კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"7 ნოემბერი" გალერია "ჰობში"

11 დეკემბერი, 2007

 ავტორი: თემურ ბარძიმაშვილი
10 დეკემბერს, 4 საათზე "ადამიანის უფლებათა ცენტრმა"  ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა გახსნა. ,,ჩვენ ვისურვებდით, რომ მეორედ ასეთი ფოტოები აღარ გამოგვეფინოს“, - ამ სიტყვებით გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომლის თემა ზოგადად ადამიანის უფლებები უნდა ყოფილიყო, მაგრამ  საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ლოგიკურად იქცა 7 ნოემბრის რეპორტაჟად.

ფოტოების შესარჩევად ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ კონკურსი  სამ ნომინაციაში გამოაცხადა: ფოტორეპორტაჟი, პოსტერი და ერთი კადრი ადამიანის უფლებებზე.  ხუთკაციანმა  ჟიურიმ ( ფოტოგრაფები: გურამ წიბახაშვილი, ზურაბ ქურციკიძე,  აგნეს მონტანარი; ფოტომცოდნე: ნესტან ნიჟარაძე და  ჟურნალ ,,ფოტოლაიფის“ წარმომადგენელი კახა ფხაკაძე) გამარჯვებულები გამოავლინა.

ფოტორეპორტაჟი: დათო როსტომაშვილი (პრიზი: 300 ევრო),
პოსტერი: თემურ ბარძიმაშვილი (პრიზი: 300 ევრო),
კადრი ადამიანის უფლებებზე: შორენა ღლონტი (პრიზი: 300 ევრო),
კადრი ბავშვთა უფლებებზე: რომა ლომიძე (პრიზი: ფოტოაპარატი).

კონკურსი ჩატარდა ასევე ადამიანის უფლებათა თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის. ჟიურიმ შეარჩია  ჟურნალისტური ნაშრომები ნომინაციებში - ჟურნალისტური გამოძიება, სტატია ადამიანის უფლებებზე, სტატია  მოუგვარებელ კონფლიქტებზე. ჟიურის წევრები იყვნენ გამოცდილი ჯურნალისტები: ალეკო ცქიტიშვილი,  თინათინ მოსიაშვილი, მაგდა მემანიშვილი - თსუ სოციალურ და მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, სოფო ბუკია - IWPR, რედაქტორი.

ჟიურიმ  გამოავლინა შემდეგი გამარჯვებულები:

ნანა ბიგანიშვილი: ჟურნალისტური გამოძიება ,,გორი“, სტუდია ,, მონიტორი“ (პრიზი 300 ევრო),
გელა მთივლიშვილი: ჟურნალისტური გამოძიება ,,ყიდვა-გაყიდვა ღამის  12 საათზე“, გაზეთი ,,რეზონანსი“ (პრიზი 300 ევრო),
თამუნა მაისურაძე: სტატია ,, ახალი კანონის მოლოდინში“, გაზეთი ,,24 საათი“  (პრიზი 300 ევრო),
ემზარ დიასამიძე: სტატია ,,სამსართულიან სახლში ვაშალომიძეები მარტო დარჩნენ“ , გაზეთი ,,ბათუმელები“ (პრიზი: ფოტოაპარატი და ციფრული დიქტოფონი),
კობა ლიკლიკაძე და ანაიდ გოგორიანი: მოუგვარებელი კონფლიქტები ,,აფხაზეთი: დაკარგულების საძებნად“ IWPR (პრიზი  300 ევრო და ციფრული დიქტოფონები).

პროექტის განხორცილებაში მონაწილეობას იღებდნენ დონორი ორგანიზაციები: შვეიცარიის საელჩო, ჰოლანდიის საელჩო, ეუთოს მისია საქართველოში, ომისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IWPR).
ფოტოგამოფენის  დათვალიერება გალერეაში „ჰობი“  მსურველებს 16 დეკემბრამდე შეეძლებათ, (მისამართი: თბილისი, ჭანტურიას ქ. #8).

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები