კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოდერატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერნეტცენზურაში ადანაშაულებენ

11 მარტი, 2008
წყარო: გაზეთი „ბასტა“

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 12 მარტს ინტერნეტში სიტყვის თავისუფლების დაცვის დღედ აცხადებს. დაცვა თავისუფალ სიტყვას უკვე ელექტრონულ სივრცეშიც სჭირდება. ნოემბრის მოვლენების შემდეგ შეუნიღბავი თვალითაც აშკარა იყო, რომ ინტერნეტ-ფორუმებზე ოპოზიციური აზრი იდევნებოდა. ერთმანეთის მიყოლებით ქრებოდა 7 ნოემბრის ამსახველი ჩანაწერები. ინტერნეტ ცენზურაზე წერდა ცოტა ხნის წინ გაზეთი „ბასტა“. სტატიას ამავე გაზეთიდან ჩვენს მკითხველსაც ვთავაზობთ.

 

შსს-ში ამ ბრალდებას სისულელეს უწოდებენ

ტელევიზიების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ინტერნეტში შეუდგნენ. ამ ინფორმაციას საქართველოში ყველაზე დიდი ინტერნეტფორუმის forum.ge-ს ყოფილი მოდერატორები ავრცელებენ. მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ზეწოლით, ფორუმზე ყველანაირი ოპოზიციური აზრი მკაცრად იბლოკება. კერძოდ, ამბობენ, რომ ფორუმის ადმინისტრაციამ 7 ნოემბრის ამბების შემდეგ, ვანო მერაბიშვილის უწყების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, გაანთავისუფლა ოპოზიციის მხარდამჭერი ყველა მოდერატორი და მათ ადგილას ხელისუფლების მომხრეები დანიშნა. forum.ge-დან წასულმა “იუზერებმა” ახალი ფორუმი დაარსეს სახელწოდებით politforumi.com.

თავად შსს-ში ამ ბრალდებას სისულელეს უწოდებენ. მსგავსი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. ჩემი უფროსი ახლა მივლინებაშია და ამჟამად მაგ საკითხზე კომენტარს ვერავინ გააკეთებს. რისი თქმა შემიძლია, გარდა იმისა, რომ ეგ ბრალდება სისულელეა. გაუგებარია რაში სჭირდება შსს-ს მსგავსი რაღაცეების კეთება, - განაცხადა შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მაგული კენჭიაშვილმა „ბასტასთან“ საუბრისას.

”არა მგონია რაიმე სახის დისკრიმინაციას ჰქონდეს ადგილი”, - აცხადებს forum.ge -ს ადმინისტრატორი თემურ ხაინდრავა. მისი თქმით, პოლიტიკის განყოფილებას ფორუმზე მთლიანად მოდერატორები განაგებენ და ადმინისტრაცია მათ საქმეში არ ერევა.

„გეტყვით საიდან დიწყო ეს ყველაფერი“, - აცხადებს „ბასტასთან“ საუბრისას forum.ge -ს ყოფილი მოდერატორი, რომელიც არც თავის სახელს ამბობს ღიად და არც „ნიკს“. - ”7 ნოემბრის ამბების შემდეგ, ალბათ გახსოვთ, რომ ტელეკომპანია „კავკასიამ“ გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც ვანო მერაბიშვილი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის შესყიდვის შესახებ ესაუბრებოდა. სანამ ეს ინფორმაცია ტელევიზიით გავრცელდებოდა, ის forum.ge -ზე დაიდო. აქ, სხვათა შორის, ადრე, ძალიან სერიოზული და საინტერესო კამათი მიდიოდა ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეებს შორის, ჩანაწერის ფორუმზე დადების შემდეგ ადმინისტრატორმა მოგვმართა მოდერატორებს, და მათ შორის მეც, ეს თემა სასწრაფოდ დაბლოკეთ და ჩანაწერი წაშალეთ, რომ ხალხმა ლაპარაკი შეწყვიტოსო.”

”ფაქტია, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა მასზე გარკვეული ზეწოლა მოახდინეს. მათი გავლენით შეიცვალა სამოდერატორო პოლიტიკაც. დღეს forum.ge-ს სამი მოდერატორიდან, რომლებიც პოლიტიკის რუბრიკას უძღვებიან, სამივე სააკაშვილის მომხრეა და ოპოზიციურ აზრს ყველანაირად ბლოკავენ.”

”ვანო მერაბიშვილის საუბრის ჩანაწერი ფორუმიდან მხოლოდ იმიტომ მოიხსნა, რომ მსგავსი მასალების გამოქვეყნება ჩვენს წესებს არღვევს. ფორუმის წესდებაში ნათლადაა განსაზღვრული, რომ ისეთი ჩანაწერების გამოქვეყნება, რომლის გავრცელების ნებართვა არ გვაქვს, არავითარ შემხთვევაში არ შეიძლება. მნიშვნელობა არ აქვს საქმე ეხება საჯარო პირს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს. ვანო მერაბიშვილს კი ჩვენთვის ნამდვილად არ უთქვამს ჩემი საუბრის ჩანაწერები გამოაქვეყნეთო. ჩვენ არც ტელევიზია ვართ და არც გაზეთი. ეს არის ფორუმი, რომელსაც საკუთარი წესები აქვს და მათი დაცვა ყველას ეველება”, - ამბობს forum.ge -ს ადმინისტრატორი თემურ ხაინდრავა. -”რაც შეეხეხება მოდერატორების განთავისუფლებას, თავად მოდერატორებმაც უნდა დაიცვან გარკვეული წესები. ერთ-ერთმა მათგანმა ისინი დაარღვია და თავისი ძალაუფლება იმ მძიმე პოლიტიკურ სიტუაციაში ბოროტად გამოიყენა. ასე რომ, მხოლოდ და მოლოდ ის - ”დიმპიტაურიძე” - იქნა მოხსნილი და ოპოზიციურად განწყობილი რომ აღმოჩნდა, უბრალო, დამთხვევაა.”

”ბასტა”: ანუ, მოდერატორის მოხსნა მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ მან თქვენი წესდაბა დაარღვია? შსს-ს მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია?
თ.ხ: ჩვენზეც ზუსტად იგივე ზეწოლა ხორციელდება როგორიც თქვენზე.
”ბ”. არავითარ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი, ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემზე.
თ.ხ: იცით, დარწმუნებული ვარ, ამას გულწრფელად არ ამბობთ.

როგორც forum.ge -ს ყოფილი მოდერატორი ამბობს, ფორუმზე დარეგისტრირებული იყო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც პოლიტიკურ დებატებში საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდნენ და, მისი თქმით, არც ისაა გამორიცხული, რომ ადმინისტრატორზე ზეწოლას სწორედ ისინი ახორციელებდნენ.

”ფორუმის ყველა მომხმარებელმა გაიგო, რომ რამდენიმე ადამიანი შსს-ს თანამშრომელი იყო და პირდაპირ მოდულის შენობიდან პოსტავდა (წერდა წერილებს - რედ.). ისე, მაღალჩინოსნები არ უნდა იყვნენ, რადგან მათი ინტელექტის დონე საკმაოდ დაბალია. ეს ხალხი ძალიან აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ადმინისტრატორს, რომელიც მანამდე პოლიტიკაში საერთოდ არ ერეოდა და ამ მხრივ არც პირადი ინტერესები ჰქონდა, თვითონ არ გაუჩნდებოდა სურვილი მერაბიშვილის ჩანაწერები ფორუმიდან გაექრო და ამაზე საუბარი საერთოდ აეკრძალა.

”არადა, ფორუმს მარტივად შეეძლო ქართულ მედიასივრცეში პირველს გამოქეყნებინა ვანო მერაბიშვილის საუბრის ჩანაწერები, მაგრამ, სამწუხაროდ, დაბლოკეს.”
ყოფილ მოდერატორს ”რესპუბლიკური” პარტიის წევრი და, როგორც აღმოჩნდა, ინტერნეტფორუმების ხშირი მომხმარებელი ლევან ბერძენიშვილიც ეთანხმება. მისი თქმით, ხელისუფლება აქტიურად ცდილობს კონტროლი დაამყაროს ინტერნეტზე და არ დაუშვას ოპოზიციური აზრის გაჟღერება.

ლევან ბერძენიშვილი: ”ინტერნეტში სიტყვის თავისუფლება, ასე თუ ისე, არის, მაგრამ არავითარი მყარი გარანტია იმისა, რომ ისიც არ კონტროლდება ხელისუფლების მიერ და არ ხდება მოსმენები, დაყურადებები, რა თქმა უნდა, არ არსებობს. არსებობს ეჭვი, რომ ისევე როგორც ჩვენს სატელეფონო საუბრებს, ინტერნეტ-მიმოწერასაც ყურადღებით აკონტროლებენ, რაც, რა თქმა უნდა, სრულიად უკანონოა. მაგრამ, რაღაზეა საუბარი, როცა ჩვენს ხელისუფლებას არავითარი მორალური შეზღუდვები არ აქვს.

როდესაც ხელისუფლების სტრუქტურები დაინტერესდნენ ინტერნეტში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით forum.ge -ზე ჩვეულებრივი მოქალაქეების სახელით შსს-ს წარმომადგენლები შემოაგზავნეს, რომლებიც პირდაპირ მოდულის შენობიდან წერდნენ. სწორედ ამიტომ ფორუმი გაფერმკრთალდა და აღარავისთვისაა საინტერესო.”

ლევან ბერძენიშვილი იმ ფაქტსაც ადასტურებს, რომ forum.ge-დან ოპოზიციის მხარდამჭერი ყველა მოდერატორი გაათავისუფლეს: ”forum.ge -ზე ე.წ. არჩევნების შემდეგ, პოლიტიკის მოდერატორად სწორედ ის ადამიანები გავიდნენ, ვინც სააკაშვილის პოზიციას იცავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ცდილობს კონტროლი დაამყაროს ინტერნეტზეც, რაც თავის მხრივ ძალიან სასაცილოა.

”ინტერნეტში სიტყვის თავისუფლების აღკკვეთა ძალიან ძნელია. ყველაზე დიდ და საინტერესო ფორუმზე, forum.ge-ზე, სადაც ამ მხრივ ჩვენი უფლებები დაცული იყო, მოახერხეს და პოლიტიკურ ნაწილზე კონტროლი დააწესეს. აქ მოდერატორადაც ხელისუფლების მომხრეები ინიშნებიან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტი ისეთი ბუნებისაა, მისი სრულად გაკონტროლება წარმოუდგენელია თანაც ახლახანს, სწორედ იმ ხალხის მიერ, ვინც forum.ge-ზე არსებულმა სიტყვის თავისუფლების ხარისხმა არ დააკმაყოფილა, ალტერნატიული ფორუმიც შეიქმნა - politforumi.com”, - ამბობს ბერძენიშვილი.

ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ როგორც კი პოლიტიკა ცალმხრივი და უინტერესო ხდება, ფორუმს იმ მომენტიდან უფრო ნაკლები მომხმარებელი ჰყავს: ”ხელისუფლებაში არ ესმით, რომ სიტყვის თავისუფლება მეტად ძვირფასია ვიდრე ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად აღებული.”

ქართულ ინტერნეტ სივრცეში 2 კვირის წინ მართლაც შეიქმნა ახალი, ალტერნატიული ფორუმი - politforumi.com, რომლის დამაარსებლები forum.ge-ს ყოფილი მომხმარებლები და მოდერატორები არიან. ადამიანები, რომლებსაც, როგორც ამბობენ, აღნიშნულ ფორუმზე სიტყვის თავისუფლების ხარისმა არ დააკმაყოფილა. ახალი ფორუმის ადმინისტრატორის ცნობით, politforumi.com მომხმარებელთა ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. 2 კვირის განმავლობაში იქ რეგისტრაცია, დაახლოებით, 450- მა ადამიანმა გაიარა.

”ჩვენი ფორუმი მისი სახელიდან გამომდინარე, ძირითად, აქცენტს პოლიტიკაზე აკეთებს. სხვა რუბრიკებიც გვაქვს, მაგრამ ყველზე მეტი მომხმარებელი მაინც პოლიტიკას ჰყავს. ახალი ფორუმის შექმნის იდეა, სხვათაშორის, forum.ge -ს მომხმარებელს მოუვიდა აზრად. ეს ის ხალხია, რომლებმაც აღნიშნულ ფორუმზე მათთვის მისაღები დემოკრატიულობის ხარისხი ვერ დაინახეს. განსაკუთრებით 7 ნოემბრის შემდეგ და გადაწყვიტეს ისეთი ფორუმი შეექემნათ, სადაც საკუთარ აზრს თავისუფლად დააფიქსირებდნენ.

ახალი ამბები