კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ქუთაისელი” დევნილები არ ნებდებიან

5 ივლისი, 2007

devnilebib.gif

ქუთაისში მცხოვრებ დევნილებსა და ადგილობრივ სამართალდამცავებს შორის ჯერ კიდევ თვეების წინ დაწყებული ხმამაღალი შელაპარაკება ხელჩართულ ბრძოლასა და მოგვიანებით, უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებაში გადაიზარდა. დავის საგანი კვლავ სასტუმრო “ქუთაისში” დევნილთა ყოფნა-არყოფნის საკითხი გახდა. სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, რომლის თანახმადაც, სასტუმროს მფლობელ ფირმას უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა, “ინტერინვესტის” წარმომადგენლები იქ მცხოვრებლებს გასახლებას მაინც აიძულებენ.

რამდენიმე დღის წინ სასტუმროს მფლობელი შპს "ინტერინვესტის" წარმომადგენლებმა შენობის შეფუთვა და წინა სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება სცადეს, რასაც დევნილების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

“გასულ კვირას მოვიდნენ და კატეგორიულად გამოგვიცხადეს, ხუთ დღეში დაგვეტოვებინა იქაურობა. ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა, რომ სამართალი ჩვენს მხარეზეა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ინტერინვესტს” აეკრძალა ჩვენზე ზეწოლა, თუმცა, ისინი თავისას მაინც არ იშლიან და ცდილობენ წყობილებიდან გამოგვიყვანონ,” - აცხადებენ სასტუმროში მცხოვრები დევნილები.

მათი წინააღმდეგობა და სამართალდამცავებთან დაპირისპირება აფხაზი ქალბატონის ვერა სალიას დაპატიმრებით დასრულდა. 70 წლის დევნილს ხუთ დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, რასაც დევნილთა მასობრივი საპროტესტო აქცია მოჰყვა.

“ჩვენ არ დავნებდებით. გვსურდა მშვიდობიანი გზით მიგვეღო თანხა, რომლითაც ერთ კუთხეში დავსახლდებოდით და იქიდან აღარავინ გაგვყრიდა. მათ კი, ომი და დავიდარაბა სურთ. კი, ბატონო. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს,” - აცხადებს დევნილთა კომიტეტის თავმჯდომარე შოთა მილორავა.  

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 10 ივნისის გადაწყვეტილებით, დევნილთა საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატას გადაეცა.

დევნილთა ადვოკატი მურმან ქამადაძე: “ცუდია, რომ ეს საქმე თბილისის სასამართლოს გადასაწყვეტი გახდა. საკითხი ბოლომდე ქუთაისის სასამართლოს უნდა განეხილა, რადგან ქონება სასტუმროს სახით ქუთაისშია და არა თბილისში. თანაც მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქმე ჯერ ისევ ქუთაისის სასამართლოში დევს და არც არავინ იცის, იქ როდემდე იქნება.”

სასტუმრო “ქუთაისში~”მცხოვრებთა ბედი თბილისის სასამართლომ სავარაუდოდ, აგვისტოში უნდა გადაწყვიტოს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ როგორც დევნილებს, ისე შპს “ინტერინვესტის” წარმომადგენლებს წინ საკმაოდ ცხელი ზაფხული ელით.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან 

ახალი ამბები