14:37, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჩუმად დახურულ ტელეკომპანიებს შორის სამცხე-ჯავახეთის ტელევიზია ,,ლომსიაც” იყო

27.02.2008
გულო კოხოძე, ახალციხე

ვარდების რევოლუციის შემდეგ დახურულ ტელევიზიებს შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ტელეკომპანია ,,ლომსიაც” აღმოჩნდა. ,,განსხვავებული აზრი ჩაახშეს”, ,,ლომსიას” დახურვა უმსგავსობაა”, ,,ნათელი წერტილი გამოგვირთეს”  - ასე აფასებდა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა ოთხი წლის წინ რეგიონის პირველი ტელეკომპანიის დახურვის ფაქტს. 

2004 წელს ივნისში ლიცენზიის გაგრძელების მოთხოვნით განაცხადის ორთვიანი დაგვიანებით შეტანის მოტივით რეგიონალურ ტელეკომპანია ,,ლომსიას” მაუწყებლობისა და კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ ლიცენზიის გაგრძელებაზე უარი განუცხადა. 

რეგიონალური ტელეკომპანია ,,ლომსიას” დირექტორმა ზაზა პეტრიაშვილმა განაცხადა რომ ,,კომისიამ მაშინ სამი კვირა იმსჯელა ტელეკომპანიის საკითხის გადასაწყვეტად, მაგრამ არ გაითვალისწინა ტელეკომპანიის საქმიანობა, მიღწევები და რეგიონის მდგომარეობა, აგრეთვე იმ დონორი ორგანიზაციების დამოკიდებულება, რომლებმაც მხარი დაუჭირეს და ენდობოდნენ ტელეკომპანიას”.

,,ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება”, - თქვა ოთხი წლის წინ ,,ლომსიას” მფლობელმა და ქალაქ ახალციხის მაშინდელმა გამგებელმა თამაზ პეტრიაშვილმა.

,,ჩემი აზრით, ეს პიროვნული გადაწყვეტილებაა. ისეთ რეგიონს, როგორიც სამცხე-ჯავახეთია, თუნდაც სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან გამომდინარე, ასე არ უნდა მოქცეოდნენ, ამის არანაირი მორალური უფლება არ ქონდათ”, - კატეგორიული იყო მაშინდელი გამგებელი.

მაუწყებლობისა და კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიის იმდროინდელმა დირექტორმა  დიმიტრი ქიტოშვილიმა განაცხადა,  რომ ,,მან შეასრულა ის, რასაც კანონი ითხოვდა.”

თუმცა იმ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსგავს სიტუაციაში როგორშიც ,,ლომსია” აღმოჩნდა, ტელევიზია ,,რუსთავი 2”-ც  იყო, თუმცა აქ უკვე კანონმა "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაზე" გავლენა ვერ იქონია.

ტელეკომპანია ,,ლომსია” 1996 წლიდან ფუნქციონირებდა. ეთერში ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება ,,დროებით” გადიოდა და რეგიონს ახალ ამბებს აცნობდა. ,,ლომსია” იმ დროისათვის ერთადერთი ტელეკომპანია იყო, რომელსაც  პირდაპირი ჩართვის აპარატურა გააჩნდა. ჰქონდა სტუდია, სადაც ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა დებატები იმართებოდა რეგიონის აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე. 

,,ჩვენ ხალხს ვემსახურებოდით. ვამბობდით იმას, რაც ხდებოდა და რაც საზოგადოებას აწუხებდა. ქუჩაში მოსახლეობა მადლობას გვიხდიდა მუშაობისთვის. მათი სიყვარული ტელევიზიის დახურვის შემდეგ უფრო ვიგრძენი. გაოცებული მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ ,,მართლა დაგხურეს?”, - იგონებს  ტელეკომპანია ,,ლომსიას” ჟურნალისტი ირმა გიორგაძე. 

ჟურნალისტებს ბოლომდე არ სჯეროდათ თუ ტელეკომპანიას მართლაც დახურავდნენ და სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, პირდაპირი ეთერის აპარატურა გამოუყენებელი დარჩებოდათ. 

,,წარმოუდგენლად მიმაჩნია ,,ლომსია”-ს დახურვა. ის იყო პირველი ტელეკომპანია, რომელმაც პირველმა გამოთქვა მართლაც ოპოზიციური აზრი”, - ეს კომენტარი მაშინ ,,ლომსია”-ს ჟურნალისტმა  ირმა პარუნაშვილი გააკეთა.
დღეს ამ ტელეკომპანიის დახურვაზე აღარავინ საუბრობს. არც მისი აღდგენის პერსპექტივა არსებობს. სამცხე-ჯავახეთში დღეს ერთი ადგილობრივი ქართულენოვანი  ტელეკომპანია - მეცხრე არხი მაუწყებლობს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC