კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ილაპარაკეთ ცოტა... გადაიხადეთ ბევრი

8 ოქტომბერი, 2007

სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის" (ელკავშირი) გადაწყვეტილებით 2007 წლის 1 ოქტომბრიდან შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და გურია-სამეგრელოში წუთობრივი ანაზღაურების სისტემა შემოიღეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ,,ელკავშირის" თითოეული აბონენტი ტელეფონით საუბრისას წუთში ერთ თეთრს მას შემდეგ გადაიხდის, რაც იგი დაწესებულ ლიმიტს გადააცილებს. გორის მოსახლეობა ფიქრობს, რომ ამ წესის შემოღება რეგიონებში ნადრევი და სოციალურ პირობებთან შეუსაბამოა.

,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის" გენერალური დირექტორის ი. შმოლინსკის  ბრძანება 12 სექტემბერს გამოიცა. გორში ეს ბრძანება 24 სექტემბერს ჩამოვიდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აღნიშნულთან დაკავშირებით არაფერი იცის.

ბრძანებაში წერია: ...2. დაწესდეს ფილიალების სატელეფონო სადგურის აბონენტებისათვის ყოველთვიურად უფასო ლიმიტი 150 წუთის ოდენობით.
...3. აბონენტებისათვის ლიმიტის ზევით განხორციელებული ადგილობრივი სატელეფონო კავშირის 1 წუთის ღირებულება დაწესდეს 0, 01 ლარით".

"ტელეკომის" გორის ფილიალის დირექტორის რამაზ ჩუტკერაშვილის თქმით, კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება სიტუაციის შესწავლის შედეგად მიიღო.

"ჩვენ შევისწავლეთ არსებული მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ თვეში ჩვენი მუდმივი აბონენტი ტელეფონზე საუბრობს საშუალოდ 80-90 წუთს. ამდენად დაწესებული ლიმიტი 150 წუთი იმაზე მეტია, რამდენსაც თითოეული აბონენტი თვეში სარგებლობს. ისე რომ, აქ საგანგაშო არაფერია და პირიქით სისტემა უფრო მოწესრიგდება და ზედმეტი გადატვირთები აღარ იქნება" - აცხადებს გორის ელკავშირის დირექტორი რამაზ ჩუტკერაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ფრიდონ აფრიამაშვილი აცხადებს, რომ საჭირო გახდება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა. მან ,,ადამიანის უფლებათა ცენტრისგან" შეიტყო "ელკავშირში" მომხდარი ცვლილებების შესახებ. როგორც გავარკვიეთ, მიმდინარე წლის ივლისიდან ომში დაღუპულ და ომის მონაწილეთა შეღავათები გაუქმებულია.

"ჩვენ ომის მონაწილეებთან და დაღუპულების ოჯახებისთვის გათვალისწინებული გვქონდა მხოლოდ სააბონენტო თანხის გადახდა. ივლისიდან ეს შეღავათები ცენტრალური ხელისუფლების მითითებით გავაუქმეთ, თუმცა მათთვის დახმარების სახით გაცემულ თანხას დაემატა გარკვეული რაოდენობა. ტელეფონთან დაკავშირებით რაიონის ბიუჯეტი არავითარ შეღავათებს არ ითვალისწინებს და არც გაითვალისწინებს მომავალში. ეს ახალი ბრძანება მაინც ცოტა უცნაურია ჩვენთვის", - აცხადებს ფრიდონ აფრიამაშვილი.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები