კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასჭირდება თუ არა სამართლის გასარკვევად ,,რკინის ქალამნის” ჩაცმა შაქრო თავაძეს

5 მარტი, 2008

გულო კოხოძე, ადიგენი

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის მკვიდრი შაქრო თავაძე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში სამცხე -ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რწმუნებულის მოადგილეს პაპუნა ხაჩიძეს ადანაშაულებს და აცხადებს რომ ,,ასეთი ადამიანები თანამდებობეზე არ უნდა მუშაობდნენ”.

,,შეურაცხყოფილი ვარ ძალიან. წადი! მოშორდი და სადაც გინდა მიჩივლე, „ხოში“ მაქვს და არ გაძლევო”, - შაქრო თავაძის განცხადებით ამ სიტყვებით დაიწყო რწმუნებულის მოადგილემ პაპუნა ხაჩიძემ სამხარეო სამხარეო ადმინისტრაციის მისაღებში მასთან საუბარი.

შაქრო თავაძე ცხრა შვილის მამაა. მან ნგრევის პირას მისული სახლის გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სამი კვირის წინ, სამასალე მერქნის მოთხოვნით განცხადება შეიტანა.

,,18 სული ვცხოვრობთ ორ სახლში – ერთი შესაკეთებელია, მეორე სულ დამპალი. ბოსელიც დამეწვა. ადიგენის გამგეობამ,  ფონდი არ გვაქვსო და ვერ დამეხმარა”, -ყვება შაქრო თავაძე.   

განცხადების გადამისამართება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატში მოხდა. შაქრო თავაძე აცხადებს, რომ ადიგენიდან მასთან კომისია იყო ჩასული, რომელმაც მისი სახლის მდგომარეობა შეამოწმა და თქვა, რომ ოჯახს ხის მასალა ნამდვილად ესაჭიროებოდა.  ადიგენის გამგებელმა თავაძეს სამხარეო ადმინისტრაციაშიც უშუამდგომლა.

ამის შემდეგ, II ჯგუფის ინვალიდმა შაქრო თავაძემ ორჯერ სცადა გუბერნატორის მოადგილესთან, პაპუნა ხაჩიძესთან შეხვედრა, მაგრამ მოხელის დროის შეზღუდულობის გამო,  მხოლოდ მესამე მცდელობის შედეგად შეძლო მასთან გასაუბრება. ,,შენი განცხადება გადავაგზავნე ახალციხის გამგეობაშიო, მითხრა. მე ვუთხარი, მაგ განცხადების აზრზე არა ხარ, ეგ განცხადება თბილისში უნდა გაგეგზავნათ-მეთქი. მე აზრზე არ ვარ და შენ ხარ აზრზეო, მიყვირა. წადი შენიო და დამიწყო ლანძღვა-გინება. ყვირილზე მოადგილე ვანო გელაშვილი გამოვიდა და თავის კაბინეტში შემიყვანა. ახლა მომაშორეთ, თუ არა, ფეხქვეშ გავიგდებო, ისევ ყვიროდა”, - ყვება შაქრო თავაძე.

პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე ამბობს, რომ განცხადებაში თავაძე ახალციხეში მიწის ნაკვეთსა და სახლისთვის ხის მასალას ითხოვდა, რის გამოც განცხადება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეცა. პაპუნა ხაჩიძის განმარტებით, სამასალე მერქნის გამოყოფა არსებული კანონმდებლობით არ შეიძლება. ინციდენტს კი ასე იხსენებს:

,,ინციდენტს არ უარვყოფ. მოსაცდელში კიდევ ბევრი ადამიანი მელოდებოდა. მდივანმა მითხრა, რომ მიწის თაობაზე დაწერილი განცხადების ავტორი მელოდებოდა. ვუთხარი, ჩემთან შემოსვლა აღარ უნდა, გამგეობაში არის პასუხები-მეთქი. მაინც შემოსვლა უნდა და ჩხუბობსო. გავედი და ვეუბნები: ბატონო, თქვენი წერილი გამგებელთან არის-მეთქი. მან დაიწყო, აზრზე არ ხართ, რას ლაპარაკობთ და უტვინოები ხართო. დავუძახე დაცვას და ვუთხარი, ასეთი  ადამიანების შემოშვება აქ არ შეიძლება-მეთქი, რაც შეურაცხყოფად მიიღო. შეიძლება უნდა ვადანაშაულებდე საკუთარ თავს, მაგრამ ვერ ვადანაშულებ”, - აცხადებს პაპუნა ხაჩიძე.

შაქრო თავაძის თქმით კი რწმუნებულის მოადგილემ მას აგინა.

,,დედა მაგინა ამ ხნის კაცს და სულ ინტრიგანი მიძახა. ვისთან უნდა მივიდე ახლა? ამისთანა ხალხი არ უნდა ჰყავდეს სააკაშვილს. თუ რამე პრობლემები აქვს პრეზიდენტს, სწორედ ასეთი ხალხისგან”, - დასძინა მან.

პაპუნა ხაჩიძე ამბობს, რომ მიღებაზე მას სამი ადამიანი უცდიდა: ,,მისთვის არ მიგინებია. პირდაპირ ვამბობ, რომ როცა ადამიანთან მიდიხარ რაღაცის გასაგებად არ შეიძლება იყო უზრდელი. არც გაიგო, რას გეუბნება და უთხრა, უტვინო ხარ და აზრზე არა ხარო. მკვახედ დაველაპარაკე და ვთქვი, ამ ადამიანს თეთრი ბილეთი ექნება, არ უნდა შემოგეშვათ მეთქი. ჩავთვალე, რომ ის ადამიანი იმ წუთში არ იყო სრულ ჭკუაზე. გაღიზიანებული იყო, გასაგებია, მაგრამ ჩვენც ხომ ადამიანები ვართ”.

შაქრო თავაძე აცხადებს, რომ სამართალს მაინც იპოვის პრეზიდენტამდე ჩასვლამაც რომ მოუწიოს.

ახალი ამბები