11:18, Sunday, 15.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ქართველი ახალგაზრდობა საქართველოდან გარბის

23.10.2007
საქართველოს მწვანეთა პარტიის ინფორმაციით, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - საქართველოს“ (IRI-საქართველო) სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, 17 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეთა 38 პროცენტი მზად არის დატოვოს ქვეყანა. ეს კი, პარტიის აზრით, სხვა ჭარბმოსახლეობიანი და პოლიტიკურად მოტივირებული ქვეყნებიდან გამოგზავნილი ადამიანების მოზღვავებას გამოიწვევს, რაც  საქართველოს დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანს.

„მწვანეთა პარტიამ“ სოციოლოგიური კვლევის შედეგად მიღებული პროცენტული მაჩვენებლები (IRI-საქართველომ 1500 ადამიანი გამოკითხა) მთელ საქართველოს მასშტაბზე გადაიყვანა და მათი გამოთვლებით აღმოჩნდა, რომ 1 230 000 ადამიანი მზად არის დატოვოს საქართველო. აქედან 680 000 ადამიანს უკვე გადაწყვეტილი აქვს ქვეყნიდან წასვლა, ხოლო 550 500 საქართველოს დატოვებაზე აქტიურად ფიქრობს. მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის 44 პროცენტია ქვეყნის დატოვების წინააღმდეგი. 

მწვანეთა პარტიის აზრით, რადგან ქვეყნის დატოვების მსურველები ძირითადად ახალგაზრდები და საშუალო ასაკის  პირები არიან, გამოდის, რომ უახლოეს მომავალში საქართველო სამუშაო ძალის 51 პროცენტის გარეშე დარჩება და ქვეყანაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პენსიონერები და ბავშვები იქნებიან.

მწვანეთა პარტიის ლიდერის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან უკიდურესი გაჭირვების ფონზე ქვეყანაში არსებულმა ძალადობამ, უსამართლობამ და კლანურმა მმართველობამ მოსახლეობას უპერსპექტივობის მკვეთრი განცდა გაუჩინა.

პარტიის აზრით, საქართველოდან გასულ მოსახლეობას აუცილებლად ჩაანაცვლებს სხვა ჭარბმოსახლეობიანი და პოლიტიკურად მოტივირებული ქვეყნებიდან „გამოგზავნილი ადამიანები, რაც საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფით დამთავრდება“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“  IRI - ს დაუკავშირდა და აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა. როგორც IRI-ს წარმომადგენელი აცხადებს, ამ ციფრებში ის გასაოცარს ვერაფერს ხედავს, რადგან ლიტვაში, რომელიც გაცილებით დემოკრატიული ქვეყანაა, ქვეყნის დატოვების სურვილს გამოკითხულთა დაახლოებით 40 % გამოთქვამს: „ეს თანამედროვე სამყაროში სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა და ჩვენ აქ საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ.“

გია გაჩეჩილაძე: „ლიტვა ევროკავშირის წევრია და იქ მიგრაციასთან სერიოზული პრობლემები არ შეინიშნება. საქართველოში გამეფებული სიტუაციის გამო, გამოკითხულთა 17 პროცენტი საერთოდ ფიქრობს საქართველოს დატოვებას და აქედან სამუდამოდ გადახვეწას. გამოკითხვაში ასეთი კითხვაც იყო, რა დრო დასჭირდება საქართველოში  სიტუაციის გამოსწორებას. მოსახლეობის უდიდესი პროცენტი აცხადებს, რომ სიტუაციის გამოსწორებას საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება. ანუ ქვეყანაში საშინელი პესიმიზმის განცდა იგრძნობა. ლიტვიდან ხალხი საზღვარგარეთ უკეთესი პირობების საძებნელად მიდის, აქედან კი ხალხი თავის გადასარჩენად გარბის. სხვაობა ამაში მდგომარეობს. ასე რომ IRI-ს კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ, აბსოულუტურად უადგილოდ მიმაჩნია. თუმცა, მათიც მესმის, ალბათ, არ სურს ისედაც დაძაბული სიტუაციის გართულება, მაგრამ თავისთავად ამ მონაცემების გამოქვეყნება, უკვე ცეცხლზე ნავთის დასხმას ნიშნავს.“

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაახლოებით 1400 ადამიანი გამოკითხა იმისათვის, რომ გაერკვია, საზღვარგარეთის რომელი ქვეყნებია მათთვის ყველაზე მისაღები და რისთვის აპირებენ ისინი საზღვარგარეთ გამგზავრებას. როგორც ირკვევა, გამოკითხულთა დიდი ნაწილი - 27 %, საზღვარგარეთ მომვლელის ვაკანსიის საძებნელად მიდის, ხოლო მას 23 პროცენტით, ნებისმიერ სამუშაოზე თანახმა ადამიანთა ჯგუფი მოსდევს. სასურველი დანიშნულების ქვეყანას კი უმრავლესობისათვის ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს. შემდეგ პოზიციას კი საბერძნეთი და ევროპის სხვა ქვეყნები იკავებს.

ნინო თარხნიშვილი, თბილისი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ნანა სეფაშვილი
2011-02-15 00:38
არსად წასვლა არ მინდა,ვერსად ვერგავძლებ, ვეძებ სამუშაოს ძიძად,მომვლელად.ვერსად ვიშოვე.დაკარგული თაობა ვართ,მხოლოდ გადარჩენაზე ვფიქრობთ.მუშაობა არ მეზარება.გამოსავალს ვერ ვპოულობ.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC