კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მდინარე ენგურის ნაპირებთან მოზარდი ნაღმზე აფეთქდა

15 ოქტომბერი, 2007

13 წლის ლევან ბაგათელია ენგურის ნაპირებთან ნაღმზე აფეთქდა. უბედური შემთხვევა 11 ოქტომბერს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მაშინ მოხდა, როცა ლევან ბაგათელია მეგობრებთან ერთად მდინარე ენგურში თევზაობდა.

თვითმხილველების თქმით მან უცხო საგანი მდინარის ნაპირზე შენიშნა და თითი დაუფიქრებლად დააჭირა. ნაღმის აფეთქების შედეგად ლევან ბაგათელია ადგილზე გარდაიცვალა. სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო იქ მყოფმა კიდევ ერთმა მოზარდმა. გარდაცვლილის სხეული ნათესავებმა სოფელ ოტობაიადან ზუგდიდის პროზექტურაში გადაიტანეს. სამედიცინო ექსპერტის, როინ ფეტელავას განცხადებით, ცხედრის თავი სხეულს იყო მოწყვეტილი და მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.
 
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის გალის წარმომადგენლობაში მომხდართან დაკავშირებით აცხადებენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ნაღმზე აფეთქების მრავალი შემთხვევა არსებობს. თორნიკე კილანავას განმარტებით ფეთქებადი მოწყობილობის მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში მოზარდები და ბავშვები ხდებიან. "მდინარე ენგურში და მის ნაპირებთან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების სრული განადგურება ამ დრომდე არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა განაღმვითი ოპერაციები არაერთხელ ჩაატარეს, ფეთქებადსაშიში ტერიტორიები მაინც რჩება".

შემთხვევის ადგილზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალების სარეზერვო ჯგუფი გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც საინჟინრო-გამნაღმველი ჯგუფი შედის. გალის მილიციის უფროსის, ლაურენს კოღონიას თქმით, ამ დროისათვის უცნობია აფეთქების დეტალები და მიმდინარეობს გამოძიება. დსთ-ს სამშვიდობო ძალების მეთაურის თანაშემწის, ალექსანდრე დიორდიევის განცხადებით, მიმდინარე წელს გალისა და ტყვარჩელის მოსახლეობის თხოვნით სამშვიდობო ძალების  გამნაღმველები ფეთქებადსაშიში საგნების აღმოჩენის ადგილებზე 15-ჯერ გავიდნენ. ყველა შემთხვევაში მოხდა განაღმვა და განადგურება. დიორდიევის თქმით 2007 წელს აღმოაჩინეს დაგაანადგურეს 60 ნაღმი, ყუმბარები და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხოლო  1994 წლიდან გამნაღმველებმა ასეთი 20 000 სხვადასხვა ტიპის საგანი გაანეიტრალეს.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ახალი ამბები