კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არსებული ერთადერთი საბავშვო ბაღი გამგეობამ არ დააფინასა

28 სექტემბერი, 2007

bagib.gif

შენობაში წვნიანის სუნი დგას - ყველა საბჭოური ბაღის თანამდევი არომატი. ბავშვების ჟრიამული დერეფნამდე აღწევს. კედლებზე წარწერებია. სავარაუდოდ, ლურსმნით ან ბასრი საგნით ,,ამოჩუქურთმებული”: ,,ეტო მოი დეტსკი სად”, ,,ლუბლიუ მანი ქაშ”. იატაკზე ფეხსაცმელებია ლამაზად ჩამწკრივებული. ტანსაცმელის პატარა კარადებს კარი ჩამოვარდნია, საიდანაც პირსახოცები და პატარების ჩასაცმელები "იჭყიტება".

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ეს ერთადერთი სკოლამდელი დაწესებულება ფუნქციონირებს. თუმცა, მას ადგილობრივი გამგეობა არ აფინანსებს. გაძვირებული გადასახადის  გამო ამ ბაღში აღსაზრდელების ნაკლებობაა.

მუნიციპალიტეტის ერთადერთ საბავშვო ბაღ "ლასტოჩკაში" მხოლოდ 22 აღსაზრდელია. ბაღში ბავშვების რაოდენობა მას შემდეგ შემცირდა რაც იგი დაფინანსების გარეშე დარჩა და გადასახადი 16-დან 30 ლარამდე გაიზარდა.

საბავშვო ბაღის დირექტორის, ნარინე გინოსიანის თქმით, მშობლების მიერ გადახდილი თანხა მხოლოდ ბავშვების კვებასა და პერსონალის ხელფასებს წვდება: "შემოსული თანხა თანაბრად ნაწილდება მასწავლებლებს, მზარეულსა და დამლაგებელს შორის. გარდა ამისა, ამ თანხებით საკვებისა და საკანცელარიო ნივთების შეძენას ვცდილობთ".

გადასახადის გაზრდას მშობლების პროტესტი მოჰყვა, თუმცა პროტესტმა შედეგიც ვერ გამოიღო და პატარები საბავშვო ბაღის გარეშე დარჩნენ.

"ბაღის მნიშვნელობა კარგად ვიცი, მაგრამ უმუშევარი ვარ და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა საშუალებას არ მაძლევს, რომ შვილი ბაღში ვატარო", - ამბობს არევიკ ფუთულიანი.
 
,,რა ვქნა, არ მაქვს ამდენი ფული და შვილი ბაღში ვერ დამყავს”, - წუხს ოლესია მოვსესიანი.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ანნა და მარდუნ ამბარცუმიანებს ორი შვილი ჰყავთ, ამიტომაც მათთვის ბაღის გადასახადი 60 ლარი გამოდის, რომელიც  უმუშევარი ცოლ-ქმარისთვის საკმაოდ ბევრია.

,,პატარები ვიყავით როცა დავქორწინდით, სიძნელეებზე არც კი ვფიქრობდით. ბავშვები ჯერ პატარები არიან და უკვე ამხელა პრობლემას წავადექით, 60 ლარი ჩვენთვის კოლოსალური თანხაა. მეც და მარდუნასაც უმაღლესი განათლება გვაქვს, მე ახლა სამსახურის პერსპექტივა გამომიჩნდა, თუმცა თავსატეხს აქაც ვერ ავცდი, ბაღში ამხელა გადასახადია და შვილები ვის უნდა დავუტოვო.? გასაჭირი მადგას”, - გვეუბნება ანნა ამბარცუმიანი.


სკოლამდელი დაწესებულების დირექტორის თქმით, დაფინანსების თხოვნით მან ადგილობრივ გამგეობას მიმართა, თუმცა რადგან უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტში საბავშვო ბაღისთვის თანხები გათვლისწინებული არ იყო, თანხის გამოყოფაზე უარი უთხრეს.

ნარინე გინოსიანი იმედოვნებს, რომ ბაღისთვის თანხების გამოყოფა მომავალ წელს მაინც მოხერხდება. 


გულო კოხოძე, ნინოწმინდა

ახალი ამბები