კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორთუბანის ოს მოსახლეობას დენი 16 წელია არა აქვთ

11 ოქტომბერი, 2007

ქარელის რაიონის სოფელ ორთუბანის მოსახლეობა ელექტროენერგიას ითხოვს. აქ ძირითადად ოსი ეროვნების 21 კომლი ცხოვრობს. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შიდა ქართლის ოფისმა სოფელ ორთუბანში მაცხოვრებელი მოსახლეობის წერილი მიიღო.

ლეილა ძარიტაევა, ნინა ფილიევი, ზარინა ფილიევი, მაყვალა ჯაგიევი და ევრონა ელბაქიძე ელექტროენერგიის უქონლობას უჩივიან. ამ სოფელში კომუნისტების შემდეგ ელექტროენერგია არ გაუყვანიათ. სოფლის მაცხოვრებელი ნონა დემეტრაშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სოფლის ელექტროფიკაციისთვის დიდი თანხები გამოიყო, სოფელს ელექტროენერგია მაინც არ მიეწოდება:

,,ჩვენი სოფელი მაღალმთიან ზონას მიეკუთვნება და მკაცრი ზამთრით გამოირჩევა. ოქტომბრიდან ტემპერატურის მკვეთრი დაცემა იწყება. ამის გამო იძულებულები ვართ, ზამთრის თვეები ქალაქში, ნათესავებთან გავატაროთ. 2007 წლის თებერვალში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ შიდა ქართლის ფილიალმა ჩვენს სოფელში ელექტრო გამრიცხველიანება ამ საქმისათის მიღებული სპეციალური გრანტის ხარჯზე მოახდინა. იმ მიზეზით, რომ თითქოს ჩვენ, წერილის ხელის მომწერები ზამთარში იქ არ ვცხოვრობთ, ჩვენი დასახლების უბანში ელექტროფიკაცია არ მოხდა. რამდენჯერმე ამ საკითხთან დაკავშირებით ქარელის ელქსელების ინჟინერს ზვიად არხოზაშვილს მივმართეთ, რაზედაც მან განაცხადა, თავად მოგვეჭრა ,,ლატნები“ და საკუთარი ძალებით გაგვეყვანა დარჩენილ მონაკვეთზე ელექტროენერგია. ჩვენი აზრით, მისი მხრიდან მსგავსი შემოთავაზება არის, ჩვენი, როგორც ოსი ეროვნების მოსახლეობის აბუჩად აგდება, დაცინვა და კონსტიტუციური უფლებების დარღვევა“, - გვწერენ ორთუბნის მაცხოვრებლები.

ჩვენ დავუკავშირდით ქარელის რაიონის ენერგოკომპანიის წარმომადგენელს ზვიად არხოზაშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ სოფელში ახალ-ახალი მაცხოვრებლები ჩადიან და იმათთვის ელექტროენერგიის გასაყვანი ხაზები და სახსრები არ გააჩნიათ.

სამაგიეროდ ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ შიდა ქართლის ფილიალის პრესსამსახურში ირწმუნებიან, რომ ორთუბანში ყველაფერი კარგად არის და გვპირდებიან, რომ დარჩენილი ხუთი ოჯახი თვის ბოლოს ელექტროენერგიას მიიღებს.

გიორგი ბალახაშვილი (პრესცენტრის ხელმძღვანელი): ს.ს. „ენერგო-პრო ჯორჯიას” შიდა ქართლის ფილიალმა სოფელ ორთუბნის ახალი მაცხოვრებლების წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლებიც ელ.ენერგიის მიწოდებას ითხოვდნენ, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ქარელის რაიონის სამი სოფლის ორთუბანის, კრობანის და კდუს ელექტროენერგიით მომარაგებისთვის მიმდინარე წლის იანვრის თვეში ს.ს. „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” დაკვეთით, კონტრაქტორმა ორგანიზაციამ ელექტრო გადამცემი სისტემის მშენებლობა დაიწყო, დამონტაჟდა 3 სატრანსფორმატორო პუნქტი, დაიდგა 60 საყრდენი ბოძი. აღნიშნული სამუშაოები 2007 წლის მარტის თვეში დასრულდა და 15 წლიანი უშუქობის შემდეგ, მოსახლეობამ (ჯამში 80 კომლი) ელექტროენერგია მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ორთუბნის 45 აბონენტის გარდა, სოფელში დღემდე არის მიტოვებული საცხოვრებელი სახლები, სადაც იმ დროისთვის სადენების გაყვანა არ მოხდა. თუმცა, მიმდინარე წლის 24 სექტემბერს ქარელის მომსახურების ცენტრს განცხადებით მიმართა ხუთმა ოჯახმა, რომლებიც სოფელ ორთუბანში დასახლებას აპირებენ და ელექტროენერგიის მიწოდება ითხოვეს, რის შემდეგაც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შიდა ქართლის ფილიალმა დაუყოვნებლივ მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო და მიმდინარე თვის ბოლოს ორთუბნის 5 ოჯახი ელექტროენერგიას მიიღებს“.

საბა წიწიკაშვილი გორი

ახალი ამბები