15:33, Wednesday, 22.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„მონიტორმა“ ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია მოაწყო

07.04.2008
ნონა სუვარიანი, თბილისი.


სახელმწიფოს მიერ ჩატარებული რეფორმების მიუხედავად, სასამართლო კვლავაც უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამაზე მიუთითებს ნინო ზურიაშვილის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება, რომლის პრეზენტაციაც 4 აპრილს კინოს სახლში შედგა.

ჟურნალისტური გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზეა ჩატარებული. ამ საქმესთან დაკავშირებით სამი ადამიანია დაპატიმრებული, მათ 6, 21 და 26 წელი აქვთ მისჯილი.

ნინო ზურიაშვილი: „ჩვენ შევეცადეთ, რომ ჟურნალისტური გამოძიება სტანდარტულად ჩაგვეტარებინა. წარმოვაჩინეთ ისიც, რაც გაიზიარა და ისიც, რაც არ გაიზიარა სასამართლომ. შევეცადეთ სრულყოფილად წარმოგვედგინა დაცვის და ბრალდების მხარეების არგუმენტები“.

ნინო ზურიაშვილი ამბობს, რომ გამოძიების დროს მას გარკვეული სირთულეების გადალახვაც უწევდა. „სიძნელეები იყო იმ მხრივ, რომ სამი განსასჯელის ისტორია მქონდა მოსაყოლი და სამივე ისტორიას ორი ვერსია ჰქონდა, პროკურატურის და დაცვის. მადლობა ღმერთს ეს ის პერიოდია, როდესაც სასამართლოზე დასწრების უფლება გვქონდა და მე თავად ვარ პროცესის დამსწრე, გადაღებულიც მაქვს.

მე არ გამოვდივარ როგორც შემფასებელი. მე მხოლოდ ვდებ ამ მასალებს, პოზიციებს და არგუმენტებს. გარდა ამისა, ეს საქმე შესწავლილი აქვს ომბუდსმენის აპარატს. ასე რომ, გამოძიებაში მისი შეფასებებიც არის ჩართული“.

ფილმი 2006 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭელიაღელეში მომხდარ მკვლელობას ეხება. მკვლელობის ბრალდებით სამი ახალგაზრდა დააკავეს.
მოკლული ნიკო ჭელიძის  ქვრივი იხსენებს, რომ იმ ღამეს ყაჩაღობის მიზნით მათ სახლში ნიღბიანი ადამიანები შევარდნენ. დანამდვილებით არავის დადანაშაულება არ შეუძლია, თუმცა მაინც დარწმუნებულია, რომ მკვლელები სწორედ დალაქიშვილები არიან.

მოგვარეების, ზურა, ზაზა და ისიდორე დალაქიშვილების თქმით, ისინი უდანაშაულონი არიან. საპროცესო გარიგების სანაცვლოდ, რომლის დროსაც ზურა დალაქიშვილი აღიარებს ჩადენილს და ხელს ადებს ზაზას და ისიდორეს, ის გაანთავისუფლეს. გარეთ გამოსულმა, მან გაარკვია, რომ ისინი უდანაშაულონი არიან. ამიტომ  ზურა დალაქიშვილმა სააპელაციო საჩივარი დაწერა და საპროცესო გარიგების ბათილად ცნობა მოითხოვა. გასაჩივრების მიზეზი კი ასე ახსნა: „პოლიციის და პროკურატურის მხრიდან ჩემს მიმართ ხდებოდა ენით აუწერელი ფსიქოლოგირი ზეწოლა, შეშინება. ისინი მაიძულებდნენ, რომ თავისუფლების, ანუ საპროცესო გარიგების სანაცვლოდ, მიმეცა მათთვის საჭირო ჩვენება. წინააღმდეგ შემთხვევაში 9 წლიანი პატიმრობით მემუქრებოდნენ“ .

პოლიციელები, რომლებიც პატიმრების აღიარებით ჩვენებებს ესწრებოდნენ, საპირისპიროს ამტკიცებენ და ამბობენ, რომ მათ დანაშაული მართლაც აღიარეს. 

პროკურატურას დანაშაულის მტკიცებულებად ერთ-ერთი ბრალდებულის შარვალზე სისხლის კვალი მოჰყავს, რომელიც მოკლულის სისხლის ჯგუფს ემთხვევა. თუმცა ანალოგიურო ჯგუფი ბრალდებულის მეუღლესაც ჰქონდა. ბრალდებულების ადვოკატები აღნიშნავენ, რომ მოსამართლე და პროკურორი დაინტერესებულები არიან, რომ დალაქიშვილები დამნაშავეებად ცნონ. ისინი არ აკმაყოფილებენ ადვოკატების შუამდგომლობას დნმ-ის ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით. საგამოძიებო ჯგუფმა მოინახულე ის ადამიანები, რომლებმაც ბრალდებულები მკვლელობის ღამეს სწორედ იმ დროს დაინახეს, როდესაც, პროკურატურის ვერსიით, ისინი დაზარალებულების სახლში უნდა ყოფილიყვნენ. და ამაზე საუბარს სასამართლოზეც არ აარიდებდნენ თავს. თუმცა მოსამართლემ და პროკურორმა თავი არც ამ ადამიანების დაკითხვით შეიწუხეს.

პროკურატურის კიდევ ერთი მტკიცება მოკლულის 7 წლის შვილის ჩვენებაა,  სადაც ის ამბობს, რომ მკვლელს ცისფერი თავლები ჰქონდა. ერთ-ერთ დაკავებულს მართლაც აქვს ცისფერი თავლები, თუმცა ამ ფერის თვალები გამონაკლისი სულაც არ არის.

დავა ჯერ დასრულებული არ არის. მხარეები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

კინოს სახლის დარბაზი მაყურებლით სავსე იყო. ნინო ზურიაშვილის თქმით მას შემდეგ, რაც ის „ტელევიზიებმა მიატოვეს“ აღარ აპირებდა გამოძიებების პრეზენტირებას, მაგრამ გაზრდილმა ინტერესმა მას მაინც მისცა ამის სტიმული. ასე რომ, „მონიტორი“ საზოგადოებას საკუთარ ნამუშევარს მაინც გააცნობს ხოლმე. მანამ, სანამ ტელევიზიებში ამ მასალების გაშვება შესაძლებელი არ გახდება.

 

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC