კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვის დავუჯეროთ?

10 იანვარი, 2008

საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ შეფასებების კეთება ჯერ კიდევ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე დაიწყო. სახელისუფლებო წრეები, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და სადამკვირვებლო მისიების ცალკეული წარმომადგენლები სატელევიზიო ეთერით აცხადებდნენ, რომ არჩევნებმა დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩაიარა. ბოლო დღეების განმავლობაში ყველა ქართულ ტელეარხზე ისმის დადებითი შეფასებები და არავინ საუბრობს იმ მრავალრიცხოვან დარღვევებზე, რაც ამ არჩევნებს თან სდევდა და რაც აისახა როგორც ეუთოს, ისე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და სხვა არაერთი ორგანიზაციის მიერ დადებულ დასკვნაში.

არჩევნების ოფიციალური შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა. კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა შონ მაკკორმაკმა რუსთავი 2-ის კორესპონდენტის დავით ნიკურაძის შეკითხვას უპასუხა. მან თქვა, რომ „ეს იყო კარგი არჩევნები, რამაც ქართველი ხალხის ნება ასახა“. მან ასევე ახსენა ის დარღვევები, რაც არჩევნებს ახლდა და რაც ეუთოს მისიამ აღმოაჩინა და რომელზე ყურადღების გამახვილებაც მოუწევს საქართველოს მთავრობას. ასევე აღნიშნა, რომ საერთო ჯამში არჩევნები შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. თუმცა მას არსად უთქვამს ფრაზა, რომელიც დაემატა მაკკორნაკის კომენტარს რუსთავის 2-ის ვებ-გვერდზე:
„სადამკვირვებლო მისიებმა შენიშნეს დარღვეევებიც, თუმცა ამას არჩევნების მიმდინარეობაზე არ უმოქმედია“. ეს ბოლო ფრაზა ჩვენ მაკკორნაკის პრესკონფერენციის ელექტრონულ ვერსიაში ვერ აღმოვაჩინეთ.
http://www.state.gov/r/pa/prs/dpb/2008/jan/98835.htm
არც ისე დადებითია სადამკვირვებლო მისიების უკვე არსებული დასკვნები არჩევნების შესახებ, როგორც ამას ტელე-მედია გადასცემს. მაგალითად, იმავე ეუთოს დასკვნაში მითითებულია როგორც დადებითი მხარეები, ისე ხარვეზები.

ეუთო საკუთარ დასკვნაში წერს:

საარჩევნო პროცესის პოზიტიური ასპექტები:

• ზოგადად, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ადეკვატურია, თუ იგი
კეთილსინდისიერად განხორციელდა. საარჩევნო კოდექსში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები პასუხობს OSCE/ODIHR-ისა და ევროსაბჭოს მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს.
• წინასაარჩევნო პერიოდში, ცესკოს საქმიანობა გამჭვირვალობით გამოირჩეოდა, ხშირად მართავდა რა ღია შეხვედრებს დამკვირვებლებთან და მედიის წარმომადგენლებთან. საარჩევნო კომისიები ყველა დონეზე მზად იყვნენ თანამშრომლობისთვის;
• ჩატარდა ამომრჩეველთა საგანმანათლებლო კამპანია ეროვნული მედიისა და არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირთა ტრენინგი;
• პროცესის გამჭვირვალობას ხელი შეუწყო მრავალრიცხოვანი ადგილობრივი არაპარტიული დამკვირვებელი ორგანიზაციების აკრედიტაციამ;
• საარჩევნო მასალები გამოიცა ეროვნული უმცირესობების ენებზე;
• საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და პრობლემური საკითხების მოგვარების მიზნით, პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის მიერ შეიქმნა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო სამუშაო ჯგუფი. ზოგჯერ ოპოზიციის უკმაყოფილებები პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ჩარევის შედეგად გვარდებოდა.

თუმცა პოზიტიური ასპექტების პარალელურად შემდეგი ნაკლოვანებებიც დაფიქსირდა:

• კამპანიას ჩრდილს აყენებდა დაშინებისა და ზეწოლის მრავალრიცხოვანი ფაქტები.  განსაკუთრებით სახელმწიფო სექტორის მოხელეებზე;
• სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელება ხშირად კავშირში იყო ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიასთან;
• საარჩევნო კოდექსში დარჩენილი შეუსაბამობები, ხარვეზები და ორაზროვანი ადგილები მრავალგვარი ინტერპრეტაციის საფუძველს იძლეოდა;
• საჩივრების განხილვისას ცესკომ ვერ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი სამართლებრივი პროცედურები; როგორც ცესკო, ასევე სასამართლოები ცდილობდნენ, ყოველგვარი საფუძვლიანი ინტეპრეტაციის გარეშე, მოერგოთ კანონი მმართველი პარტიის კანდიდატისა და თანამდებობის პირების სასარგებლოდ;
• ცესკოს მიერ მიღებული არჩევნების დღის პროცედურებს აკლდა გამჭვირვალობა და დეტალურობა.

ამ დარღვევების შესახებ საუბრობდა მხოლოდ ოპოზიცია და ისიც მხოლოდ ერთ სატელევიზიო არხზე. ჩვენ გთავაზობთ იმ დასკვნების სრულ ტესტებს, რომლებიც უკვე გაავრცელა ეუთომ და ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა. ასე რომ, შეფასება თავად გააკეთეთ.

ეკა ქევანიშვილი, თბილისი.

1. საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია
საქართველო - რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევენები, 2008 წლის 5 იანვარი
მოხსენება წინასწარი მონაცემებისა და დასკვნების შესახე

2. STATEMENT OF THE NDI ELECTION OBSERVER DELEGATION TO GEORGIA’S 2008 PRESIDENTIAL ELECTION

 

ახალი ამბები