძლება ჰქონდეს. არ დამავიწყდება ერთ-ერთი კახელი კლიენტის სახე, როდესაც მან საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრების გაყიდვის შემდეგ 200 ლარი აიღო და მიხვდა, რომ თურმე, თვითონაც შეუძლია საკუთარ თავსა და შვილებზე ზრუნვა.“

ნინო თარხნიშვილი

ახალი ამბები