კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კასპში არჩევნების გაყალბებას ელიან

12 დეკემბერი, 2007

 ხათუნა თათანაშვილი
ვარდების რევოლუციის შემდეგ და საერთოდ, პრეზიდენტობის პერიოდში, მიხეილ სააკაშვილი კასპში არასდროს ყოფილა. ცემენტის მტვერში გახვეულ ქალაქს სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში მხოლოდ მაშინ ესტუმრა, ისიც ცოტა ხნით, როცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას მხოლოდ სკოლის ბავშვები და გამგეობის თანამშრომლები დაახვედრა. კასპელი „რესპუბლიკელის“ ხათუნა თათანაშვილის თქმით, კასპელმა ჩინოვნიკებმა სპეც-რაზმელების ფორმები ჩაიცვეს და ხელკეტებით  ხალხის დარბევა ჯერ კიდევ 7 ნოემბერს დაიწყეს.

,,ამჟამად ვმუშაობთ იმაზე, რომ დავადგინოთ, ჩვენი გამგეობიდან და საკრებულოდან   ვინ მონაწილეობდა  7 ნოემბრის დარბევაში. ზუსტად ვიცით რამდენიმე პიროვნება, მაგრამ საბოლოო სიას უახლოეს ხანებში დავადგენთ" - გვპირდება კასპელი ოპოზიციონერი ხათუნა თათანაშვილი.

მიუხედავად ამისა, თათანაშვილს შეუძლია კასპის საკრებულოს ორი დეპუტატი - მანუჩარ ბერიანიძე და ლევან ნონიაშვილი კორუფციულ გარიგებებში ამხილოს. სწორედ ეს ადამიანები არიან, რომლებსაც დავალებული აქვთ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილს ხმების 70% მოუგროვონ.

"მანუჩარ ბერიანიძის წინააღმდეგ 2007 წელს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გახარჯვის ფაქტზე. კერძოდ, მანუჩარ ბერიანიძე გამგებლის მოადგილეობის პერიოდში მხილებულია საბავშო ბაღების შეშით მომარაგებისათვის განკუთვნილი თანხების გაფლანგვაში. ამისათვის ბერიანიძის მიერ გირაოს სახით გადახდილია 11 000 ლარი. ჩვენ ამის დამადასტურებელი ქვითრები გაგვაჩნია", - ამბობს ხათუნა თათანაშვილი.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კასპის საკრებულოში ყოფილი დეპუტატები გრიგოლ გოცირიძე და დვალიშვილი დააბრუნეს. ამ ორ დეპუტატს წელიწადზე მეტია პროკურატურა სახელმწიფო ქონების უკანონოდ განკარგვაში სდებს ბრალს. მიუხედავად ამისა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გამო საკრებულოდან დათხოვნილი დეპუტატები კვლავ საკრებულოში დააბრუნეს. ,,ეს იმიტომ გააკეთეს, რომ როდესაც 12 სექტემბერს კასპის გამგებელი ვახტანგ მაისურაძე ირაკლი ოქრუაშვილთან და მიხეილ ქარელთან მეგობრობის გამო დაიჭირეს, მისი იმპიჩმენტის მოსაწყობად საკრებულოში კვორუმი სჭირდებოდათ. კვორუმის შესავსებად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ყოფილ დეპუტატებს უფლებამოსილება ერთ ღამეში აღუდგინეს" - განმარტავს კასპელი რესპუბლიკელი. სხვათა შორის, ის ვიდეო ჩანაწერიც არსებობს, სადაც დაფიქსირებულია გოცირისა და დვალიშვილის ყოფნა საკრებულოს სხდომაზე, როდესაც კასპის გამგებელს იმპიჩმენტი მოუწყვეს.

რაც შეეხება სააკაშვილის ვიზიტს კასპში, ის საკმაოდ ცოტა ხანს გაგრძელდა. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ თბილისი-იგოეთის ავტობანი გახსნა სოფელ აღაიანთან. აღაიანის მოსახლეობამ პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრა ვერ მოახერხა. შემდეგ სააკაშვილი კასპში ჩავიდა. სააკაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შეკრებილ მოსახლეობას შორის შეხვედრა სააკაძის ძეგლთან შედგა. ეს ის ადგილია, სადაც დიდი ხანია კასპის ცემენტის ქარხანა სამი საკვამლური მილით კასპელებს ცემენტის მტვერს აყრის. სააკაშვილის ვიზიტის დროს „კასპიცემენტის“ მხოლოდ ერთი ღუმელი მუშაობდა, დანარჩენი ალბათ სპეციალურად გააჩერესო - ასკვნიან კასპელები. შემდეგ სააკაშვილი სოფელ სამთავისში წავიდა, სადაც უნიკალური არქეოლოგიური გათხრების ადგილი დაათვალიერა. სამთავისელებმა ოპოზიციონერებს შესჩივლეს, რომ მათაც ვერ მოახერხეს პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრა.

კასპელი ოპოზიციის პროგნოზით,  არჩევნები გაყალბდება. ხელისუფლება ოპოზიციონერების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი ყველანაირ საშუალებას აძლევენ ოპოზიციას, რომ საარჩევნო მარათონი კანონის ფარგლებში ჩაატარონ.

"რა კანონიერ ფარგლებზეა საუბარი, როდესაც ჩვენს ვიზიტებს თან პოლიციისა და უშიშროების მანქანები დასდევენ. დიდი ხანია კობა დავითაშვილი კასპის რაიონის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა და ყველგან ერთი და იგივე უშიშროების მანქანა დაგვდევდა. ამ მანქანის ნომერი დამახსოვრებული გვაქვს. ეს არის 09-ი მარკის ავტომანქანა სახლმწიფო ნომრით AES 441. თან აფრთხილებდნენ მოსახლეობას, რომ ვინც კობა დავითაშვილს შეხვდებოდა, პრობლემები შეექმნებოდათ. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კასპის პოლიციის უფროსს მალხაზ ბარნოვს, რომელიც ჩვენს შეხვედრებს მოსახლეობასთან ყოველთვის "ესწრება" და თვალყურს "გვადევნებს."

საბა წიწიკაშვილი, გორი.

ახალი ამბები