06:34, Wednesday, 21.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რატომ ახდევინებენ გორში ტურისტებს მუზეუმის ბილეთში შვიდი ლარით მეტს?

01.08.2007
maglaferidzeb.jpgწელს გორის ქუჩებში უცხოელი ტურისტები არნახულად მომრავლდნენ. ინგლისელები, ამერიკელები, პოლონელები, უკრაინელები  - სტალინის ძეგლისა და სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად თითქმის ყოველდღე მიდიან. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობისგან განსხვავებით, ეს ‘სიამოვნება’ მათ უფრო ძვირი უჯდებათ.

ტურისტების ასეთი დიდი ნაკადი შიდა ქართლის კულტურისა და დასვენების სამმართველოს უფროსს, რობერტ მაღლაკელიძეს არ ახსოვს. გორის პოლიცია ტურისტების უსაფრთხოების დაცვის მიზნით,  საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

,,წელს, პოლიციის მთელი შემადგენლობაა მობილიზებული, რომ ქალაქში წესრიგი იყოს და ქუჩებში მოსეირნე უცხოეთის მოქალაქეებს  თავს არავინ დაესხას. არ წაართვას მობილური ან ფოტოაპარატი, ზოგს პერსონალური კომპიუტერიც თან დააქვს. მაგალითად, ბოლოს, ერთი კვირის წინ ქალაქში ამერიკელ მოხალისეთა 40 კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა. დადიან, ათვალიერებენ და ჩვენც შეძლებისდაგვარად ვაკონტროლებთ სიტუაციას’’, - აცხადებს გორის შს სამმართველოს უფროსი შოთა როსტიაშვილი.

პოლიციის ამგვარი გააქტიურება შემთხვევითი არ არის. ერთ-ერთი ამერიკელი ტურისტი რამდენიმე დღის წინ პირწმინდად გაქურდეს. ამჯერად საქმე მალევე გაიხსნა და დაზარალებულს ყველა ნივთი დაუბრუნდა.

ამერიკელების ინტერესის საგანს გორის ციხე,  სტალინის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში, რაიონის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ ძეგლები წარმოადგენს. თუმცა მათთვის სტალინის სახლ-მუზეუმის დათვალიერება 10 ლარი ღირს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის - 3 ლარი.

შიდა ქართლში კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი რობერტ მაღლაკელიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გადასახადების მხრივ დამთვალიერებლების ასეთი დიფერენცირება მოსაწონი არ არის.

„ფასებს უშუალოდ კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო ადგენს მუზეუმის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. ანალოგიური მდგომარეობაა უფლისციხეშიც, სადაც ქართველები ნაკრძალ მუზეუმს 3 ლარად ათვალიერებენ, ხოლო უცხოელები აქაც 10 ლარს იხდიან,“ - აცხადებს მაღლაკელიძე. მისი თქმით, ძეგლთა დაცვის სამმართველოს ფასთა გათანაბრების მოთხოვნით კულტურის სამინისტროსთვის არასდროს მიუმართავს. თუმცა თავად მიიჩნევს, რომ უცხოელებისათვის მუზეუმში შესასვლელ ბილეთზე ფასის აწევა მათი უფლების დარღვევაა.

კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ მუზეუმის ბილეთზე ფასს ადგილობრივი დირექცია ადგენს და სამინისტროსთან ათანხმებს. სამინისტროს მთავარი სპეციალისტი ინგა ქარაია ამბობს, რომ ყველა მუზეუმში გამოკრული უნდა იყოს ოფიციალური ფასების სია, რომლის გაცნობაც ყველა დამთვალიერებელს შეეძლება. შეღავათი შეიძლება გაეწიოს ტურისტთა ჯგუფს, ან სტუდენტებს და ფასმა დაიწიოს, მაგრამ არა პირიქით, როგორც ეს გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის შემთხვევაში ხდება: ,,ჩვენგან ასეთი მითითება არ არსებობს, პირიქით, ასეთი დიფერენცირება და უცხოელებისათვის მეტი თანხის მოთხოვნა დისკრიმინაციაა. კულტურის სამინისტრო უცხოელებისა და ადგილობრივებისათვის განსხვავებული ფასების დაწესების   წინააღმდეგია’’, - აცხადებს ინგა ქარაია. ფასების ასეთი სხვაობის შესახებ არც მუზეუმების ვერ-გვერდზეა მითითებული.

რაც შეეხება სტალინის მუზეუმის დირექციის პოზიციას, დირექტორი გელა ნასყიდაშვილი ადასტურებს, რომ უცხოელებისათვის ბილეთის ფასი მართლაც ათი ლარია. ოღონდ მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებული იყო. მან ჩვენთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს: ,,რა პრობლემაა ეს თანხა რომ გადაიხადონ, მათ ხო ქართველებზე გაცილებით მაღალი ხელფასები აქვთ’’. მუზეუმის ბილეთის ფასი წლის დასაწყისში ხუთი ლარი იყო. მისი გაორმაგება კი დირექციამ ზაფხულის დადგომისთანავე გადაწყვიტა.

თეა თედლიაშვილი, გორი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC