კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა დაუჯდებათ ჟურნალისტებს არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობის დარღვევა

1 ოქტომბერი, 2007

subarib.gif„არასრულწლოვანთა დანაშაულების საყოველთაო განხილვისას პიროვნებათა სახელების, გვარების, მათი საცხოვრებელი ადგილებისა და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების გახმაურება დამანგრევლად მოქმედებს მოზარდის ფსიქიკაზე და სერიოზულ ზიანს აყენებს მის მომავალ ცხოვრებას“, - მიიჩნევს საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.

„არასრულწლოვანთა კონფიდენციალობის დაცვა“ - ამ თემას მიეძღვნა სახალხო დამცველის ოფისში გამართული მრგვალი მაგიდა, რომელიც მიზნად ისახავდა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციათა, ასევე მედიის წარმომადგენელთა დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შემუშავდეს არასრულწლოვანთა კონფიდენციალობის დაცვა, როდესაც არასრულწლოვანი წარმოადგენს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელს, მსჯავრდებულს, დაზარალებულს, მოწმეს, პირს, რომელსაც არ გააჩნია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სტატუსი, თუმცა პირდაპირ ან არაპირდაპი უკავშირდება იმ დანაშაულს, რაც წარმოადგენს მიდიის გამოხატვის საგანს.

სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნულ საკითხზე პირველი შეხვედრა ივლისში გაიმართა. უკანასკნელ პერიოდში მედიის მიერ არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობის დარღვევის ფაქტების გახშირებამ აუცილებელი გახადა მიდიის საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირება. სახალხო დამცველის წარმომადგენლის მოადგილის, გიგა გიორგაძის განცხადებით, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები შევიდეს „არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

სახალხო დამცველის ოფისის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შინაარსის მიხედვით, „არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ პუნქტი: „არასრულწლოვანის კონფიდენციალობის დარღვევა: „მასობრივი კომუნიკაციის ბეჭვდითი ან ელექტრონული საშუალებით, მათ შორის ინტერნეტით არასრულწლოვანის სახელის, გვარის, მამის სახელის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ისეთი პირადი ინფორმაციის გავრცელება, რაც იმძლევა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ასევე არასრულწლოვანის სახის და ხმის გავრცელება სათანადო ტექნიკური წესით დაფარვის ან შეცვლის გარეშე.“ 

სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებული მასალის მიხედვით, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა შესახებ“ კანონს უნდა დაემატოს V პრიმა მუხლი, არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობის დაცვის წესები. სწორედ ამ მუხლის განხილვას მიეძღვნა შეხვედრის ძირითადი ნაწილი. კერძოდ სახალხო დამცველის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიწვეულ მედიის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შორის გაიმართა დისკუსია იმის თაობაზე თუ რა შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს არასრულწლოვანის კონფიდენციალობა. აღნიშნული მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, „კონფიდენციალურობის დარღვევა ხორციელდება არასრულწლოვანის მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თხოვნით ან თანხმობით“.

როგორც სახალხო დამცველის ოფისში გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, უახლოეს მომავალში მესამე პუნქტი სავარაუდოდ, ფორმულირებას შეიცვლის, რომლის საბოლოო ვარიანტს სახალხო დამცველის ოფისი პარლამენტს წარუდგენს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციებში მითითებულია ჯარიმის ის რაოდენობაც, რომელსაც კონფიდენციალობის დამრღვევი პირები გადაიხდიან. მისი რაოდენობა 5000 ლარიდან 50 000 ლარამდე მერყეობს.

ნინო თარხნიშვილი

ახალი ამბები