12:51, Thursday, 22.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„რესპუბლიკელები“ საარჩევნო სიების შემოწმებისას ერთ-ერთი ამომრჩევლის წლისთავზე აღმოჩნდნენ

25.12.2007
ოპოზიცია შიდა ქართლში ყოველ დღე ახალ-ახალ წინასაარჩევნო დარღვევებს მაგალითად, „რესპუბლიკელების“ ინფორმაციით, კასპში, თურმე, პედაგოგებს აიძულებენ კარდაკარ იარონ და დააფიქსირონ, ვინ ვის აძლევს ხმას. გორში კი „მემარჯვენეებს“ ინფორმაცია აქვთ, რომ 3 000 იეღოველის ხმას ხელისუფლება გამოიყენებს. რაც მთავარია, კასპის რაიონის სოფელ ფერმაში მაცხოვრებელი აჯადარ ოღლი იასიმი სამ სხვადასხვა უბანშია დაფიქსირებული სხვადასხვა სახელითა და გვარით - ,,აჯადარ ოღლი იასი, აჯადარ ოღლი იასიმ და აჯადარ ოღლი იასიმი" -ით.

ხათუნა თათანაშვილი: (რესპუბლიკური პარტიის კასპის ორგანიზაცია) -  ,,ეუთოს სადამკვირვებლო კომისიას დეტალური ინფორმაცია მივაწოდე, თუ რა ხდება კასპის რაიონში. ჩვენ ხელთ გვაქვს ცესკოს გამოგზავნილი საარჩევნო სიის კომპიუტერული ვერსია. ასევე მოვითხოვეთ უბნებისდა მიხედვით მოეცათ ამომრჩეველთა სია, მაგრამ უარი მივიღეთ.გვითხრეს, რომ ამომრჩეველთა სია უბნების მიხედვით არ არსებობსო. სია,რომელიც ჩვენ გვაქვს,  სპეც-ჯგუფების მიერ შედგენილი, რომელიც ცესკოში საოლქოდან გადაცემულია და დავიწყეთ ამომრჩეველთა შედარება. ძალიან ბევრი დარღვევა აღმოვაჩინეთ. მაგალითად, კასპში კოსტავას # 2-ში, სადაც ამჟამად ჩვენი ოფისია, ჩაწერილია ვასილ გამდლიშვილი, რომელიც 1959 წლის 22 დეკემბერს არის დაბადებული. ასეთი პიროვნება საერთო არ არსებობს. არის სიებში გვარების და სახელების გამეორების ფაქტებიც. სიაში წერია ვინმე მაია ყაზარაშვილი, აღმაშენებლის #80 ნომერში მცხოვრები და ასევე წერია ყაზაშვილი მაია, აღმაშენებლის #80 ნომერში მცხოვრები. ობგაიძე შოთა მცხოვრები კოსტავას ქუჩაზე, და არის ობგაძე შოთა, იგივე ქუჩაზე და იმავე ნომერში. ქვემოჭალაში 1974 წლის 14 თებევალს დაბადებული ბაცილაშვილი გულნარა და სიაშია ამავე დღეს დაბადებული ვაცილაშვილი გულნარი სოფელ ქვემო გომში. არის კიდევ ჩერუპოვა ზეინაბ, ჩერუპოვი ზეინაბი, 1978 წლებში დაბადებული. ,,ზეინაბი" სოფელ ფერმაშია რეგისტრირებული, ხოლო ,,ზეინაბ" - ი  კასპში.

კიდევ გვყავს ფსიქიურად დავადებული ქასრაძე ზაზა და ქასრაძე გენადი. ორივე მათგანს სასამართლოს მიერ დანიშნული აქვს პენსია, როგორც ფსიქიურად დაავადებულებს. მე რა გვარებიც ჩამოგითვალეთ, ზოგჯერ 3-ჯერ და 4-ჯერ არიან დაფიქსირებულები სხვადასხვა სოფლებსა თუ უბნებში.

მაგალითად, აჯადარ ოღლი იასიმი, აჯადა ღლი იასიმ და აჯადარ ოღლი იასი. როგორც ხედავთ, ერთი კონკრეტული არაქართველის გვარი და სახელი სამნაირად არის შეცვლილი. გვაქვს შემთხვევები, როდესაც  გვარი და სახელი წერია, მაგრამ არ ვიცით საპასპორტო მონაცემები. კიდევ არიან ადამიანები, რომელსაც გვარი უწერიათ, მაგრამ სახელი არა. ასეთი უსახელო ადამიანები ძალიან ბევრია: ფოლადაშვილი ლ. პაპუნაშვილი ლ. და ა.შ.

გარდაცვლილებზე ხომ აღარაფერს ვამბობთ. მაგალითად, როდესაც სიებს კარდაკარ ვამოწმებდით, ბაინდურაშვილი გურამის წლისთავზე აღმოვჩნდით. ეს ფაქტი კასპში  ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე შეგვემთხვა.

სიაში შეყვანილი თათანაშვილი ომარი კი მეორე წელია გარდაიცვალა. გარდაცვლილია ჯანჯალაშვილი მარიამიც. ის ხალხი, ვინც 10-20 წელია საქართველოდანაა წასული, შეყვანილია სიებში, ოღონდ, მითითებულია მხოლოდ უცხოეთი. კანონის მიხედვით, ადამიანი, რომელიც ლეგალურად არის წასული უცხოეთში, უთითებენ მის ადგილსამყოფელს, რადგან უცხო ქვეყანაში შესაბამის საკონსულოში გახსნილ უბანზე მივიდეს. თუ არალეგალურად წასულია, უთითებ, რომ იმყოფება უცხოთში. ჩვენს შემთხვევაში, ყველა პირდაპირ ჰყავთ შეყვანილი, როგორც უცხოეთში წასულები. ასეთი დარღვევები 32-ე უბანში შეგვხვდა. არიან კიდევ მისჯილები, რომლებიც იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და შეყვანილი ჰყავთ საუბნო სიებში, კიდევ არიან ამომრჩევლები, რომლებსაც ვეძებთ და ვერ ვპოულობთ ასეთია ხალიფოვი ფოლადი და ხალიფოვი ოლგამი. მათ ვერ ვპოულობთ.

,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემოღებულმა ახალმა მეთოდმა შემაშფოთა. ამას ჰქვია პედაგოგების ,,კარდაკარის" პროგრამა. პედაგოგები მაგალითად სოფელ დოესში და ახალქალაქში დადიან კარდაკარ და აღრიცხავენ, თუ ვინ ვის აძლევს ხმას."

მამუკა ფანიაშვილი: („ახალი მემარჯვენეების“ გორის ორგანიზაცია) -  ,,ყველა უბნიდან გვაქვს სიები. ამ სიებში ძალიან ბევრია  1924 წელს დაბადებული პიროვნება.  თითოეულ ფურცელზე სადაც 40 ადამიანი მაინც არის დაფიქსირებული, 5-6 გარდაცვლილია. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეს-კონფერნეციის მოწყობას ვაპირებთ. გარდა ამისა, ლტოლვილებს  ერთი საარჩევნო უბანი გაუხსნეს. ამით აპირებენ ყველანი ერთად მიიყვანონ საარჩევნო უბანზე და ერთად მიაცემინონ ხმა. თან ეუბნებიან, რომ თუ ერთი ხმა იქნება ოპოზიციის, იმ დაკანონებული სახლებიდან გამოყრილები იქნებიან. ლტოლვილების საერთო უბანი გაიხსნება ლტოლვილთა და  განსახლების სამინისტროს ტერიტორიულად დაქვემდებარულ სამსახურის შენობაში.

იგივე ხდება ჯარში. ჯარისკაცებს ეუბნებიან, ყველა თუ არ მისცემთ ხმას ნაციონალურ მოძრაობის კანდიდატს, ოპოზიციის მხარდამჭერი ერთიც ხმაც რომ დაფიქსირდეს,  ყველა  დაისჯებითო. ჯარისკაცებიც ერთად აძლევენ ხმას. ჯარისკაცებს დილით ჯერ საერთო უბანზე მიაცემინებენ ხმას, მერე ფორმებს გაახდევინებენ და ყველას თავის უბანზე მიაცემინებენ ხმას.

პასპორტები არსებობს მისამართის გარეშე. იმ ხალხისთვის, ვისაც ასეთი  პასპორტები აქვთ, გაუხსნეს ერთი საარჩევნო უბანი. ეს უბანი იქნება გურამიშვილის ქუჩაზე, ახალ-ბაღთან მდებარე საბავშვო ბაღის შენობაში. აპირებენ იაღოველოების ხმების გაყალბებასაც. გორში დაახლოებით 3000 იაღოველია რეგისტრირებული და ხელისუფლება მათ მაგივრად აპირებენ ხმის მიცემას. იაღოველები თავიანთი მრწამსიდან გამომდინარე, არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. საერთოდ,  საარჩევნო სიები მოუწესრიგებელია. 6 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი სიების მოსაწესრიგებლად, თუმცა ძალაშია ისევ ძველი, 2003 წლის სიები, რასაც მოჰყვა „ვარდების რევოლუცია“.

უშიშროებისა და პოლიციის თანამშრომლები  თითქმის ყველა უბანზე კომისიის წევრებზე „მუშაობენ“. ზოგს სამსახურებიდან გამოყრით, ზოგს კი დაჭერით ემუქრებიან. მე-5-ე სკოლაში სკოლის დირექტორი შეხვდა პედაგოგებს და სასხვათაშორისოდ წყრომით უთხრა - ხმები მომდის, რომ ოპოზიცია კომისიის წევრებად ჩვენი სკოლის მასწავლებლებს სვამსო. ამით მიანიშნა, რომ არ გაბედოთ ოპოზიციას მოემსახუროთი“, - აცხადებს ფანიაშვილი.

საბა წიწიკაშვილი, გორი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC