კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შესაძლოა, ხელფასები 25%-ით შემცირდეს

11 ივნისი, 2007

parlamentib.gif

საქართველოს  მთავრობამ პარლამენტს „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები წარუდგინა. მისი მიხედვით, ორი გადასახადი - საშემოსავლო და  საციალური ერთიანდება. თუ დღემდე დაქირავებული ხელფასიდან სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით 12%-ს იხდიდა, დამქირავებელი კი სოციალური გადასახადის სახით 20%-ს, ცვლილებების შემდეგ, ამ ორი გადასახადის გადამხდელი მხოლოდ დაქირავებული იქნება. ორი გადასახადიხ ჯამი კი 32%-ის ნაცვლად 25% იქნება.   
აღნიშნულ ინიციატივას როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ისე ეკონომიკური ექსპერტები და თავად დასაქმებული მოსახლეობა აპროტესტებს. მათთვის ხელფასიდან 20%-ს ჩამოჭრა კატეგორიულად მიუღებელია.     

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის 167-ე მუხლში ვკითხულობთ: „ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 25 პროცენტით.“

არსებული პროექტის მიუხედავად, მთავრობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ცვლილებით არც დაქირავებული დაზარალდება და არც დამქირავებელი. ასე ფიქრობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე. მისი თქმით: „ეს ინიციატივა აბსოლუტურად მისაღებია. არცერთი მხარე  - არც დაქირავებული და არც დამქიარვებელი არ ზარალდება. თუ თქვენი ხელფასი 100 ლარია, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ხელფასი რეალურად 100  კი არა 120 ლარია.  20 ლარი არის სოციალური გადასახადი, რომელიც მიბმულია თქვენს ხელფასზე და რომელსაც დამქირავებელი იხდიდა. ამ ცვლილებით, 120 ლარიდან აიღებთ 90 ლარს, რადან თუ ადრე ეს  გადასახადი ერთად 32% იყო, ცვლილებებით 25% იქნება. ამით ტვირთი უმსუბუქდება როგორც დაქირავებულს, ისე დამქირავებელს.“

ამგვარი ახსნა გაუგებარია ოპოზიციისთვის და ექსპერტებისთვის.  ოპოზიცია უმრავლესობას ალტერნატიულ წინადადებას სთავაზობს, თუმცა მათ არავინ უსმენს. საპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ისინი წარმოდგენილ ინიციატივას ისე კითხულობენ და ისე ესმით, როგორც ეს კანონპროექტში რეალურად წერია. ზურაბ ტყემალაძისთვის უმრავლესობის ფანტაზიები გაურკვეველია: „დამქირავებლისა და დაქირავებულის საშემოსავლო და სოციალური გადასახადი ერთად 27,67% შეადგენდა. ცვლილებით კი ის 25% ხდება.  ანუ შეღავაღთი არის 1,67% დამქირავებლისთვის, ხოლო დაქირავებულისთვის, რომელიც თავისი დარიცხული ხელფასიდან ბიუჯეტში 12%-ს იხდიდა 25%-ს გადახდა მოუწევს. ვინც ამტკიცებს, რომ დაქირავებულისთვის გადასახადი არ იზრდება, ეს უაზრობაა. საბოლოო ჯამში, ამ ცვლილებით დაქირავებული ზარალდება. მაგალითად, თქვენი 100 ლარიანი ხელფასიდან 12% უხდით სახელმწიფოს. მომავალში 25 ლარი უნდა გადაუხადოთ.  ამ თანხას დამქირავებელი თქვენი ხელფასიდან დაგიკავებთ…“ 

ოპოზიციის ალტერნატიული წინადადება ასეთია - ორი გადასახადი გაერთიანდეს და მათი ჯამი 25% იყოს, თუმცა მისი გადამხდელი მარტო დამქირავებელი კი არა დაქირავებულიც უნდა იყოს. აქედან 15% დამქირავებელმა გადაიხადოს, 10% კი დაქირავებულმა.   

იმის გასარკვევად, რომელ მხარეს უნდა დავუჯეროთ, საკითარი აზრი ექსპერტს ეკონომიკური საკითხებში - გია ხუხაშვილს ვკითხეთ.  მისი განმარტებით, ამ საკითხის გაგებას 2 კლასის განათლება არ ეყოფა.

გია ხუხაშვილი: „ამ შემთხვევაში, ოპოზიცია პროფესიონალურ ენაზე საუბრობს. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლების საკმაოდ მაღალი რანგის პირები  აბსოლუტურად არაპროფესიონალის ენაზე საუბრობენ - მაგალითად, გიგა ბოკერია: უკეთესი იქნება, მან ეკონომიკურ საკითხებზე საუბარს თავი დაანებოს. არ არის აუცილებელი, ყველამ ყველა საკითხზე აკეთოს კომენტარები. რეალურად, გასაგებია, რომ მთლიანობაში გადასახადების თანხა არ იზრდება, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ გადასახადის გადამხდელი ერთი პირია ანუ დასაქმებული, ბუნებრივია, რომ ის ზარალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში,  უნდა არსებობდეს დამსაქმებლის კეთილი ნება და მან ხელფასი გაზარდოს. არსებობს კანონი, არსებობს კითხვის კულტურა და შეუძლიათ, კანონი წაიკითხონ და სწორად გაიგონ, თუმცა მხოლოდ ლოგიკით და 2 კლასის განათლებით ამაზე საუბარი არ შეიძლება. საჭიროა უფრო მეტი პროფესიონალიზმი.“     

ოპოზიცია კანონპროექტისთვის მხარის დაჭერას არ აპირებს, თუმცა მათი კვოტებიდან გამომდინარე, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.      

გასულ კვირას, ამ თემაზე პარლამენტში კამათი შედგა. ოპოზიცია მისი ვარიანტის გათვალისწინებას ითხოვდა, უმრავლესობა კი ამტკიცებდა, რომ ეს მიუღებელია და დაბეჯითებით ხსნიდა, რომ დაქირავებულები არ დაზარალდებიან. პარლამენტი ამ თემაზე მსჯელობას მომავალ კვირას გააგრძელეს. არსებული ცვლილებების მისაღებად კი პარლამენტმა ცვლილებები სამი მოსმენით უნდა მიიღოს.

ეკა გულუა

ახალი ამბები