კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დარღვევების ნაკადი არ კრებულობს (ნაწილი II)

9 იანვარი, 2008
კოალიცია დემოკრატიისთვის სადამკვირვებლო შტაბის მონაცემები

12:20 - ,,კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის” დამკვირვებელთა კოორდინატორის ნინო შავდათუაშვილის ინფორმაციით გორის საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე (სოფ. კარალეთი) დარღვეული იყო მარკირების პროცესი. ამომრჩევლებს არ უკეთებდნენ მარკირებას. დამკვირვებელმა შეადგინა საჩივარი ჩანაწერთა წიგნში. ამის გამო დროებით შეჩერებულ იქნა საარჩევნო პროცესი.

12:45 - ,,კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის” დამკვირვებელთა კოორდინატორის ნინო შავდათუაშვილის ინფორმაციით, გორის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში თავიდანვე არ იყო ჩაგდებული საკონტროლო ფურცელი.

13:00 – ,,ასოციაცია მომავლის იმედის” დამკვირვებლის ქეთევან ზაქარაიას ინფორმაციით, საბურთალოს ოლქის #72 საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა 1342 დანიშნული ბიულეტენი. მოხდა რეაგირება დაკვირვებლების,  კომისიის წევრების მხრიდან.

13:55 – ,,ასოციაცია მომავლის იმედის” დამკვირვებლის ქეთი კაცაძის ინფორმაციით, სამტრედიის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე არ არსებობს წითელი კონვერტები (დამატებითი სიებისთვის). დამკვირვებლის შენიშვნაზე საოლქო კომისიის თავმჯდომარის პასუხი იყო ის, რომ  კონვერტები არ ჩამოვიდა თბილისიდან.

13:22 - ,,ასოციაცია მომავლის იმედის“ დამკვირვებლის ინფორმაციით, საბურთალოს საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიებში შეყვანილია 1998 წელს გარდაცვლილი 2 პიროვნება (თეიმურაზ ჩოკაშვილი და გუცაევი). ჩანაწერი გაკეთდა საჩივრის წიგნში.

13:55 - ,,ასოციაცია მომავლის იმედის“ დამკვირვებლის ინფორმაციით, სამტრედიის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე დევნილების რეგისტრაცია არ ხდება მიუხედავად იმისა, რომ მათ წარმოადგინეს დევნილის მოწმობები. 

14:00 - ,,ასოციაცია მომავლის იმედის“ დამკვირვებლის ინფორმაციით, სამგორის საარჩევნო ოლქის #8 უბანზე ფორმიანი პოლიციის თანამშრომელი აწარმოებდა მარკირებას.

14.05 - ,,ასოციაცია მომავლის იმედის“ დამკვირვებლის ნინო სვანიძის ინფორმაციით,  #9 საარჩევნო ოლქის #74-ე უბანზე დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:
- 5 რეგისტრატორზე გამოყოფილია 4 მარკირების სითხე ;
- არეულია სარეგისტრაციო ბეჭდები ;
- უბანში მიმდინარეობს ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის – მ.სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ ვიზუალური აგიტაცია (ქუდები, კაშნები, სამკერდე ნიშნები);
- უბანზე ერთდროულად იმყოფებოდა საპრეზიდენტო კანდიდატის – მ.სააკაშვილის 2 დამკვირვებელი.

14:20 - ,,ასოციაცია მომავლის იმედის“ დამკვირვებლის ქეთი ქურციკიძის ინფორმაციით, ვაკის საარჩევნო ოლქის # 64 საარჩევნო უბანზე მარკირების პროცესი შეჩერებულია აპარატის გაუმართაობის გამო. შეაჩერეს კენჭისყრის პროცესი. 

15.00 ,,საქართველო ჩემი სამშობლოას“ წარმომადგენლის ალი ბაბაევის ინფორმაციით, გარდაბნის საარჩევნი ოლქის #1 საარჩევნო უნაბზე მიკროავტობუსებით მიყავთ მოსახლეობა, ეწევიან საარჩევნო აგიტაციას.

15.00 - ,,საქართველო ჩემი სამშობლოა“ წარმომადგენლის ალი ბაბაევის ინფორმაციით, გარდაბნის საარჩევნი ოლქის 3 საარჩევნო უნაბზე კენჭისყრა მიმდინარეობს მარკირების გარეშე.

15.00 - ,,საქართველო ჩემი სამშობლოას“ წარმომადგენლის ალი ბაბაევის ინფორმაციით, ბოლნისის საარჩევნო ოლქის 22-ე და 52-ე საარჩევნო უბნებზე გაზრდილია ამომრჩეველთა სია, ფაქტიურ ამომარჩევემჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 600-ს.

15.00 - ,,საქართველო ჩემი სამშობლოას’’ წარმომადგენლის ალი ბაბაევის ინფორმაციით, მეტროპოლიტენის ყველა სადგურში გრძელდება პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კლიპების ჩვენება.

15:20 – ,,კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის“ დამკვირვებლის კახა კვაშილავას ინფორმაციით, ფოთის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობდა მარკირების გარეშე. 

15:20 -  ,,კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის“ დამკვირვებლის კახა კვაშილავას ინფორმაციით ფოთის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი კომისიის წევრების საქმიანობას აკვირდებოდნენ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და სხვა დამკვირვებლებს არ აძლევდნენ მათ საქმიანობაზე დაკვირვების უფლების განხორციელებას.

16:00 – ,,საზოგადოების კვლევის ცენტრის“ დამკვირვებლის კოტე ჩიკვილაძის ინფორმაციით, გლდანის საარჩევნო ოლქის #99 უბანზე შეუშვეს მარკირებული ადამიანი. მისივე ინფორმაციით, მოძრაობდა 9 მიკროავტობუსი, რომლებსაც დაყავდათ ამომრჩევლები  მათგან ცნობილია 6 მიკროავტობუსის ნომრები. მიკროავტობუსებს დაყვებოდა საპატრულო პოლიციის მანქანა #412. (მიკროავტობუსების ნომრები: NAB 987; GTO 917; RAN 758; ABG 229; LLL 852; GGG 354)

16:20 - ,,საზოგადოების კვლევის ცენტრის” დამკვირვებლის გლდანის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე შეიმჩნევა ამომრჩეველთა ორგანიზებულო მიყვანა 2 მიკროავტობუსით და 1 მსუბუქი მანქანით (# ROO 015; MUM 894; DII 164 ).

16:30 – ,,საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის” დამკვირვებლის ნინო ტაბატაძის ინფორმაციით, ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კარუსელის ფაქტი დილის საათებში. ეს ფაქტი გაშუქდა ტელევიზიით, რამაც გამოიწვია მასზე და საია-ს დამკვირვებელზე ზეწოლის განხორციელება კომისიის  თავმჯდომარის მხრიდან: უხეში და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ორივე დამკვირვებელს და კატეგორიულად მოითხოვდა მათი მხრიდან უბნის დატოვებას.

16:35 – ,,კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის” დამკვირვებლის ინფორმაციით, ვაკის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე 30 ამომრჩეველი მარკირების გარეშე შეშვებულ იქნა საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად.


ახალი ამბები