კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქტიფედი - „კაიფის“ იაფი საშუალება

13 ივნისი, 2007

aktifedbb.gif

გორში უკვე მწვავე პრობლემად იქცა ერთი შეხედვით უსაფრთხო წამალი - აქტიფედი. ბავშვისთვის განკუთვნილ, ამოსახველებელ საშუალებას, ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებლებმა ახალი დანიშნულება მოუძებნეს. აქტიფედს  „მარგანცოვკაში“ და რუსულ ასპირინში გარევის შემდეგ დანიშნულება ეცვლება. 

აქტიფედის დამახინჯებული გზით მომხმარებლებს გონების დაქვეითება და სიგიჟის სიმპტომები აღენიშნებათ. გორში აქტიფედის „კაიფით“ უკვე რამდენიმე ახალგაზრდა დაავადდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ბიუროსთვის  ცნობილია, რომ აღნიშნული მედიკამენტით  5 ახალგაზრდა დაიღუპა. აქტიფედის მომხმარებელთა უმრავლესობა ფსიქიური აშლილობით გამოირჩევა. მომხმარებლებს საქმეს ის უადვილებთ, რომ აფთიაქებში აღნიშნული მედიკამენტის შეძენა ყოველგვარი რეცეპტის გარეშე მხოლოდ 4,50 ლარად შეიძლება.

ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის გორის ოფისის მძღვანელი ქეთევან ბიძინაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ გორში ოპიუმის ჯგუფის მომხმარებელი დაახლოებით 3000-3500 ადამიანია, ხოლო აქტიფედის მომხმარებლების რაოდენობის დადგენა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.

„გასული წლის ნოემბერში, იმის გასარკვევად თუ რა რაოდენობის ერთგრამიანი შპრიცი იყიდებოდა აფთიაქებში, ჩავატარეთ მონიტორინგი და მივიღეთ საგანგაშო ციფრი 3500. როგორც წესი ერთგრამიან შპრიცებს ოპიუმის ჯგუფის მომხმარებლები იყენებენ. ასეთივე მონიტორინგის ჩატარება  და აქტიფიდის მომხმარებელთა რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან აქტიფედის მომხმარებლები ათგრამიან შპრიცებს იყენებენ, რომლებიც სამედიცინო დანიშნულებითაც მოიხმარება. ჩვენ აღრიცხვაზე 310 ბენეფიციარი გვყავს. მათი უმრავლეობა აქტიფედის მომხმარებელია. თუმცა, სტატისტიკა არასდროს შეესაბამება სინამდვილეს. აქტიფედის ყველაზე ცუდი მხარე ისაა, რომ ნარკოლოგიური შემოწმების დროს, არ ხდება სისხლში აღნიშნული პრეპარატის დაფიქსირება. ქალაქში ამის გამო რამდენიმე სიკვდილის  შემთხვევაც დაფიქსირდა,“ - ამბობს ქეთევან ბიძინაშვილი, რომელიც თავად ტოქსიკოლოგია.

ზიანის შემცირების გორის ოფისმა თვენახევრის წინ აფთიაქებში კიდევ ერთი მონიტორინგი ჩაატარა, მონიტორინგმა აჩვენა, რომ ერთ საათში 70 კოლოფი აქტიფედის რეალიზაცია ხდება.
 
ტოქსიკოლოგის განმარტებით, აქტიფედმა მიჩვევა იცის, მისი მიღების დროს ადამიანს მოზღვავებული ენერგია აქვს:

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვეულებრივად, ნარკომანებს სექსუალური მოთხოვნილება მნიშვნელოვნად უქვეითდებათ, აქტიფედის მომხმარებლებს კი ეს პრობლემა არ აწუხებთ. ამიტომ „საძმო“ (საერთო მოხმარების) შპრიცების გამოყენების შემდეგ, სხვადასხვა ვირუსის გავრცელების საშიშროება ერთიორად იზრდება. აქტიფედის მომხამარებლები მიიჩნევენ, რომ აქტიფედი „კაიფის“ იაფი საშუალებაა, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ წამლის მომხმარებელი დღე-ღამეში მინიმუმ 10-ჯერ მაინც იკეთებენ აღნიშნულ წამალს, ეს „სიამოვნება“ იაფი აღარ გამოდის,“ - მიიჩნევს ბიძინაშვილი.

აქტიფედის მომხმარებლები მკურნალობას თითქმის არ ექვემდებარებიან. ისინი არაადეკვატურად მოქმედებენ.

„ყველაზე რთულ პრეპარატად აქამდე მეტადონი ითვლებოდა, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ის აქტიფედმა ჩაანაცვლა. ამასთანავე, საგანგაშოა ისიც, რომ სკოლის მოსწავლეებისთვისაც  ხელმისაწვდომია ეს  პრეპარატი და ამისი პრეცენდენტები გორში უკვე დაფიქსირდა,“ -აღნიშნავს ბიძინაშვილი.

ქეთევან ბიძინაშვილის თქმით, მათმა ორგანიზაციამ ჯანდაცვის მინისტრთან აქტიფედის რეცეპტით გაყიდვის შესახებ საკითხი დააყენა, თუმცა, ამ მოთხოვნაზე რეაგირება ჯერ არავის მოუხდენია.


თეა თედლიაშვილი, გორი

ახალი ამბები