კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო პროცესები აუდი-ვიდეო ჩაწერის გარეშე

20 ივნისი, 2007

ზუგდიდში მოღვაწე ჟურნალისტები სასამართლო პროცესზე გადაღების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს არ ეთანხმებიან

mikrob.gif

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ შემუშავებულ  საკანონმდებლო ინიციატივას სასმართლო პროცესებზე ვიდეო და აუდიო ჩაწერების აკრძალვის შესახებ, სამეგრელოს ჟურნალისტები ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ მსგავსი აკრძალვა მათ ჟურნალისტურ საქმიანობასა და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებაში ხელს შეუშლის.

რადიო „თავისუფლების“ რეგიონული კორესპონდენტი თეა შონია ამბობს, რომ კანონპროექტი სასამართლო პროცესის გამჭვირვალობას ხელს შეუშლის: „თუ დემოკრატიული და თავისუფალი სასამართლო გვინდა, ვფიქრობ, მედიის დასწრება სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი უნდა იყოს. მე, როგორც ჟურნალისტს, სასამართლო პროცესის არ გაშუქება, დაუშვებლად მიმაჩნია.”

კანონპროექტისადმი უარყოფითადაა განწყობილი, ტელეკომპანია „იმედის“ სამეგრელოს ბიუროს უფროსი გუგა ლაგვილავა: „მსგავსი აკრძალვები ხელს შეგვიშლის ჟურნალისტურ საქმიანობაში. ტელევიზია კადრის გარეშე წარმოუდგენელია, რაც არ უნდა სრული ინფორმაცია გამოიტანოს ჟურნალისტმა სასამართლო პროცესიდან, მის მონათხრობს აუცილებლად უნდა ამყარებდეს კადრობრივი მასალა. არის ასევე მეორე მომენტიც, ეს აუცილებლად უარყოფითად აისახება მედიის სანდოობის ხარისხზე, რადგან ჟურნალისტი ვერ დაამტკიცებს იმას, რასაც ამბობს. ბევრ შემთხვევებში კადრებითაც კი გვიჭირდა სიმართლის დამტკიცება,” - ამბობს გუგა ლაგვილავა. კითხვაზე, თუ რატომ დასჭირდა ხელისუფლებას კანონპროექტის შემუშავება, ლაგვილავა ადამიანის უფლებათა ცენტრს პასუხობს: „მიმაჩნია, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ საზოგადოებამ სასამართლოს მანკიერებანი ვერ შეიტყოს. ყველა პროცესი, რომელიც მე პირადად გამიშუქებია, იყო არაობიექტური. მედიის შეზღუდვით, ხელისუფლება ცდილობს დამალოს სასამართლოს ნაკლოვანებები და ის, რომ სასამართლო არის არა დამოუკიდებელი ინსტიტუტი, არამედ პროკურატურის დანამატი.”

სასამართლო პროცესის გაშუქებისას დაწესებულ შეზღუდვებს ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევენ ადგილობრივ მედია ორგანიზაციებში მომუშავე ჟურნალისტებიც.

რადიო „ათინათის” ჟურნალისტი თამუნა შონია მიიჩნევს, რომ შეზღუდვებისას ჟურნალისტები მასალას ზუსტად და ამომწურავად ვერ გააშუქებენ: „როცა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ჩამწერ საშუალებას ვერ გამოიყენებ, ეს იგივეა, რომ ხელ-პირის დაბანისას, მარტო ცალი ხელი დაიბანო. გამოდის, რომ ამომწურავად და ზუსტად ვერ მოვახერხებთ ამა თუ იმ სასამართლო პროცესის გაშუქებას. ამ მხრივ არც ადრე ვიყავით განებივრებულნი. ვგულისხმობ იმას, რომ ფაქტის მხოლოდ ცალმხრივად გაშუქება გვიწევდა, რადგანაც მოსამართლე ცალკე კომენტარს ჟურნალისტებისთვის არასდროს აკეთებდა. მაგალითად, თითქმის ერთი  თვის განმავლობაში ვესწრებოდი ნორა კვიციანის სასამართლო პროცესს. ამ შემთხვევაში მხოლოდ განსასჯელის ადვოკატები გამოირჩეოდნენ აქტიურობით. პროკურორის და მოსამართლის ნათქვამს კი სასამართლო პროცესზე ვიგებდით. მოსამართლე დარბაზში მყოფი აუდიტორიის გაკონტროლებას „კარგად ართმევდა თავს”, განსაკუთრებით ჩემის სახის მიმიკებზე და გამომეტყველებაზე ჰქონდა რეაქცია, რომელიც ჩემი გარეთ გაძევებით სრულდებოდა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი სანქციების შემოღება კიდევ უფრო მეტად შეუქმნის ჟურნალისტებს პრობლემებს ობიექტურად და სრულად გააშუქონ სასამართლო პროცესები,” - ამბობს თამუნა შონია.

ლაშა გოგილავა, ტელეკომპანია „ოდიში”: „რასაკვირველია, გაშუქების თალსაზრისით, ჩამწერი საშუალებების გამოუყენებლობა ხელს შეგვიშლის. თუ სასამართლო პროცესები სახელმწიფო საიდუმლოებებს ეხებოდა, პროცესები ისედაც დახურული იყო. მაგრამ არსებობს გახმაურებული პროცესები, რომელებიც საზოგადოებას განსაკუთრებით აინტერესებს. მიმაჩნია, რომ ეს შეზღუდვა ხელს შეუწყობს ჟურნალისტებისადმი უნდობლობის სტერეოტიპის ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებას.”

ადამიანის უფლებათა ცენტრის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი, იურისტი ზაზა ქვაცაბაია ამბობს, რომ მსგავსი  კანონის მიღება თანამედროვე ქართული სასამართოს პირობებში მიზანშეუწონელი იქნება: „სასამართლო პროცესებზე ვიდეო და აუდიო ჩაწერების აკრძალვა დღევანდელ საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიმაჩნია, ვინაიდან საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, თუნდაც იმ გახმაურებული პროცესების გათვალისწინებით, თუ რა ხდება სასამართლოში და რომ პროკურტურა მოსამართლის ფუნქციებს ითავსებს, ხოლო მოსამართლეები უბრალოდ ნოტარიუსის როლს ასრულებენ. მართალია ამ კანონით არ ილახება დემოკრატიული ღირებულებები და აღნიშნული  შეზღუდვები დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებშიც მოქმედებს, მაგრამ იმ ქვეყნებში, საქართველოსგან განსხვავებით, სასამართლო არის ნამდვილად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი,” - ამბობს ქვაცაბაია. 

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები