კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალციხელი მოსახლეობა ბენზინგასამართი სადგურების აღებას მოითხოვს

22 სექტემბერი, 2007

13 სექტემბერს ქალაქ ახალციხეში აბასთუმნის გზატკეცილზე მდებარე შპს "საბას" კუთვნილი ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა. აფეთქების დროს შენობაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ოთხი – "საბას" ერთ-ერთი მეპატრონე ოლეგ თათეშვილი, მისი ხუთი თვის ფეხმძიმე ქალიშვილი, მცირეწლოვანი შვილიშვილი და თანამშრომელი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაზარალებული ქალაქის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. აფეთქებამ ახალციხის ბენზინგასამართ სადგურზე ხალხში შიში დათესა. მოსახლეობა პანიკაშია და ბენზინგასამართი სადგურების დასახლებული ადგილებიდან აღებას ითხოვს.

ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარმა აფეთქებამ გვერდზე მდებარე შენობებიც დააზიანა, სადაც ძირითადად მაღაზიებია განლაგებული და მუდმივად ხალხმრავლობაა.

,,აფეთქება საღამოს საათებში მოხდა, თორემ მეტი ადამიანი დაშავდებოდა", -  ვარაუდობს ახალციხელი შალვა გოგოლაძე.

აფეთქებული ბენზინგასამართი სადგურის გაყოლებაზე კიდევ რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური დგას, ამავე დროს, ეს ტერიტორია დასახლებულია.
რაც ადგილობრივებისათვის შიშის საბაბს ქმნის.
 
,,რაც ეს აფეთქება მოხდა, მის შემდეგ დაფეთებული დავდივარ, ბავშვები სანამ სკოლამდე მივლენ გზაზე ერთი ათი ,კალონკა “ მაინც აქვთ გასავლელი. რას ვიფიქრებდი, რომ თათეშვილების კალონკა აფეთქდებოდა. უკვე მეშინია არაფერი მოხდეს”, - გვეუბნება ლამარა ზედგინიძე. 
 
,,ხალხი ამ პრობლემაზე პირველად კი არ ალაპარაკდა, საშიშროებაზე მოსახლეობა წლების წინაც საუბრობდა, მაგრამ ხელისუფლებიდან ყურს არავინ იბერტყავს”, -  აცხადებს  ახალციხელი  მამუკა ბერიძე.

,,რა უნდა ,,კალონკას” რვა სართულიანი კორპუსისი წინ? ამის ამშენებელს ან ნებართვის გამცემს ჭკუა აქვს თავში? ამდენი ხალხი საშიშროების ქვეშ ვართ", - აღშფოთებული საუბრობს ინეზა კაპანაძე.

აფეთქებიდან მეორე დღესვე ტელევიზიის საშიუალებით პრემიერ მინისტრმა განცხადება გააკეთა მომხდართან დაკავშირებით და შესამაბის ორგანოებს  ბენზინგასამართ სადგურების შემოწმება და მკაცრი კონტროლი დაავალა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, უკვალოდ ჩაივლის.

,,ქალაქის ცენტრში, რომ  "კალონკები" დგას, რა შემოწმება ჭირდება. უნდა მიხვიდე და დახურო. ეს ბენზინგასამართი სადგურები ფულიან ხალხს აქვს გახსნილი და ნოღაიდელის ბრძანებასაც ფულითვე ჩაფარცხავენ”, - მიჩნია ახალციხის მკვიდრს, რომელმაც ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავა. ინკოგნიტოდ დარჩენის მსურველმა ქალბატონმა ისიც გვიამბო, რომ ბენზინგასამართი სადგურები ახალციხეში მატარებლის სადგურის გვერდზეა გამწკრივებული, ერთი ნაპერწკალი და ცეცხლი, შესაძლოა, რელსებს გაჰყვეს და ახალციხე, მისი მიმდებარე სოფლებიანად ჰაერში აიტანოს. რა საშიშროების ქვეშ ვართ ხალხი წარმოდგენაც არ გვაქვს”, - დასძინა მან.

20 სექტემბერს ახალციხეში ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლების ბენზინგასამართ სადგურებს დაათვალიერებენ და შეამოწმებენ – ,,ყველაფერს ერთ კვირაში გეტყვით”, - ამ კომენტარით შემოიფარგლენენ ისინი.

გამართლდება თუ არა მოსახლეობის პროგნოზი ანუ როგორც ისინი აცხადებენ  ,,ცეცხლთან თამაში მოუწევთ”,  დაახლოებით შვიდ დღეში გახდება ცნობილი.

 გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები