10:49, Sunday, 31.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გურამ შარაძის პოლიტიკური მკვლელობის 3 ვერსია (მეორე ნაწილი)

11.07.2007
მესიჯების ისტორია

Saraze2b.gif 

შარაძეების ოჯახს გამოძიებასთან უამრავი კითხვა აქვს. თუმცა. დღევანდელ საგამოძიებო სისტემას, უნდობლობის გამო, კითხვებით არ მიმართავენ. შარაძის საქმეში საინტერესოა ე.წ. მესიჯების ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო. კერძოდ, 2002 წლის ზაფხულში მაგთის 10 000 აბონენტმა მიიღო სატელეფონო შეტყობინება ტექსტით:  „სიკვდილი ფაშისტ გურამ შარაძეს, გაუმარჯოს თავისუფლების ინსტიტუტს“. ამას სერიოზელი ხმაური მოჰყვა და არაერთი სტატია თუ გადაცემა მიეძღვნა. შესაბამისად, სს საქმეც აღიძრა. ძიებამ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ერთ-ერთ თანამშრომელს, ვინმე ქაროსანიძეს მიაკვლია. სასამართლო პროცესიც ჩატარდა, თუმცა, მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.

როგორც რუსუდან შარაძე ამბობს, ამის შემდეგ, ქაროსანიძემ არათუ შეწყვიტა აღნიშნული ქმედებები, არამედ მომავალშიც გააგრძელა შეტყობინებების გზავნა გურამ შარაძის პირად მობილურზე. ეს ინტერნეტ მისამართით ხდებოდა. მისივე თქმით, ბოლო შეტყობინება გურამ შარაძის მობილურზე მისი მკვლელობის მეორე დღეს, 21 მაისს მივიდა.
 
რუსუდან შარაძე: „ჟენევაში ვსწავლობ და მამის სიკვდილამდე იქ ვიყავი. სწორედ იმ დილით ჩამოვფრინდი. ნივთების წასაღებად დამიბარეს. გამომძიებელ ზაალ გურგენიძეს შევხვდი, რომელსაც ნივთები უნდა გადმოეცა. როდესაც გამომძიებელმა მობილური გადმომცა, ტელეფონი მაშინვე ჩავრთე და ვნახე 21 მაისს, მკვლელობის მეორე დღეს მოწერილი ტექსტი: „რა თქმა უნდა, პოლიტიკური მკველობა იყო, ფაშისტი იყო და იმიტომაც ჩააძაღლეს. ახია მაგაზე (ღიმილის ნიშანი!)’’...  „მუსოლინის გვერდით დამარხეთ ეს გახრწნილი“. „ყველა ფაშისტს ეგრე მოუვა, ყველაფერი საკუთარ თავებს დააბრალეთ თქვე დამპლებო და კაციჭამიებო.“ ამის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ოჯახის გადაწყვეტილება - არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მართებული იყო. მომხდარი ოქმშიც დავაფიქსირე, მაგრამ აზრი არა აქვს. არაერთხელ ვთქვი, მისდიეთ ქაროსანიძეს და მიხვალთ გურამ შარაძის იდეურ მკვლელთან!’’

შარაძეების ოჯახს გამოძიებასთან უამრავი კითხვა აქვს. თუმცა. დღევანდელ საგამოძიებო სისტემას, უნდობლობის გამო, კითხვებით არ მიმართავენ. შარაძის საქმეში საინტერესოა ე.წ. მესიჯების ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო. კერძოდ, 2002 წლის ზაფხულში მაგთის 10 000 აბონენტმა მიიღო სატელეფონო შეტყობინება ტექსტით:  „სიკვდილი ფაშისტ გურამ შარაძეს, გაუმარჯოს თავისუფლების ინსტიტუტს“. ამას სერიოზელი ხმაური მოჰყვა და არაერთი სტატია თუ გადაცემა მიეძღვნა. შესაბამისად, სს საქმეც აღიძრა. ძიებამ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ერთ-ერთ თანამშრომელს, ვინმე ქაროსანიძეს მიაკვლია. სასამართლო პროცესიც ჩატარდა, თუმცა, მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.

„ფილოლოგი, ისტორიკოსი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, უამრავი წიგნის ავტორი, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, ასეთი ადამიანი არ შეიძლებოდა, პოლიტიკური მკვლელობის გარდა, სხვა მოტივით მოეკლათ,“ - ასეთია გურამ შარაძის მეგობრების, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების შეფასება. ობიექტურ გამოძიებას არც ისინი ელიან. გამოძიებასთან არაერთი კითხვა აქვთ, თუმცა, პასუხებს ვერ ღებულობენ.

როგორც მეცნიერი, პოლიტიკოსი და გურამ შარაძის მეგობარი ნესტან კირთაძე ამბობს, შარაძის პოლიტიკური მკვლელობა ქართულ ეროვნულ ღირებულებებსა და ტრადიციებზე შეტევას ნიშნავს. მისივე თქმით, მსგავსი პოლიტიკური მკვლელობები არა ერთი ოჯახის, არამედ ერის ტრაგედიაა.  
 
ნესტან კირთაძე: „ყოველი ასეთი პოლიტიკური მკვლელობა, ბუნებრვია, თავზარდამცემია მთელი ქართული საზოგადოებისთვის. ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოება ამას მიეჩვია, რადგან პოლიტიკური ფიგურა, რომელიც საქართველოს პოლიტიკური ნიშნით უკვდება, თავისებურად ამ საქართველოს მეციხოვნეა. მეციხოვნე ქართული ეროვნული ღირებულებების, ტრადიციების, ენის, კულტურის, მომავლის...“ 

კითხვაზე, რატომ პოლიტიკური მკვლელობა და არა ის ვერსია, რასაც სამართალდამცველები ავრცელებენ, კირთაძის პოზიცია ასეთია:

„ჯერ ერთი, ფორმალურად რომ ავიღოთ, გურამ შარაძე პოლიტიკური მოძრაობის „ენა, მამული, სარწმუნოება“ ლიდერი იყო. როცა ამ მოძრაობის ლიდერს ან რომელიმე წევრს შეეხებოდნენ, ეს ფორმალურად უკვე პოლიტიკურ მკვლელობას ნიშნავდა. შარაძის მოღვაწეობის ამოსავალი წერტილი ენისათვის, მამულისათვის და სარწმუნოებისათვის ბრძოლა იყო. დღეს ქართული ეროვნულობის გადარჩენის საკითხი ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს პოლიტიკური მკვლელობა პირდაპირ და ირიბად რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. ერთი ფაქტორი კი არის გაფრთხილება, რომ ეროვნული ღირებულებების მატარებელი პოლიტიკური ლიდერები ფრთხილად უნდა იყვნენ. ამისი ნათელი დადასტურებაა მაჰმადიანი მესხების დაბრუნების საკითხი. ეს არის დიდი მზაკვრული გეგმა საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც გურამ შარაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.“

გამოძიების მიმართ კითხვები ნესტან კირთაძესაც გააჩნია, მაგრამ მისი ძირითადი კითხვა ხელისუფლებას ეკთვნის: „კითხვები უამრავია. ასეთი ცნობილი ადამიანის მკვლელობის გამო, ხელისუფლებას დუმილის გზა არ უნდა აერჩია. რატომ მოიქცა ასე? რაც შეეხება გამოძიებას, ის მგონი ფორმალურ ხასიათსაც კი არ ატარებს. დაინტერესებული პირები, იგივე ოჯახის ადვოკატი სასაცილოდ აიგდეს და ყველა ინსტანციიდან გამოაძევეს. კითხვის ნიშნები და ეჭვები საკმაოდ ბევრია.“
 
პოლიტიკური მკვლელობის კიდევ ერთ მოტივზე საუბრობს გურამ შარაძის მეგობარი, პოლიტიკოსი სოსო შატბერაშვილი. მისი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი შეიძლება ის მასალები გამხდარიყო, რასაც შარაძე მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაპირისპირების შესახებ ფლობდა.
 
სოსო შატბერაშვილი: „ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა. და ის შეთითხნილი ამბავი, რომ თითქოს მის შვილს ვიღაცის ვალი ჰქონდა და რომ ვიღაცამ ვიღაცაზე შური იძია, ისეთივე ბლეფია, როგორც ზურაბ ჟვანიას გაზით გაგუდვა. არც პრეზიდენტის კომენტარი მომისმენია შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, არც პრემიერ-მინისტრის და არც პარლამენტის თავმჯდომარის. წუხილის განცხადება მაინც გაეკეთებინათ იმის თაობაზე, რომ ქართველმა ხალხმა საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და ქართველი ხალხის შესანიშნავი დამცველი დაკარგა. ვარაუდის დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ მისი პოლიტიკური მკვლელობა უკავშირდება მის აქტიურ ბრძოლას მართლმადიდებლური ეკლესიის დასაცავად. შარაძე რადიკალი იყო. ის ქართული ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ გარკვეულ მასალებს ფლობდა. როგორც ჩანს, ამ მასალების გამომზიურება ხელისუფლებას არ სურდა. ეს მასალები სხვადასხვა სექტებს და განსაკუთრებით იეღოვური სექტის საქმიანობას ეხებოდა. ძალიამ მიკვირს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ მკვლელობას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.“

ერთ-ერთი კითხვა, რომელიც სოსო შატბერაშვილს გამოძიებასთან აქვს, ვიდეოთვალით გადაღებული მკვლელობის სცენას ეხება. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ შენობასთან დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა დააფიქსირა, თუმცა, სამართალდამცველებს ვიდეო მასალა არ გაუვრცელებიათ.

„ის კადრები არავის უნახავს. ვიდეოთვალით გადაღებულ მასალაში მკვლელობის მომენტში ორი ადამიანია დაფიქსირებული. ვინმეს ქრთამის აღების პროცესს სასწრაფოდ გამოამზეურებენ ხოლმე, ამ მკვლელობასთან დაკავშირებით კი სამართალდამცავებს კადრები არ წარმოუდგენიათ. საინტერესოა ისიც, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა უარი თქვა მკვლელობაში მონაწილეობაზე. არსებობს ეჭვები, რომ მკვლელობის უკან სერიოზული ძალა დგას, რომელიც გამოძიებას ბლოკავს,“ - აცხადებს შატბერაშვილი.  

რესპოდენტი დარწმუნებულია, რომ მკვლელობის დამკვეთი მანამ არ დაისჯება, სანამ არსებული ხელისუფლება არ შეიცვლება. მისივე თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი საქმე, რომელიც გაუხსნელ საქმეებს შეემატება.

ეკა გულუა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC