20:35, Monday, 25.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ეკონომიკის სამინისტრო გორში კერძო ქონებას ჰყიდის!

10.10.2007
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის დამოკიდებულება გორის ბაზარათან მიმართებაში რადიკალურად განსხვავდება. მაშინ, როდესაც რეგიონის რწმუნებული ლადო გეგელაშვილი აცხადებს, რომ ბაზრის საკითხს შეისწავლის და მტყუან-მართალს გაარკვევს, ამასობაში ეკონომიკის სამინიტრო აუქციონს ბაზრის გაყიდვის თაობაზე უკვე მესამედ აცხადებს. არადა, თითქმის 2 წელია ბაზრის ყოფილი მფლობელი ჯემალ წიკლაური ირწმუნება, რომ ბაზარი მისია, იგი შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა წაართვა და ზეწოლის შედეგად ხელში გამგეობამ ჩაიგდო.

ამასთან დაკავშირებით, ლადო გეგელაშვილმა არასამათავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს ცალსახად დააფიქსირა, რომ ბაზრის საკითს შეისწავლის. შესწავლა კი იმას გულისხმობს, რომ მიხეილ ქარელის ქმედებასთან ერთად, 1995 წელს ბაზრის პრივატიზაციის კანონიერებასაც გადახედავს.

ლადო გეგელაშვილი: (გუბერნატორი) - ,,ჩვენ ყველა სადაო საკითხს შევისწავლით. ჩემი წინამორბედი სხვა მეთოდებით მუშაობდა. არ შეიძლება საკითხი მივარდნებით და ჩხუბით გადაწყვიტო. ის ვინც თვლის, რომ ქონება ქარელის დროს წაართვეს ან თვლის, რომ შეავიწროვეს, მის საკითხს განვიხილავთ. განვიხილავთ იმასაც, თუ რამდენად კანონიერად ფლობდა ,,შევიწროებული“ პიროვნება იმ ქონებას, რომელიც წაართვეს. მაგალითად განვიხილავთ გორის ბაზრის საკითხს.“

მიუხედავად ამისა, ეკონომიკის სამინისტრო არ ელოდება შიდა ქართლის გუბერნატორის ,,დასკვნას“ და ყოველგვარი შესწავლის გარეშე, ჯემალ წიკლაურის ნაყიდი ბაზარი აუქციონზე გასაყიდად გააქვს.

ეკონომიკის სამინისტრომ ამდაგვარი აუქციონი პირველად 2007 წლის 9 აგვისტოს გამოაცხადა, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა, რადგან ბაზარს ის ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ყიდულობდნენ, რომლებიც დაახლოებით ერთ თვეში (12 სექტემბერს) დააპატიმრეს. სწორედ ამის გამო, აუქციონი ,,ჩაიშალა“. ბაზრის გასაყიდი ფასი, ისევე როგორც ახლა, მაშინაც 700 000 დოლარს შეადგენდა.

კანონის მიხედვით, განმეორებითი აუქციონის შემთხვევაში, ბაზრის გასაყიდი ფასი ნახევრდება, რაც ამჯერად ასე არ მოხდა.

ჯემალ წიკლაური დღესაც აცხადებს, რომ ბაზარი მისია და რომ იგი მიხეილ ქარელმა წაართვა. სხვათა შორის, იმ დროს, როდესაც 1995 წელს ჯემალ წიკლაურმა ბაზარი 101 000 დოლარად იყიდა, ბაზრის დირექტორი ილია აღდგომელაშვილი იყო. როდესაც დღის წესრიგში ბაზრის პრივატიზაციის საკითხი დადგა, 1995 წელს ბაზრის კოლექტივმა სურვილი გამოთქვა საწარმო პირდაპირი შესყიდვის წესით თვითონ შეეძინა, თუმცა როგორც ილია აღდგომელაშვილი ამბობს, იგი შეცდომაში შეიყვანეს და ბაზარი სხვას, კერძოდ ჯემალ წიკლაურს მიჰყიდეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისი დავუკავშირდით ილია აღდომელაშვილს, რომელიც ამჟამინდელი რწმუნებულის ლადო გეგელაშვილის გადაწყვეტილებით კმაყოფილია:

,,ჩემთან ტყუის როგორც ჯემალ წიკლაური, ასევე მიხეილ ქარელი. ყველა დოკუმენტი გამაჩნია იმისა, თუ როგორც ჩაიგდეს ხელში ყოფილმა გუბერნატორმა და ჯემალ წიკლაურმა ბაზარი 1995 წელს. ამჟამინდელი გუბერნატორის პოზიციას ვიზიარებ“, - ამბობს ილია აღდგომელაშვილი.

როგორც ირკვევა, თავის დროზე მიხეილ ქარელიც დაკავშირებია ილია აღდგომელაშვილს და ბაზრის პრივატიზაციის საკითხის შესწავლაში დახმარება უთხოვია, თუმცა ქარელს ამდაგვარი ფორმით ბაზრის წართმევა გადაუფიქრებია, რასაც ჯემალ წიკლაურის დაკავება და ჩუქების აქტის საკანში, იძელებით დაწერა მოჰყვა. ჩუქების აქტში აღნიშნულია, რომ მან  ბაზარი სახელმწიფოს აჩუქა. აღნიშნული წერილი ჯემალ წიკლაურის ციხიდან გათავისუფლების საწინდარი გახდა.

საბა წიწიკაშვილი, გორი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC