კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გადაუვლის თუ არა წინასაარჩევნო ცენზურა ინტერნეტ საიტებს?

17 აპრილი, 2008

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

"ვანო მერაბიშვილის და აზერბაიჯანის შს მინისტრის საუბრის შესახებ თემა დახურეთ და ყველა ლინკები წაშალეთ!"
აი მაშინ მივხვდი უკვე - "ერი-ჰაა!"
ეს ციტატაა თბილისის ფორუმის ერთ-ერთი  ყოფილი იუზერის პოსტიდან, რომელიც ნოემბრის მოვლენების შემდეგ დაიწერა.  მაშინ, ორი ქვეყნის შსს მინისტრების საუბარი, რომლის ჩანაწერიც ინტერნეტში გავრცელდა, მალევე გააქრეს საიტებიდან. ჩანაწერში მერაბიშვილი თავის კოლეგას დამატებით ხელკეტებს და ცრემლსადენ გაზს სთხოვდა 7 ნოემბრის მიტინგის დასარბევად.


მარტივი დაკვირვებითაც ჩანს, რომ ინტერნეტ ფორუმებზე, რომელთა მომხმარებელი დღითი-დღე იზრდება, ხელისუფლება განსაკუთრებულ კონტროლს წინასაარჩევნოდ აწესებს ხოლმე. 21 მაისის საპარლამენტო არჩვევნებამდე მთელი თვეა - პოლემიკის, კომპრომატების მოგროვების თვე. ფორუმებზე, ამ მიმართულებით, დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიების მომხრეები განსაკუთრებით გააქტიურდებიან. თუ, ცხადია, მათ ამის ნება მისცეს.

ინტერნეტ საიტების მფლობელების ნაწილი ამბობს, რომ მათ ხელისუფლების მხრიდან ცენზურა არ უგრძვნიათ. ფორუმების ადმინისტრაციებში ღიად ამ თემაზე საუბარი არ სურთ. თუმცა, ინტერნეტ მისამართსაც გააჩნია, ხელისუფლების მიმართ შედარებით ლოიალურ საიტებს ასეთი საფრთხე არ შეექმნება. ფორუმებზე კი, როგორც ჩანს, ზედმეტად ხმამაღალი აზრი ადგილზევე იბლოკება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი იხსენებს, რომ მაგალითად, www.humanrights.ge  ორჯერ გახდა მასირებული შეტევის ობიექტი, რის შედეგადაც მონაცემთა ბაზები განადგურდა:
„განსაკუთრებით საეჭვო ისაა, რომ ინგლისურენოვანი ბაზა განადგურდა, ანუ საიტის ინგლისური ვერსია. პროფესიონალი ვებ-მასტერების აზრით, აქ  შემთხვევითობა გამორიცხულია. ვიღაც დიდხანს ცდილობდა ამის გაკეთებას და შედეგმაც არ დაააყოვნა. საიტის აღდგენას სერიოზული მუშაობა და დრო დასჭირდა. საეჭვოა ისიც, რომ პოლიტიკურად განსაკუთრებით აქტიურ დროს ემთხვევა ხოლმე ასეთი შეტევები.
ფორუმ.გე-ს რაც შეეხება, იქ ჩვენი ცენტრის მიერ წამოწყებული  კამპანია ბოდიშის შესახებ ყველა ინფორმაცია წაშალეს. დადებული ინფორმაცია მეორე წუთს ქრებოდა. ეს გრძელდებოდა რამდენიმე დღე, 10-მდე სხვადასხვა გვერდი გახსნეს ამ კამპანიაზე, მაგრამ ყველა წაიშალა. იგივე ხდებოდა 7 ნოემებრის დროს და შემდეგ დღეებში. იშლებოდა კრიტიკული თემები. იგივე ხდებოდა www.myvideo.ge
 და სხვა საიტებზე. ვხედავდი 5 წუთის წინ დადებული ინფოები როგორ ქრებოდა. დაიბლოკა რამდენიმე საიტი, მაგალითად www.imedinius.ge და www.imedi.ge. ასევე www.tobe.myweb.ge და ეს დღესაც გრძელდება, პირდაპირი ზეწოლა ინტერნეტ სივრცეზე აშკარაა. ყველა საიტი სადაც კი ვანო მერაბიშვილის და აზერბაიჯანის შს მინისტრის საუბარი დაიდო, წაიშალა. ამას უბრალო დაკვირვებითაც შეატყობს ადამიანი“.

თბილისის ფორუმზე ნოემბერში მომხდარ ამბებს, ერთ-ერთი მოდერატორის ფორუმიდან წასვლა მოჰყვა. აქ საგულისხმო ფაქტია, რომ  16-17 წლის ბიჭებზე კი არ არის საუბარი, უცებ რომ ეწყინებათ ხოლმე რამე, არამედ ზრდასრული ადამიანების თავისუფალი აზრის დაბლოკვაზე, რაც მომავალი არჩევნების პერიოდშიცაა მოსალოდნელი. მითუმეტეს, რომ ფორუმ.გე-ს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ხოლო მაშინ, გასული წლის ნოემბერში, საგანგებო სიტუაციის პირობებში, როდესაც ყველა ტელევიზიას მაუწყებლობა შეუჩერეს, ეს ერთ-ერთი ადგილი იყო, სადაც უამრავი ადამიანი მიაწყდა ინფორმაციის მისაღებად და აზრის გამოსახატავად.

„ფორუმზე მე პოლიტიკურ თემებში ვპოსტავდი. ძალიან გამოვირჩეოდი ოპოზიციური აზრებით. ხალხს ჰქონდა კრიტიკული აზრის მოსმენის  მოთხოვნა. იწერებოდა ძალიან მწარე რაღაცებიც.  ნოემბრის შემდეგ სიტუაცია ცოტა შეიცვალა. მანამდე ცენზურა არ მიგრძვნია. ეს დაიწყო ფორუმიდან ვანო მერაბიშვილის საუბრის გაქრობით.

ადმინისტრატორმა დახურულ გვერდზე, სადაც მხოლოდ მოდერატორები ვხედავთ რა ხდება, თქვა, არ მკითხოთ რატომ, მაგრამ უნდა წაშალოთ ყველგან ეს ლინკები და მსგავსი  თემები აღარ იყოსო. ასეც მოხდა“.

ფორუმ.გე-ს ყოფილი მოდერატორი ამბობს, რომ ფორუმს ხშირად სტუმრობდნენ შსს-დან წარმომადგენლები. აი-პი მისამართებით ამის დადგენა რთული არ ყოფილა.
მისივე თქმით, ისინი, როგორც წესი, მიზანმიმართულად ლანძღავდნენ ოპოზიციას.  „ერთს ვუთხრი, პოლემიკის დროს, შენს  მუნდირს არცხვენ მეთქი და მუნდირი სახლში მოიკითხეო, მიპასუხა. ადამიანი პოსტავს აშკარად შსს-დან და თან ეთაკილება ეს მუნდირი. ვითომ ქურდულ მენტალიტეტს  ებრძვიან და სინამდვილეში, საკუთარი პროფესიის რცხვენიათ. ადრე უცხოელების დელეგაციას „კაგებეს“ ხალხი დაჰყვებოდა ხოლმე და დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო ფორუმზეც. აჩენს ხომ კითხვას, უცებ ადმინისტრატორი რომ გამოდის ასეთი თხოვნით თუ მოთხოვნით ამ ლინკების წაშლას ითხოვს“.

ერთი შეხედვით, შესაძლოა, ვინმეს ეს ყველაფერი უმნიშვნელო დეტალებად მოეჩვენოს. მაგალითად ისიც, ერთ-ერთ ფორუმულ გარჩევაზე წასული რომ აღმოაჩენ, რომ შენი მოწინააღმდეგე შავი ჯიპების კოლონით მოვა, ხოლო ერთ-ერთში ცნობილი ახალგაზრდა პარლამენტარი და ფორუმელი იჯდება.

„ამ გარჩევის ამბავი ფორუმზე ყველამ იცის. სწორედ საპირისპირო აზრის გამო ერთ-ერთი შეკამათებისას დაინიშნა „სტრელკა“, ერთი პიროვნება, ოპოზიციურად მოაზროვნე, საიზოლაციო ლენტით გადახვეული სკამის ფეხით მივიდა გარჩევაზე.  ოპონენტი კი ადგილზე დიდი შავი ჯიპების კოლონით გამოცხადდა, საიდანაც  სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული „ჩვენი მუშაკები“ ჩამოცვივდნენ. ამან გამოქცევა მოასწრო. მაგრამ კარგად ვიცით, ვინ იჯდა იმ ჯიპში, ერთ-ერთი „დამრტყმელი“ დეპუტატი“, - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ისიც ცნობილია, რომ ამ ამბავმა  ძალიან ცუდი რეაქცა გამოიწვია იმავე ფორუმზე. პოლიტიკის თემა ცოტა ხნით დაიხურა კიდეც. ფორუმის ადმინისტრატორმა თემურ ხაინდრავამ მაშინ ჟურნალისტთან საუბრისას ასეთი კომენტარი გააკეთა:

”არა მგონია რაიმე სახის დისკრიმინაციას ჰქონდეს ადგილი”. ის იმასაც ამბობდა, რომ ადმინისტრაცია მოდერატორების საქმეში არ ერევა.

ჟურნალისტი გია იაკობაშვილი, რომელიც ამჯერად www.presa.ge -ს წარმოადგენს, ამბობს, რომ 7 ნოემბრის შემდეგ მათი საიტი ერთ-ერთი გამონაკლისი იყო, სადაც ინფორმაცია დაუბლოკავად ვრცელდებოდა. ის ასევე ამბობს, რომ საიტზე ცენზურის დამყარების სურვილი, ხელისუფლების მხრიდან, შესაძლოა იყო, მაგრამ ღიად ამის მცდელობა არ ყოფილა: „იციან ჩემი ხასიათი“, - ამბობს გია იაკობაშვილი. ისე, მართალიცაა, ეტყვიან და დიტო გელოვანი  ორჯერ მეტს და ორჯერ უფრო მწარედ დაწერს.

 

ახალი ამბები