კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,შერიგება შენდობით იწყება“

27 სექტემბერი, 2007

21 სექტემბერს გურჯაანიდან დაწყებული ,,სიტყვის აქცია“ 27-ში ზუგდიდში დასრულდა. ამ აქციის მიზანი მთელ საქართველოში აფხაზი ხალხისადმი მიწერილი გზავნილების შეგროვება იყო. ,,რას ეტყოდით აფხაზ ხალხს 15 წლის შემდეგ“, ანუ იმ დღის შემდეგ, როდესაც ომი დაიწყო, ამ კითხვამ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ორგანიზებით საქართველოს ხუთი რეგიონი შემოიარა და აღმოჩნდა, რომ ქართველებს სათქმელი ბევრი აქვთ, ძირითადად კი ერთი და იგივე:

,,მიყვარხარ აფხაზეთო, იმედი დაბრუნების არასოდეს დამიკარგავს“,

,,ჩვენ ერთად ყოფნისთვის ვართ „განწირულები“,

,,ჩვენ შევძლებთ ერთად ყოფნას“,

,,ოდესმე მართლა დავბრუნდებით“,

,,ჩვენ მოვდივართ“,

,,შევუნდოთ ერთმანეთს ცოდვები და მოვინანიოთ ყოველივე“,

,,შევუნდოთ ერთმანეთს, რათა გადავრჩეთ“,

,,დალოცვილი ყოფილიყავით“...

,,სიტყვის აქცია“, რომლის ორგანიზატორიც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იყო  21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს  გურჯაანიდან დაიწყო.  ორი საათით გადაიკეტა ქუჩა, ანუ ,, გზა აფხაზეთისაკენ“, რომელზეც ათასამდე ახალგაზრდა ხატავდა და თავის გზავნილებს წერდა. შეირჩა საუკეთესო გზავნილებიც და მათ  ავტორებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება კულტურის ცენტრში უფასო კონცერტით დასრულდა.

გურჯაანში ჩატარებულ ,,სიტყვის აქციას“ აფხაზეთიდანაც გამოეხმაურნენ და სიხარული გამოხატეს, რომ ისინი კიდევ ახსოვთ. ამ ღონისძიების შესახებ არაკონტროლიბად ტერიტორიაზე ინტერნეტის მეშვეობით შეიტყვეს.

შემდეგი აქცია გაიმართა 24 სექტემბერს ქუთაისში. ,,დროა შევხვდეთ ერთმანეთს ენგურთან“, ,,აფხაზეთი ერთია და ჩვენია - ყველასი“...  ასეთი გზავნილები დატოვეს ქუთაისელებმა აფხაზებისთვის. ,,სიტყვის აქცია” აფხაზეთისადმი მიძღვნილი სიმღერების ფონზე მიმდინარეობდა, რასაც ორგანიზება ქუთაისის საქალაქო რადიომ გაუწია. სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა გადაცემა ,,ოჩამჩირე“. აქციას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ფონდი ,,სოხუმი“, ასევე, მასმედიის წარმომადგენლები.                                                         
 
,,ამბობენ, თოლიებმაც ჩვენთან ერთად დატოვეს აფხაზეთი..." - ეს ფრაზა კი თინათინ ბერუაშვილმა უკვე 25 სექტემბერს გორში გამართულ აქციაზე დაწერა. მას ეს სიტყვები წლების წინ თავისმა კურსელმა, აფხაზეთიდან დევნილმა უთხრა.

,,რაც უფრო დრო გადის მით უფრო ვხვდებით, რომ ჩვენ და აფხაზი ხალხი ერთმანეთს ვსჭირდებით. უნდა დავივიწყოთ ტკივილიანი დღეები, დღევანდელი აქცია კარგია მარტო იმისთვის, რომ გვახსოვდეს აფხაზეთი. იმ ომში ახლობლები  მყავს დაღუპული, ბევრი დღემდე არ გამოჩენილა, მაგრამ მაინც ერთმანეთის გვერდით უნდა ვიდგეთ", - თქვა გორის უნივერსიტეტის დეკანმა ზურაბ ტიელიძემ.

,,ხალხის გაზეთის“ ჟურნალისტმა  რეზო ნადირაძემ კი გულისტკივილით აღნიშნა, რომ ზოგიერთი ჩინოვნიკის დაუდევრობის და შეცდომის გამო მთელი თაობა დაისაჯა: ,,აფხაზეთის და აფხაზი ხალხის შესახებ მხოლოდ ტელეეკრანიდან ან უფროსი თაობისგან ვიცით. მიუხედავად ამისა, იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ ვიქნებით ისინი, ვინც აფხაზ თანატოლებს პირველები გავუწვდით ხელს და დავბრუნდებით სანატრელ მიწაზე".

,,სიტყვის აქციაზე“ მოსახლეობას დაურიგდათ კანფეტები ზედ მიმაგრებული აფხაზური სიტყვებით: ,,ზღვა“, ,,შევრიგდეთ“, ,,დედა“...

 ბოლო აქცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  27 სექტემბერს ომის დასრულების დღეს ზუგდიდში გამართა, ყველაზე ახლოს აფხაზეთთან.  ზუგდიდის რაიონში მოქმედებს ორი სკოლა, რომელიც აფხაზეთის განათლების სამინისტოს ეკუთვნის და მასში უმეტესად დევნილი ბავშვები სწავლობენ.  ამ სკოლის მოსწავლეებმა  აფხაზებს თავიანთი გზავნილები დაუწერეს. გზავნილები დაწერეს  უბრალო მოქალაქეებმაც, რომლებიც დადიანების სასახლეში გამართულ აქციას ესწრებოდნენ.  ძირითადი ტექსტი როგორც წესი ერთი და იგივე იყო, ქართველ ხალხს აფხაზეთი ენატრება და აფხაზებთან შერიგება უნდა:

,,მე მინდა გნახოთ, გვენატრებით!“

,,სოხუმამდე არც თუ ისე შორია!“

თეა თოფურია, თბილისი

ახალი ამბები