კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფსიქიურად დაავადებულს პენსია მოუხსნეს

30 ივლისი, 2007

jujuna_carcizeb.jpgნაირა ცარციძე, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე  დაავადება აწუხებს პენსიის  გარეშე დარჩა. მანამდე ის ამ პენსიას ბოლო სამი წლის განმავლობაში იღებდა.

ასათიანის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ცენტრალური ბიუროს დასკვნით, ნაირა ცარციძეს ორგანული პიროვნული აშლილობა  სჭირს. გარდა ამისა, მას აღენიშნება რევმატიზმის არააქტიური ფაზა, გულის ათეროსკლეროზი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პროტრომბინი...

ნაირა ცარციძის დედამ, ჟუჟუნა ცარციძემ, დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მოაკითხა.  დედის განცხადებით, მისი შვილისთვის პენსიის მოხსნა  უბრალოდ არ შეიძლებოდა, მითუმეტეს, რომ ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობს. როგორც ჟუჟუნა ცარციძე ამბობს, ამ პენსიით ის შვილისთვის ერთი წამლის ყიდვას მაინც ახერხებდა, ახლა კი ეს შესაძლებლობაც მოუსპეს.

ამჟამად ავადმყოფი მხოლოდ სახელმწიფოსგან მიცემული ჯანმრთელობის დაცვის  პოლისებით სარგებლობს. მისი გამოყენების დროს კი ხშირად პრობლემები ექმნება, რადგან არც ერთ ექიმს არ სიამოვნებს პაციენტის უფულოდ გასინჯვა.

"არც ისე შეიძლება ექიმს ჩემი შვილი რომ არ ვაჩვენო. ძალიან ბევრი  რამ აწუხებს და ამის ფონზე ფსიქიური აშლილობა ჩამოაუყალიბდა და წამლებს თუ არ ვაძლევთ მასთან დალაპარაკებაც შეუძლებელია. წამლის ფული კი ხშირად არ გვაქვს. პენსია სულ სამი წლის წინ დაენიშნა და მუდმივი არ იყო, ახლა გვითხრეს, რომ ვერ მოხვდა იმ ჯგუფში, რომლითაც პენსია ეკუთვნის. ბავშვობიდან არის ავად, მაგრამ იმედი მქონდა, გამოვაჯანმრთელებდით. სად აღარ დაგვყავდა სამკურნალოდ, მაგრამ უშედეგოდ. ყველა საავადმყოფოში, სადაც ნაირას ვმკურნალობით კარგად იციან, რომ მისი ავადმყოფობა არ განიკურნება, მაგრამ პენსია მაინც მოგვიხსნენს", - ამბობს ჟუჟუნა ცარციძე.

გორის ფსიქონერვული დისპანსერის ექიმის ქეთი ჭელიძის თქმით, სახელმწიფომ საპენსიო კატეგორიები მნიშვნელოვნად შეამცირა, მათ შორის ის კატეგორიაც, რომლის მიხედვითაც ნაირა ცარციძე იღებდა დახმარებას, ამიტომაც,  ვისაც დღეს პიროვნული აშლილობა აღენიშნება, მას პენსიით ვერ დააკმაყოფილებენ.

თეა თედლიაშვილი

ახალი ამბები