კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გონებაშეზღუდულები შესაძლოა ისევ ციხეში დააბრუნონ

28 ივნისი, 2007

 

gitter.gifფსიქიურად დაავადებული არჩილ სურამელი და ზურაბ ჯანეზაშვილი შესაძლოა ისევ ციხეში დააბრუნონ. ორივე მათგანს გორის რაიონის პროკურორის კახა მურადაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე 6-6 ათასი ლარის გირაო აქვთ შეფარდებული. გირაოს უზრუნველყოფის მიზნით კი ისინი ციხეში მოხვდნენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ აღნიშნული საკითხი რამდენიმე კვირის წინ გააშუქა.

წინასწარი პატიმრობის ვადები 3 ივლისს იწურება. ამბულატორიული ექსპერტიზის პასუხები კი სულ თვენახევრის წინ გახდა ცნობილი. სურამელი და ჯანეზაშვილი 20 დღიან მკურნალობას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლ.სამხარაძის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიულ  განყოფილებაში გადიან.

სტაციონალური მკურნალობის ვადები 27 ივნისს იწურება, განყოფილებამ უნდა დაწეროს დასკვნა, არიან თუ არა აღნიშნული პირები შეურაცხადები.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლ.სამხარაძის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული  განყოფილების უფროსი დავით მაღრაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დასკვნის დასაწერად მათ ორი კვირა აქვთ. თუკი დასკვნა 27 ივნისსვე არ დაიწერება, ფსიქიურად დაავადებულ ახალგაზრდებს ისევ ციხეში გადაიყვანენ.

3 ივლისს წინასწარი პატიმრობის ვადები იწურება. გორის რაიონის პროკურატურაში აცხადებენ, რომ თუ პროკურატურისთვის დასკვნა 27 ივნისს არ გახდება ცნობილი, დაიწერება საბრალდებო დასკვნა და საქმე გორის რაიონულ სასამართლოში გადავა.
 
„საქმე იმაშია, რომ დაკავებულების ფსიქიური მდგომარეობის დადგენას სამართალდამცავებმა 4 თვე მოანდომეს,“ - ამბობს სურამელის ადვოკატი ზაზა სვიანიძე.

პროკურატურა საბრალდებო დასკვნის დაწერას და საქმის მოშორებას ცდილობს. „3 ივნისს წინასწარ პატიმრობის ვადები გადის, 28 ივნისისსთვის უკვე მზად უნდა მქონდეს საბრალდებო დასკვნა, რადგან სასამართლოს წინასწარპატიმრობის ვადის გასვლამდე 5 დღით ადრე უნდა წარვუდგინო. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნა მკურნალობის ვადის ამოწურვისთანავე დაიწერება საქმის დადგენილებით შეწყვეტაზე ვიმსჯელებთ,“ - ამბობს საქმის პროკურორი მარი ლოლაძე.

გორის რაიონის პროკურორის მოადგილის ზურაბ საძაგლიშვილის თქმით. ექსპერტიზის დასკვნა კანონის მიხედვით 27 ივნისს უკვე მზად უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეს დადგენილებით ვერ შეწყვეტენ.

„27 ივნისს გამომძიებელი თბილისში ჩავა და სტაციონალური ექსპერტიზის დასკვნას მოითხოვს, იმ შემთხვევაში თუ დასკვნა მზად არ იქნება, გამომძიებელი ოქმს შეადგენს. ჩვენ კი საბრალდებო დასკვნით მივმართავთ სასამართლოს და საქმე იქ გაგრძელდება, რადგან წინასწარ პატიმრობის ვადებს ვერ დავარღვევთ,“ - ამბობს საძაგლიშვილი.|

სურამელის ადვოკატს მიაჩნია, რომ ექსპერტიზა დაგვიანებით დაინიშნა, ვინაიდან დაკავებულებს გარეგნულადაც ემჩნევათ, რომ გონებაშეზღუდულები არიან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები 3 მარტს დააკავეს, ამბოლატორიული ექსპერტიზა მათ მხოლოდ 5 აპრილს დაუნიშნეს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 667 მუხლის თანახმად : „თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა ან შეურაცხადმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა, სასამართლო (მოსამართლე) გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით აუქმებს ადრე არჩეულ აღკვეთის ღონისძიებას.“

ორივე დაკავებული, სურამელიც და ჯანეზაშვილიც, ფსიქიური აშლილობის გამო, რამდენიმე წელია პენსიას იღებენ. ეს საკმარისია, იმისთვის, რომ პროკურატურას ამბულატორიული ექსპერტიზა ერთი თვის შემდეგ კი არა, მანამდე დაენიშნა და წინასწარ პატიმრობისთვის განკუთვნილი ვადები (ოთხი თვე) სრულად არ გამოეყენებინა.

პროკურატურას ალბათ არ სურს თვითონვე შეწყვიტოს საქმე ფსიქიურად დაავადებულების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც 6-6 ათასი ლარის გირაო მოითხოვეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით კი თავი ციხეში უკრეს. აღკვეთის ეს ნორმა პროკურორმა კახა მურადაშვილმა მოითხოვა, რომელმაც საქმის გახმაურების შემდეგ, ფსიქურად დაავადებულების საქმე სტაჟიორ პროკურორს, მარი ლოლაძეს გადააბარა.

თეა თედლიაშვილი, გორი

ახალი ამბები