კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელი უფლისციხე კვლავ ეპიდემიის საფრთხის წინაშეა

30 ივნისი, 2007

UPLISCIXE.gifგორის რაიონის სოფელ უფლისციხის მოსახლეობა კვლავ ეპიდემიის საფრთხის წინაშეა. ეპიდემიის საშიშროებას სოფელში არსებული მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა ქმნის. ზაფხულის დადგომასთან და გადაუღებელი წვიმების შედეგად ფეკალური მასა წყლით გავსებული საკანალიზაციო ჭებიდან კვლავ ამოდის და მოსახლეობის ეზოებში და ჭებში ჩადის.

სოფელ უფლისციხეში 10 კომუნალური საცხოვრებელი კორპუსი დგას, რომლებსაც ერთიანი საკანალიზაციო სისტემა გააჩნია. ეს სისტემა მოშლილია, რომლის შეკეთების საშუალება მოსახლეობას არ გააჩნია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა" განგაში შარშან ატეხა. მაშინ იქ მაცხოვრებელი ბავშვების 60% ნაწლავური დაავადებებით დაავადდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შარშანვე შეჰპირდნენ, რომ მომდევნო წლისთვის ბიუჯეტიდან ამ პრობლემის გადასაჭრელად თანხა გამოიყოფოდა, თუმცა, ამ საკითხის მოსაგვარებლად წლევანდელ ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ არის გათვალისწინებული.

მოსახლეობა შველას ითხოვს.

,,აღარ შეგვიძლია... ზედაპირზე ამოსული მასა ჩვენს ეზოებსა და სასმელი წყლის ჭებში ჩადის. სიცხეში აუტანელი სუნი დგას სახლში თუ გარეთ. ორი წელია ხელისუფლების წარმომადგენლები გვპირდებიან დახმარებას, მაგრამ დღემდე არავინ ჩანს,“ - ამბობს მზია კურდღელაშვილი.

,,შარშან, ისევ თქვენი წყალობით ამ პრობლემამ საზოგადოების ყურამდე მიაღწია. ჩამოვიდნენ ჯანდაცვის ცენტრიდან. იყვნენ გამგეობიდან და გუბერნიიდანაც და დახმარებას შეგვპირდნენ. ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა (საუბარია ჯანდაცვის ცენტრის უფროსის ია ბერიანიძის შესახებ) აქეთ დაგვიწყო ჩხუბი, განგაში რომ არ აგეტეხათ, ისე ვერ მოგხედავთითო?! ეხლაც თქვენი შეწუხება მიწევს. შიშით სტუმარი ვერ მიგვიღია სახლში. შინ და გარეთ აუტანელი სუნი დგას. ჩემს შვილს შარშან ნაწლავური დაავადება შეხვდა და თბილისში ვუმკურნალეთ. ანალოგიური მდგომარეობაა დღესაც,“ - წუხს რეზო ყრუაშვილი.

ოთარ სტეფანიშვილი ამბობს, რომ გუბერნატორის და გამგებლის სახელზე წერილების გაგზავნით დაიღალნენ: ,,როცა რაიონის გამგებელს და გუბერნატორს წერილობით მივმართეთ, მოგვწერეს, წელს თანხები არა გვაქვს და მომავალ წელს დავიწყებთ შეკეთებასო. მაგრამ უშედეგოდ. ორ კვირაში კი საღებავები გამოგვიგზავნეს, ჭიშკრები, კედლები და ღობეები ,,გაკრასკეთო“. წინა მხარე გალამაზდა, მაგრამ შენობების უკანა მხარე  სიბინძურეს მიაქვს,“ -აცხადებს სტეფანიშვილი.

საბა წიწიკაშვილი, გორიდან

ახალი ამბები