12:53, Thursday, 22.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დასაქმების პროგრამამ იმედი ახალციხელებსაც გაუცრუა

26.12.2007
დაპირების მიუხედავად, დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეგიონებში ამ ეტაპზე არ ამოქმედდა. სამუშაო ადგილებზე კადრების პროფესიული მომზადების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სამი თვით 100 ათასი ადამინის დასაქმება-გადამზადებას გულისხმობდა, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო. პროგრამის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით იგეგმებოდა, მაგრამ დედაქალაქში უმუშევართა რამდენიმედღიანი რეგისტრაციის შემდეგ, პროგრამა შეჩერდა. ბოლო ინფორმაციით, დასაქმების პროგრამა რეგიონებში თებერვლიდან დაიწყება.

დასაქმება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის დაწყებას სულმოუთქმელად ელოდნენ სამცხე-ჯავახეთშიც. დასაქმების სააგენტოს უამრავი უმუშევარი აკითხავდა, მაგრამ ლოდინი ამაო გამოდგა.

სუბსიდიების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსის, აზა ქურდაძის განცხადებით, დასაქმების პროგრამა სამცხე-ჯავახეთში ჯერჯერობით არ განახლდება: „მიზეზები უცნობია. განმარტებას ამის თაობაზე არავინ აკეთებს. უკანასკნელი ინფორმაციით, პროგრამა ჩვენს რეგიონში არჩევნებამდე შეჩერდა“.”

ახალციხელები პროგრამის შეჩერების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. 38 წლის გიული ლომიძე თითქმის ყოველ დღე აკითხავდა სუბსიდიების სააგენტოს, რომ დასაქმების პროგრამის განახლება არ გამოპარვოდა: „მეც და ჩემი ქმარიც უმუშევრები ვართ. არ ვიცი, რით ვარსებობთ. პროგრამის დაწყებას ყოველ დღე ველოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ იწყება. ამით მოსახლეობას კიდევ ერთი იმედი გაუცრუვდა“.

45 წლის გია აწყურელი ვერაფრით ხსნის, რატომ ამუშავდა პროგრამა მხოლოდ თბილისში.

,,რას გვატყუებდნენ?! თავიდან დასაქმდებითო, მერე რეგიონები არაო, რატომ, აქ ხალხი არ ცხოვრობს?! - კითხულობს ის.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მარინე სუდაძე დასაქმების პროგრამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მისი პოზიცია ასეთია: „ქვეყანაში სოციალური პრობლემები არსებობს, ადამიანებს უჭირთ, მაგრამ დასაქმების პრობლემა დიდ ქალაქში უფრო მწვავედ დგას. შესაბამისად, იქ უფრო მეტად საჭიროებენ დასაქმებას, ვიდრე პატარა ქალაქებში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეგიონებში თებერვლიდან დაიწყება. ,,პატარა ქალაქების” მცხოვრებლებს კი მოთმინება მართებთ.

 გულო კოხოძე, ახალციხე

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC