20:30, Thursday, 19.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ილია ჩაჩიბაიას ხელისუფლება და შ.ს.სამინისტრო ემუქრება

31.10.2007
ვინ და რატომ ცდილობდა  ,,თანასწორობის ინსტიტუტის” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის დაკავებას?

„თანასწორობის ინსტიტუტის“ ზუგდიდელმა ლიდერმა ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელო დღეს დატოვა. მის უსაფრთხოებაზე თანამოაზრეებმა იზრუნეს და მოსალოდნელ პროვოკაციას მოარიდეს. „თანასწორობის ინსტიტუტის“ ზუგდიდის ოფისში დღეს დაგეგმილი ბრიფინგი არ შედგა. ილია ჩაჩიბაიაზე გუშინ განხორციელებულ ზეწოლასა და დაკავების მცდელობას სწორედ ბრიფინგის თემას უკავშირებენ.

ილია ჩაჩიბაიამ ზუგდიდი მოულოდნელად, ბრიფინგის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე დატოვა. „თანასწორობის ინსტიტუტის“ ზუგდიდის ოფისში ჩაჩიბაია იმ პოლიციელებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტთა გვარების დასახელებას გეგმავდა, რომლებიც „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიტინგის შემდეგ პარლამენტარების დაკავებასა და ცემაში მონაწილეობდნენ. მოსალოდნელი პროვოკაციისაგან თავის არიდება მას „თანასწორობის ინსტიტუტის“ სხვა წევრებმა ურჩიეს.

ჩაჩიბაია დარწმუნებული იყო, რომ მუქარების შემდეგ მისი დაკავება ან გატაცება მოხდებოდა. მასზე განხორციელებულ ზეწოლაში „თანასწორობის ინსტიტუტის“ ლიდერი სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს, თენგიზ გუნავასა და სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორს, ზაზა გოროზიას ადანაშაულებს.

„30 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, თენგიზ გუნავამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. ვუთხარი, რომ მასთან შეხვედრის აუცილებლობას ვერ ვხედავდი და უარი განვუცხადე. მან რამდენჯერმე დამირეკა და იგივეს მიმეორებდა: „სად ხარ? მოვალ, მანქანაში ჩაგისვამ და დაგელაპარაკები, მეტი არაფერიო. მე კვლავ ვპასუხობდი, რომ ნახვის სურვილი არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით მაინც დავთანხმდი. შეხვედრის თაობაზე „ტელე - იმედის“ რეგიონალურ კორესპოდენტს შევატყობინე და მასთან ერთად სამხარეო პოლიციის შენობისკენ გავემართე. ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლთან“ ჩვენი ავტომანქანა შეჩერდა. „ტელე - იმედის“ ჟურნალისტს, ირაკლი ლაგვილავას ზაზა გოროზია დაუკავშირდა. რამდენიმე წუთში ლაგვილავა გოროზიას მანქანაში გადაჯდა, ხოლო ჩემთან გუბერნატორის დაცვის უფროსი დიმა მარკოიძე ჩაჯდა. ავტომანქანა სამხარეო პოლიციის მიმართულებით დაიძრა, უკან გოროზია მოგვყვებოდა, სადაც ლაგვილავაც იჯდა. დიმა მარკოიძე სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობამდე სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. იქ კი ათამდე პოლიციელი დაგვხვდა, რომლებსაც ავტომანქანიდან ჩემი ძალის გამოყენებით გადმოყვანა და ალბათ დაკავება სურდათ. პოლიციის თანამშრომლებს ირაკლი ლაგვილავა შეეწინააღმდეგა. იმ ადგილიდან, „ტელე - იმედის“ ჟურნალისტმა გამომიყვანა“.

სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი,თენგიზ გუნავა ილია ჩაჩიბაიასთან სატელეფონო კავშირს უარყოფს: „ის იტყუება, ძალიან  ცუდად იტყუება, მე დავამთავრე საუბარი, ეს სისულელეა. თქვენ გაიგეთ ჩემი ნათქვამი?! ან კი ან არა ხომ? მე გეუბნებით, რომ რასაც ის ამბობს, ტყუილია?!“

თენგიზ გუნავა სატელეფონო ზარების არსებობას უარყოფს, მაგრამ ილია ჩაჩიბაიამ ფარული ნომრიდან განხორციელებული ის ზარები გაშიფრა, სადაც სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის ნომერი დაფიქსირდა. „თანასწორობის ინსტიტუტის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მათ შორის არსებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც გააკეთა. 

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC