კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურამ შარაძის პოლიტიკური მკვლელობის 3 ვერსია (პირველი ნაწილი)

9 ივლისი, 2007

 ჟურნალისტური მოკვლევა

sharadze.gif20 ივლისს ცნობილი პოლიტიკოსის, აკადემიკოსის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, გურამ შარაძის მკვლელობიდან 2 თვე სრულდება. თუმცა, მისი ოჯახის წევრები დღემდე არავის დაუკითხავს. მისი ადვოკატი კი იგნორირებულია და გამოძიების პროცესში ვერ მონაწილეობს. ოჯახი სამართალდამცველებთან არ თანამშრომლობს და ობიექტური გამოძიების იმედი არა აქვს. შარაძეების ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ გურამ შარაძის მკვლელობა იმ კატეგორიის დანაშაულებს მიემატება, რასაც გახსნილი, მაგრამ რეალურად გაუხსნელი საქმეები ჰქვია.  

გურამ შარაძე 20 მაისს, დღისით, შანიძისა და მელიქიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობიდან დაახლოებით ერთ საათში პატრულმა ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი დააკავა. ბარათელმა თავდაპირველად დანაშაული აღიარა, შემდეგ უარყო. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ძალოვანებმა საქმე გახსნილად გამოაცხადეს. მოკლულის ოჯახს კი ბარათელის დაკავებისთანავე სერიოზული ეჭვები გაუჩნდა. 

პირველადი ინფორმაციით (რაც სამართალდამცველებმა ბარათელის დაკავების შემდეგ გაავრცელეს), შარაძის მკვლელობის მოტივად ანგარიშსწორაბა დასახელდა. ბარათელს შარაძეები კარგად იცნობდნენ, რადგან მას პარტონობდნენ და ეხმარებოდნენ. სამართალდამცველების ინფორმაციით, შურისძიების მოტივი გურამ შარაძის შვილი გიორგი შარაძე გახდა, რომელმაც თითქოს ბარათელი საზღვარგარეთ სამუშაოდ წაიყვანა და ფული არ გადაუხადა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შარაძეების ოჯახი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას აზრი არ ჰქონდა, რადგან ისინი ცილისწამებას ეწეოდნენ. ამ ეტაპისთვის საქმის ძიების შესახებ არც ოჯახმა და არც  ადვოკატმა არაფერი იცის. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმესთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ ხმაურდება.
    
“ადამიანის უფლებათა ცენტრი” შეეცადა შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია შეეგროვებინა.

სამართალდამცველების მხრიდან ყველა ინფორმაცია დახურულია.
ოჯახის წევრებმა და ახლოებლებმა არაფერი იციან გარდა მისა, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა. ყველა რესპოდენტი, რომელსაც ამ საკითხზე ვესაუბრეთ, პოლიტიკურ მკვლელობაზე საუბრობს და მკვლელობის რამდენიმე მიზეზსაც ასახელებს. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები მკვლელობის რამდენიმე მოტივზე საუბრობენ და ისეთ დეტალებს ეხებიან, რომელიც შესაძლოა, გამოძიებისთვის საინტერესო აღმოჩნდეს. 

გურამ შარაძის ქალიშვილის, რუსუდან შარაძის თქმით, აღნიშნული პოლიტიკური მკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლების საკითხია, რომელიც დღის წესრიგში სწორედ მამის მკვლელობის შემდეგ დადგა.

რუსდან შარაძე: “სამართალდამცავები თვალით არ მინახავს. ეს იყო პოლიტიკურო მკვლელობა. მიზეზი კი სხვადასხვაა. ერთი თვეც არ იყო გასული გურამ შარაძის პოლიტიკური მკვლელობიდან, რომ უკვე წამოიწია მაჰმადიანი მესხების საქართველოში ჩამოსახლების საკითხი. ეს იყო ბოლო წვეთი მისი ანგარიშსწორების. მე არ ვამბობ, რომ მამა მარტო ამიტომ მოკლეს. მამა 1995-99 წლის პარლამენტში მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ. უშუალოდ მისი პროფილი იყო მაჰმადიანი-მესხების საქართველოში ჩამოსახლება და დღეს თუ ისინი არ არიან ჩამოსახლებულები, მამას დამსახურებაა. გურამ შარაძეს აჰყვებოდა მთელი საქართველო და ის დოკუმენტურად დაადასტურებდა და ჰქონდა კიდეც მასალები, რომ ე.წ. მაჰმადიან-მესხებს ქართველებთან და მესხებთან არანაირი კავშირი არა აქვთ, ისინი არიან თურქები! მამა სულ ამბობდა, რომ დიდი თურქობა მონაგონი იქნება, რადგან ესენი არიან შუა აზიაში ქართველების ზიზღით გაზრდილი თურქები, რომლებიც კეთილი სურვილებით არ მოდიან საქართველოში. ისინი ღიად აცხადებენ, რომ საქართველოში კი არ ბრუნდებიან, არამედ, ბრუნდებიან თავიანთ ისტორიულ სამშობლოში _ ახალციხის საფაშოში, და რომ უნდათ თავიანთი მეჩეთები, სკოლები, პრესა და საბოლოოდ, თურქეთთან მიერთება.”
 
გურამ შარაძის პოლიტიკური მკვლელობის კიდევ ერთი მიზეზად საფრანგეთის ლევილის მამული სახელდება. მართალია, ამ ეტაპისთვის მისი გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, როგორც რუსუდან შარაძე აცხადებს, მაჰმადიანი-მესხების საკითხის მსგავსად, ეს თემაც მალე აქტუალური გახდება: “ველოდები, რომ ეს საკითხიც აუცილებლად წამოიწევს. გურამ შარაძე ამ თემას აუცილებლად შეაკვდებოდა და არაფრით დათმობდა იმას, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. მან მთელი ცხოვრება ემიგრაციას და იმ განძეულობის სამშობლოში დაბრუნებას დაუთმო, რომელიც პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ 1921 წელს საზღვარგარეთ გაიტანა. საეკლესიო განძეულობა ექვთიმე თაყაიშვილმა დაუბრუნა საქართველოს, ხოლო მთავრობის არქივი, რომელიც ათეულობით ტონას მოიცავს, გურამ შარაძემ. პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ, ზემოაღნიშნულთან ერთად თან წაიღო საქართველოს ბიუჯეტი, რათა ბოლშევიკებს არ ჩავარდნოდათ ხელში. სწორედ, ამ ბიუჯეტით შეისყიდეს მათ ლევილის მამული, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის საკუთრებაა და არა მთავრობის, ის ქართველი ხალხის ფულით შეიძინეს. ამ ყველაფერს მამა დოკუმენტურად დაადასტურებდა და დიდ ხმაურს ატეხდა. საბოლოოდ, შეიძლებოდა ვერც ლევილი გაეყიდათ და ვერც  ე.წ. მაჰმადიანი-მესხები ჩამოესახლებინათ. ამიტომ, მისი ფიზიკური ლიკვიდაციის გზა აირჩიეს.”

რა ეტაპზეა გამოძიება? ეს კითხვა გურამ შარაძის ოჯახისთვისაც ზედმეტი აღმოჩნდა და მისი მეგობრებისთვისაც. პასუხი არცერთს არ აქვს. “ვერაფერს გეტყვით, არავინ დაგვკავშირებია,” - ასეთია ოჯახის პასუხი.

რაც შეეხება ბარათელს, შარაძის ოჯახში ამბობენ, რომ მას შარაძის შვილები ძალიან კარგად იცნობენ. რუსუდან შარაძის განცხადებით, ,,შეიძლება მამას უნახავს ბარათელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქუჩაში რომ შეხვედროდა, ვერც კი იცნობდა”. ბარათელთან გურამ შარაძის შვილის - გიორგი შარაძის ურთიერთობას რუსუდან შარაძე შემდგნაირად იხსენებს: “გიორგი ჟენევაში, საქართველოს საელჩოში კულტურის ატაშედ მუშაობდა. მოგეხსენებათ, რომ ჟენევა ქართული ემიგრაციის კერაა, იქ არის საქართველოსთან დაკავშირებული დღემდე შეუსწავლელი არქივები და მასალები. გიორგი ამ მასალებზე ფილმს იღებდა და ბარათელი ოპერატორად წაიყვანა. ეს 7-8 წლის წინ მოხდა. საქართველოში დაბრუნების წინა დღეს მან მაღაზიაში რაღაც მოიპარა და დააკავეს. ჩემი ძმა საქართველოში მარტო დაბრუნდა, ის კი დაჭერილი იყო. მართალია, შემდგომში ბარათელის დეპორტაცია მოხდა, მაგრამ მას შემდეგ ჩემს ძმას ბარათელთან ურთიერთობა არ ჰქონია და არც უნახავს. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ! არანაირი იმედი არ მაქვს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება. პირიქით, უდიდეს ცილისწამებას ველოდები, მაგრამ მზად ვარ ამისთვის იმ იმედით, რომ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ყველაფერს ფარდა აეხდება და არამარტო მისი ნამდვილი მკვლელი, არამედ, ამ მკვლელობის შემკვეთი საბრალდებო სკამზე დაჯდება.”

(მეორე ნაწილი) http://www.humanrights.ge/geo/articles.php?id=849

ეკა გულუა

ახალი ამბები