კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ბოდიშის” კამპანია ახალციხეში

7 ივნისი, 2007

kolb.gif

,,ბოდიშის” კამპანიამ ანუ მიმართვა აფხაზი ხალხისადმი,  რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყო გამოძახილი ახალციხის რაიონშიც პოვა. ,,ბოდიშის” კამპანიაზე ამჯერად რეგიონალური მედიისა და  ადგილობრივი  ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ. 

ია გეგეშიძე, ჟურნალისტი – მიმაჩნია, რომ მიმართვას ცოტა პათეთიკური ტონი აქვს. ჩვენ, ადამიანებს, სითბოს განაწილება არ უნდა გვავიწყდებოდეს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბოდიშს ჩვენ ვიხდით, მაგრამ საინტერესოა, ისინი როგორ მიიღებენ ამას.  

ნინო ნარიმანიშვილი, ჟურნალისტი – ზოგადად ბოდიში კეთილშობილური ჟესტია, რატომაც არა მე ვიხდი ბოდიშს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავენი. ბოდიში ორივე მხარეს გვაქვს მოსახდელი. ჩვენ გადავდგათ პირველი ნაბიჯი, იმედია შევძლებთ ყინულის დაძვრას და თანდათან ურთიერთობებიც დათბება. 
   
მაგდა კლდიაშვილი, თსუ მესხეთის ფილიალის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი - მე ვფიქრობ, რომ ცარიელ სიტყვებს და ასეთი ფორმით ბოდიშის მოხდას აზრი არ აქვს. მხოლოდ სიტყვებითა და უიარაღოდ აფხაზეთის დაბრუნება ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება და ეს ქართველებს გათვითცნობიერებული აქვთ. მართალია, ვეთანხმები, რომ ომი ქართველ ხალხთან შეუთნხმებლად დაიწყო და რამდენიმე კაცმა გადაწყვიტა მაშინ ამ ომის დაწყება, მაგრამ ქართველები არ იყვნენ, გამდიდრება რომ დაიწყეს მათ ხარჯზე? არც აფხაზებს გაუკეთებიათ ნაკლები. აფხაზეთის დასაბრუნებლად ეკონომიკური ბერკეტების დახვეწა და ეფექტურად გამოყენებაცაა საჭირო, ამ ყველაფერს ძალაც სჭირდება, ისტორიულად გაიხსენეთ ფაქტი, სადაც ქართველებს უსისხლოდ და უიარაღოდ დაებრუნებინოთ დაკარგული და მიტაცებული ტერიტორია. საჭიროა კარგი პოლიტიკა. ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი არმია. მხოლოდ ბოდიში აფხაზეთს ვერ დაგვიბრუნებს...

მარინა სუდაძე, საქართველოს ახალგაზრდული ცენტრების კავშირის ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი - გავეცანი მიმართვას აფხაზი ხალხისადმი და, რა თქმა უნდა, ვეთანხმები და მიმაჩნია,  რომ ყველა ქართველი და აფხაზისათვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. ვეთანხმები იმასაც, რომ ჩვენ შეგვეძლო აგვეცილებინა თავიდან ომი და ჩვენ მართლა გვაქვს ბოდიში მოსახდელი ყველა იმ აფხაზისთვის, რომელმაც ეს ტკივილი და მწუხარება განიცადეს. მიმაჩნია, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. შერიგება. რა თქმა უნდა, პატიების გზით უნდა მოხდეს და  როდესაც შერიგება პატიების გზით არის დაწყებული, ის უფრო მყარი იქნება.

ვასილ ბერიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე -  თუ ბოდიშის მოხდა იქნება საჭირო, ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ და ყველა მშვიდობიანი ნაბიჯი უნდა გადაიდგეს იმასაკენ, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს აფხაზეთი საქართველოს. ეს არის უბრალო ადამიანის ტკივილი და აფხაზეთში დაბრუნების სურვილი. ჩვენ თუ დადებით ემოციას გამოვხატავთ იქ მცხოვრები ხალხის მიმართ, ეს ძალიან კარგი იქნება.

პაპუნა ხაჩიძე, პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე სამცხე ჯავახეთში - აფხაზებმაც და ქართველებმაც უნდა გაიგონ, რომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენს შორის სხვაობა არ არის.  ბოდიშის მოხდა უნდა შევძლოთ, ალბად მათაც ექნებათ ბოდიში მოსახდელი, მთავარია ერთამენეთი გვიყვარდეს და ასეთი კეთილშობილური ფორმით დაიწყოს ურთიერთობების აღდგენა. 

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები