კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქცია ლოზუნგით: „ერთად წამების წინააღმდეგ“

26 ივნისი, 2007

aqciab.gif26 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყენაში, მათ შორის საქართველოში, წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერი საერთაშორისო დღე აღინიშნა. „ერთად წამების წინააღმდეგ“ - ეს არის დევიზი, რომლის ირგვლივაც სხვადასხვა ქვეყნები ერთიანდებიან. თბილისში ამ დევიზით ერთობლივი აქცია ადამიანის უფლებათა და   წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა გამართა. 

აქცია ვერის პარკში დაიწყო, სადაც წამების იარაღები გამოფინეს. შემდგომ ავტოკორტეჟი ქალაქის ქუჩებისკენ დაიძრა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის წინ შეჩერდა. მოგვიანებით კი აქცია სახალხო დამცველის აპარატის შენობის წინ დასრულდა, სადაც სახალხო დამცველის აპარატის მიერ „წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის პრევენციის“ სფეროში გაწეული მუშაობის პრეზენტაცია გაიმართა.

26 ივნისს მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყნები სიმბოლურად  ყოველ წელს აღნიშნავენ. ასეა საქართველოშიც. როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, გასულ წლებდან შედარებით ვითარება ზოგან გაუმჯობესდა, ზოგან - პირიქით. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, თუ რევოლუციის შემდგომ პერიოდს ადრინდელთან შევადარებთ, 2004-2005 წლებში წამების ფაქტების მკვეთრი ზრდა ნამდვილად შეინიშნებოდა: „საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩარევის შემდეგ წინასწარი დაკავების საკნებში  წამების შემთხვევები, ერთგვარად შემცირდა, თუმცა 2005 წლის ბოლოდან სხვა სფეროში მოიმატა, მაგალითად, ციხეებში. გაიხსენეთ ბუნტის დროს ციხეში მომხდარი ამბები.  საერთო ჯამში, თუ წინა მინისტრების დროინდელ ვითარებას დღევანდელს შევადარებთ (იგივე ირაკლი ოქრუაშვილს, როცა ის შს მინისტრი იყო),  შსს-ში წამების შემთხვევები აშკარად შემცირებულია. მეორე მხრივ, არის შემთხვევები, როცა დაკავებისას პატრული ხშირად იყენებს ძალადობას. ანუ, წინასწარი დაკავების ადგილებიდან  წამების შემთხვევებმა ფაქტებმა დაკავებისას გადაინაცვლა.“
 
გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ის უწყებებიც დაასახელეს, რომლებიც ადამაინთა წამების კუთხით ლიდერობდნენ. წელს ასეთ უწყებებად  წინასწარი დაკავების საკნები, სასჯელთაღსრულების დაწესებულებები, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებები (ფსიქიატრიული საავადყოფოები, მოხუცთა და ინვალიდთა სახლები, ბავშვთა სახლები) დასახელდა.

გასულ წლებთან შედარებით სიტუაცია რომ გამოწორებულია, ადასტურებს „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი“-ს წარმომაგენელი ერეკლე ნათაძე. მისი თქმით: „წამების შემთხვევები შემცირებულია, თუმცა მაინც არსებობს და სიტუაცია მაინც მძიმეა. 2003 და 2007 წლებში ჩვენ კვლევა ჩავატარეთ. კვლევის შედაგად, წამების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. თუ ადრე პირველ ადგილზე პოლიცია იყო, დღეს პოლიცია ამ მხრივ თითქმის არ ფიგურირებს და სასჯელთაღსრულებითი დაწესებულებები ლიდერობენ“. 
 
წამების საწინააღმდეგოდ საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ხშირად ღებულობს, თუმცა, როგორც არასამათავრობოები აცხადებენ, მათი ძირითადი ნაწილი არ სრულდება. „სამწუხაროდ, ის რეკომენდაციბი, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცები იძლევიან, არ სრულდება. მაგალითად, გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციის უმეტესობა არ შესრულებულა. ამ რეკომენდაციებში ძირითადი მოთხოვნები წამების ფაქტების გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას ეხება. დაუსჯელობის სინდრომი ერთ-ერთი პრობლემაა. ამაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად,  სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, რომელთანაც  უამრავი კითხვა არსებობს. რეალურად, გირგვლიანი სწორედ წამების მსხვერპლია“,- აცხადებს ნანუაშვილი.

ერეკლე ნათაძის თქმით კი, „არც იმის თქმა შეიძლება, რომ რეკომენდაციებს ვინმე ეწინააღმდეგება, თუმცა შესრულებითაც არ სრულდება“.                

პრობლემაა ისიც, რომ  წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა თუ კომპენსაცია. ამ საკითხს არც კანონმდებლობა არეგულირებს. არც ის არის განსაზღვრული, ვინ ითვლება წამების მსხვერპლად. შარშან საქართველომ წამების საწინააღმდეგო კონვენციის  დამატებითი ოქმის რატიფიკაცია მოახდინა. მის მიხედვით, მთავრობას 22 ივნისამდე კონკრეტული მექანიზმები უნდა შეემუშავებინა და შეექმნა ინსტიტუტი, რომელიც სხვადასხვა დაწესებულების მონიტორინგს განხორციელებდა. როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, ამ მიმართულებით ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა. არადა, მათივე თქმით, რეკომენდაციების სისტემატური შეუსრულებლობა ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს.

„რეკომენდაციების შეუსრულებლობას, რაღაც პერიოდის შემდეგ იგივე შედეგი ექნება, რაც შევარდნაძის რეჟიმს წლების შემდეგ ჰქონდა. ადრე თუ გვიან, ამაზე ხელისუფლებას პასუხი მოეკითხება. მით უმეტეს მაშინ, როცა პრეტენზიები გვაქვს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციაზე. რაც შეეხება წამების დეფინიციას, ის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციით  ფსიქოლოგიური ზეწოლაც წამებად ითვლება. ჩვენთან კი მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური წამება ითვლება წამებად და ისიც მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.    
 

ეკა გულუა

ახალი ამბები